ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ფიჯისთან - მილტონ ჰეიგმა 11 ცვლილება განახორციელა

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ფიჯისთან -  მილტონ ჰეიგმა 11 ცვლილება განახორციელა

ფოტო: ლევან ვერძეული/rugby.ge

საქართველოს ნაკრები 3 ოქტომბერს ოსაკაში, მსოფლიოს თასის გათამაშებაში თავის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს. მეტოქე ფიჯის ნაკრებია, რომლის სიძლიერეზე ახლა არ შევჩერდებით.

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდის საბრძოლო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ურუგვაისთან მატჩთან შედარებით, ძირითად შემადგენლობაში 11 ცვლილება განახორციელა. ჰეიგის არჩევანი გასაგებია. მრისხანე მეტოქესთან ის, ძირითადად, გამოცდილ მორაგბეებს დაეყრდნო.

ფიჯისთან "ბორჯღალოსნებს" ჩვეულ, 12 ნომრის პოზიციაზე უბრუნდება მერაბ შარიქაძე. ის ცენტრში დავით კაჭარავასთან ერთად ითამაშებს. სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, ხოლო მგეზავად, პირველად მიმდინარე მსოფლიო თასზე, თამაშს ლაშა ხმალაძე იწყებს. მან უელსთან შეცვლაზე, ხოლო ურუგვაისთან სასტარტოში ფულბეკად ითამაშა. ამჟამად ფულბეკის პოზიციას ისევ სოსო მათიაშვილი დაიკავებს.

ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს გიორგი კვესელაძე. ის ისევ გარემარბად ითამაშებს. მეორე ფრთაზე გამოცდილ ალექსანდრე თოდუას ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ ორივემ ურუგვაის დალელოვება შეძლო.

პირველ ხაზში ბრუნდებიან მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი. მეორე ხაზში ზედიზედ მესამე თამაშია ძირითადში ადგილს ინარჩუნებს კოტე მიქაუტაძე, რომელსაც ამჯერად კვლავ გიორგი ნემსაძე შეუწყვილდება. მესამე ხაზში, ფლანკერებად ბრუნდებიან გიორგი თხილაიშვილი და მამუკა გორგოძე, ხოლო შემკვრელი ბექა გორგაძე იქნება.

პირველი ხაზის მარქაფაში არიან ჯაბა ბრეგვაძე, გურამ გოგიჩაშვილი და ლევან ჩილაჩავა. ამ სამეულმა უელსთან შეცვლაზე ითამაშა, ორი დღის წინ კი ძირითადში იყო. მათ გარდა, მორკინალებიდან მარქაფაში არიან ოთარ გიორგაძე და ბექა საღინაძე.

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა 3 ოქტომბერს, საქართველოს დროით 09:15 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები

15. იოსებ მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17 გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ოთარ გიორგაძე, 20. ბექა საღინაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. მირიან მოდებაძე.

ფიჯის ნაკრების შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

15. კინი მურიმურივალუ, 14. ჯოსუა ტუისოვა, 13. ვაისეა ნაიაკალევუ, 12. ლევანი ბოტია, 11. სემი რადრადრა, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ფრენკ ლომანი. 1. კემპესე მააფუ, 2. სამუელ მატავესი, 3. მანასა საულო, 4. ტევიტა კავუბატი, 5. ლეონე ნაკარავა, 6. დომინიკო ვაკანიბუროტუ, 7. სემი კუნატანი, 8. პესელი იატო

მარქაფა: 16. ტუვერე ვუგაკოტო, 17. ერონი მავი, 18. პენი რავაი, 19. აპისალომე რატუნიარავა, 20. ვილიამე მატა, 21. ნიკოლა მატავალუ, 22. ჯალე ვატუბუა, 23. ჯოშ მატავესი

ბესიკ ჯანგავაძე ოსაკიდან

• me

ფიჯისთან ვინც არ უნდა დააყენო საქართველოს ნაკრებიდან და გინდაც ნებისმიერი ტიერ2 და ტიერ1-ს უმრავლესი ნაკრებებიდან სისწრაფეში და ბურთაობაში ვერ აჯობებ მაინც, ამიტომ მწვრთნელი იწყებს ტაქტიკით ბევრი კარგი მბოჭავი და ნელი რაქის ოსტატი, რაც ნიშნავს ნელ ტემპს მეტ ჯაჯგურს და ე.წ დაჩეჩქვას. ეს ტაქტიკა გათვლილია იმაზე, რომ ფიჯის სათამაშო დრო არის 50-60 წუთი, ამასთან ერთად ფიჯი არის ხასიათის გუნდი ამ დროში რაც უფრო მოუკლავ თამაშის ხალისს და თუ მოხდება ისე, რომ 60 წუთში სხვაობა არ გვექნება 7-10 ქულაზე მეტი დიდი შანსია, რომ ფიჯის მოვუგოთ არც ის იქნება გასაკვირი, რომ 15 ქულაც დავუქაჩოთ.

• zura

საქართველოს ნაკრებს არ შეუძლია 80 წუთი მაღალ ტემპში თამაში.ის რაც აფრასიძეს აქვს, თავისი დადებითი მხარეეები იდეალური იქნება მეორე ტაიმში. ჩვენ კი არა ვერცერთი ნაკრები ვერ თამაშობს 80 წუთი მაღალ ტემპს.. თორემ ვის არ უნდა სწრაფი და შემტევი თამაში.ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე ძალიან კარგი შემადგენლობაა.. მე მგონი ცაში ფრენა გვიყვარს და ვერ ვაფასებთ ვერც სიტუაციას, ვერც შესაძლებლობებს და ვერც სხვა ნაკრებებს.. ჩემზე და თქვენზე კარგად იციან მწვრთნელებმა ვინ და როგორ ითამაშოს.. წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!!

რატომ ლობჟანიძე და მათიაშვილი, რატომ??? ბოლოს რომელს გახსენდებათ მათი კარგად თამაში? შეცვლაზე ურუგვაისთან რამე გააკეთეს კი არა პირიქით აფუჭებდნენ. ან ოთარ გიორგაძეს რას ერჩოდა - ურუგვაისთან საუკეთესოს. ის ვისაც არ გამოუვიდა თამაში ურუგვაისთან იყო კვესელაძე და ის დატოვა. ან გუნდის 3/4-ის ცვლილება ყველა თამაშში რა ტაქტიკაა - დავიჯერო 3-4 კაცის გარდა ვერცერთი ახერხებს დასვენებას და ფორმის აღდგენას? მოკლედ ჰეიგი მგონი ფიჯიდან არის წარმოშობით. ინფარქი თუ მივიღე ხუთშაბათს ჰეიგის დამსახურება იქნება.

რა ქნას რაჭველია და.. ქვე შენი ჭირიმე, უნდა მიუტევოთ

• Soso

მწვრთნელი ჰეიგია და ყველაზე კარგად იცის ვინ არი სათამაშოდ ამ კონკრეტულ თამაშზე და დააყენა ის შემადგენლობა ვენდობი ამ კაცს და ამ ბიჭებს ვისთვისაც ბოლო მსოფლიოა ბევრისთვის წარმატება ბიჭებო, ახალგაზრდები ავსტლალიასთან მიიგებენ ისეთგამოცდილებას რომელიც მომავალში გამოგვადგება. გამარჯვებაში არ ჭირდება გვერდში დგომა ბიჭებს მეტი პატივი ეცით ამ ვაჯკაც ბიჭებს თუ ისე ვერ გამოდის როგორც უნდათ

• emigranti

ბატონო თემურ, კოტე მახარაძის გამონათქვამები და მისი ხმა გაგონილი კი არა, ვინ იყო კოტე მახარაძე ვაგლახ არ იცის ბევრმა ავტორმა აქაური კომენტარებისა.

• მმბ

აუფ! მგონი წყალში ყრის ყველაფერს ეგ კაცი, როგორც იტალიასთან შეცდა შემადგენლობის დაყენებაში, არადა ის იყო საუკუნის მატჩი ფაქტიურად, ახლაც ცდება მგონია შემადგენლობის მხრივ, მთელი ნაწვალევი წლები არ დაგვეკრგოს უქმად, თუმცა იმედია, რომ ვცდები

• შიო

მჭედლიძე უძლერესი დაუზოგავი ბიჭი სადაა??ჩილაჩავა ერთერთი საუკეთესო შერკინებაში და რაქიდან ბურთის ჩახურვაში,მალაღურაძის ბოჭვები შთამბეჭდავი,აბრასიძე დენთი,კაჭარავა უბრებელი ლომი შარიქაძე ნაკრები მუხტი და ენერგია,გორგაძე მომავალი დამანგრეველი ...რაც შეეხებალობჟანიძეს კაი ჭკვიანი 9 ნომერია უბრალოდ ადრეც ქონდა პერიოდები ოტა რთული ის აფრასიძისგან იმით განსხვავდება რო ბოჭვაზე მიდის და ეს გამოსდის ძლიერია რაც სამწუხაროდ გელას არ აქვს ჯერჯერობით

როგორც გამოჩნდა, თოდუაზე უკეთესად არცერთი ფრთის მოთამაშე არ გამოიყურება.

• ჯონა

მეც ეგ კითხვა დამებადა, რა პრინციპით არჩევენ 9 ნომერს, აფრასიძეს რას ერჩიან არ ვიცი

• irakli81

აფრასიძე აბჟანდაძეს არ ყოფნა მაფიქრებინებს რომ მთლიანად ჯანზე და გამოცდილებაზე ვამყარებთ იმედებს რაც ალბათ სწორიცაა, ფიჯის შერკინებით და ძალისმუერ თამაშში თუ ვაჯობებთ თორე სისწრაფით და ტექნიკით აშკარად გვჯობიან.

• SL

ვინმემ იცის ჩვენ გუნდში 9 ნომერს რა პრინციპით აყენებენ სასწარტოში?

• giorgi

სახელიც ლევანი ჰქვია

• giorgi

ერთადერთი ახსნა ამ შემადგენლობის დაყენების ალბათ არის მეორე ტაიმში მათი შეცვლით. მთავარია პირველ ტაიმს როგორმე გაუძლოთ.ამ შემადგენლობის თითქმის მთელი შერკინება(1-8) ცუდ ფორმაშია, პლუს ჩვენი საშინელ ფორმაში მყოფი ლობჟანოძე და მათიაშვილი

• vova

დარწმუნებული ვარ აფრასიძე და ჩილაჩავა მე 60 ე წუთიდან შემოვლენ როცა ფიჯი არეული იქნება ასე ჯობია ამ ეტაპზე მელიტონამ უფრო იცის

• ლადო

ძალიან გაკვირვებული ვარ ამ შემადგენლობით..გასაგებია რომ შეტევას არ ვფიქრობთ და თითქოს დახურულ ტამაშს ვგეგმავთ, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რადრადას თოდუა დაუყენო ხომ საერთოდ წარმოუდგენელია. არ ვიცი, იმედია მეშლება.

• zviads

მათიაშვილი ყველაზე სუსტია თავის პოზიციაზე, მის მაგივრად ხმალაძე უნდა დაეყენებინა

გიგაშვილს რაც შეეხება, მგონია, რომ ჩილაჩავას შემოყვანას უფრო მეორე ტაიმში აპირებს, თორემ ჩემი აზრით ის უკეთესია მაგ პოზიციაზე, ლობჟანიძეზე გეთანხმები, მაგრამ გამოცდილება აქვს და რახან აშკარად შეტევას არ აპირებს, ალბათ იმიტომ ამჯობინა, თორემ შემტევი სტილისთვის აშკარად აფრასიძე სჯობს. მათიაშვილზე მართლა არ ვიცი. იქნებ ჯობდა ხმალაძე 15ზე და მალაღურაძე 10ზე ? ზოგადად აქ გამოჩნდა ჩვენი ჩემპიონატის ხაზს როგორ უჭირს ძლიერ გუნდებთან. იმედი მაქვს , ფიჯიც შესცოდავს თავისას

• გლახუნა

ასეთ თამაშში ...მათიაშვილი ?! რომელი მბოჭველი -დამცველი არის საჭიროების შემთხვევაში, ან რომელი რთულ სიტუაციებში გადაწყვეწტილების სწორად მიმღები, ან რომელი დაკიდებულ ბურთების ამღები ამ დონის თამაშებში, დიდი რუსეთთან,გერმანიასთან და პორტუგალიასთან გამოიჩინოს თავი ?! - ბოლო-ბოლო რას ერჩით მჭედლიძეს?! შარიქაძე ა რ არის ფიზიკურად ისე, რომ გაჭრები გააკეთოს, ან კვესელაძე კარგი ბიჭია, მაგრამ შეცდომებიც მოდის და ამ დროს მჟედლიძე რატომ არ შეგყავთ ?!ან მალაღურაძე - ძირითადში რატომ არა ?! - ვნახოთ, ვნახოთ - წარმატებები ბიჭებს და გაგვახარეთ!

• გლახუნა

ასეთ თამაშში ...მათიაშვილი ?! რომელი მბოჭველი -დამცველი არის საჭიროების შემთხვევაში, ან რომელი რთულ სიტუაციებში გადაწყვეწტილების სწორად მიმღები, ან რომელი დაკიდებულ ბურთების ამღები ამ დონის თამაშებში, დიდი რუსეთთან,გერმანიასთან და პორტუგალიასთან გამოიჩინოს თავი ?! - ბოლო-ბოლო რას ერჩით მჭედლიძეს?! შარიქაძე ა რ არის ფიზიკურად ისე, რომ გაჭრები გააკეთოს, ან კვესელაძე კარგი ბიწია, მაგრამ შეცდომებიც მოდის და ამ დროს მჟედლიძე რატომ არ შეგყავთ ?!ან მალაღურაძე - ძირითადში რატომ არა ?! - ვნახოთ, ვნახოთ - წარმატებები ბიჭებს და გაგვახარეთ!

• gio

შემადგენლობიდან გამომდინარე უკვე ჩანს , რომ დახურულ რაგბის შევთავაზებთ ფიჯის, რაშიც გამარჯვების შანსი გვაქვს. რაც შეეხება შემადგენლობას: აფრასიძე მარქაფიდან შეცვლაზე შემოვა ასე 60-ე წუთისთვის, როცა უკვე ბოლოსკენ შესაძლოა დაღლილ ფიჯისთან თამაში გავშალოთ და სასწრაფეზე გვქონდეს შანსი. ჩილაჩავა მაგარია, შესაძლებელი იყო ძირითადშიც. აბჟანდაძე - ორივე თამაში ძაან კარგად ჩაატარა. მაღალ დონეზე. მაგრამ ალბათ ან ტრავმ აქვს, ან ასვენებს ჰეიგი . დანარჩენი შემადგენლობა კაია. + ჟვანია-კოლელიშვილიც რომ ყოფილიყვნენ ამ მსოფლიოზე გაასწორებდა მაგრად

• ლაშა

ჩვენი ბიჭების თამაშებს ვუყურებ და რასაც მე პირადად ვხედავ იქიდან გამომდინარე არ მგონია რომ ეს საუკეთესო შემადგენლობა იყოს.. 1. ლობჟანიძეს ნელა გამოაქვს ბურთი და მოწინააღმდეგეს დაწყობის საშუალებას აძლევს, ვიტყოდი რომ ჳინც შეტევებს ამწვავებს და ვისი დამსახურებითაც არაერთი ლელო იდება ეს არის გელა აფრასიძე, ის უფრო სწრაფად აზროვნებს და უფრო გამბედავია. არ ვიცი რა გათვლა აქვს მწვრთნელს თუმცა აფრასიძე ამ ეტაპზე უკეთესად თამაშობს ვიდრე ლობჟანიძე. 2. ჩილაჩავას არ დავსვამდი მარქაფაში, მე პირადად თავის პოზიციაზე უძლიერესი მგონია. 3. ოთარ(ოთია) გიორგაძე — მარქაფაში?? მე არ ვეთანხმები. ამ ბიჭზე ჩემი ხედვა ასეთია: ძალიან ძლიერი, უშიშარი, შედეგიანი და პერსპექტიული რომ გახდეს იგივე "მამუკა გორგოძე", ჩემი აზრით მას აქვს ამის პოტენციალი, ძალაც და გამბედაობაც. 4. სოსო მათიაშვილი - ვფიქობ ძალიან სუსტია ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, თითქმის ვერაფერს აკეთებს სასარგებლოს. 5. გიორგი კვესელაძე - ბურთს ხშირად კარგავს. 6. აბჟანდაძე ძალიან სასარგებლო მორაგბეა, თუმცა განაცხადში არ არის, თუ ტრამვა არის მიზეზი გასაგებია, თუ არა მაშინ.. არ მესმის! 7. მჭედლიძე - მისდამი ყოველთვის დადებითად ვიყავი განწყობილი, ძალიან ძლიერია და კარგად თამაშობს, არ ვიცი რატომ არ არის განაცხადში შეყვანილი.. დანარჩენებზე ვერაფერს ვიტყვი, კმაყოფილი ვარ პირადად, ისინი იმსახურებენ სასტარტოში თამაშს, იმედით ველოდები ზეგინდელ დღეს, გაუმარჯოს საქართველოს!

• giorgi

გიგაშვილი რატომაა ნაკრებში საერთოდ. ყველაზე სუსტია შერკინებაში, ვასკამ მაგრად მოუკლო და ძალიან საშიშია ესეთი დონის თამაშზე მისი დაყენება, მათიაშვილს იმედია წაუვა თამაში თორე დავიღუპებით, პ.ს. დიდი იმედი მაქვს რომ გათვლა ფიჯის დაღლაზეა, წინააღმდეგ შემთხვევაში უშანსოდ ვართ სამწუხაროდ. არ მჩვევია მსგავსი კომენტარები მე მაგრამ რავქნა ფაქტი მგონია ეს :((((((

• მთ

მათიაშვილი დაგვღუპავს

• ლომი

ასეთი შემადგენლობით წააგებენ. საშინელი მოთამაშეა ქოქოსა სულ ფეხს ურტყამს და ფიჯი მაგას არ აპატიებს. ლობჟანიძე სულ ბურთს ანელებს და ეგეც შეცდომაა.

ჩემი აზრით, უფრო გამოცდილი ხმალაძე ამჯობინა იმიტომ, რომ ფიჯიმ იერიში გამოუცდელ აბჟანდაძეზე არ მიიტანოს. ხმალაძე დაცვაში უკეთესია და სავარაუდოდ შემტევ სტილს არ ავირჩევთ

• კახი

ამ კაცმა რით ვერ გაიგო რომ აფრასიძე ძირიტადში უნდა დააყენოს?რა არ მოწონს ვერ გავიგე?ბიჭი გუნდის მოტორი გახდა და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მისი არ დაყენება დიდი შეცდომა მგონია.ნეტა ვცდებოდე..

• პაატა

ეს როგორ არის ოპტიმალური შემადგენლობა??? ამ შემადგენლობით შოტლანდია და უელსთან პირველ ტაიმებში დანთავრდა თამაშები. ნეტა ვცდებოდე...წარმსტრბები ჩვენს ბიჭებს!

ურუგვაისთან მატჩით ნუ ვიმსჯელებთ, ფიჯი ბევრად გამოცდილი გუნდია და ჩვენი მწვრთნელიც გამოცდილებს ენდო. ახალგაზრდები რომ დააყენოს, ფიჯისაც ეგ უნდა. თხილაიშვილმა ბურთზე ჩაჯდომა იცის, ხმალაძის 10 ნომრად დაყენებაც სწორია - დაცვას კარგად თამაშობს და თავის თავზეც იღებს თამაშს, ფეხითაც მშვენიერია. ხელით თამაშში ვერ ავყვებით და ამიტომ შერკინებით უნდა ვაჯარიმოთ და მაქსიმალური ქულები ავიღოთ. იმათაც თუ აურიეს, მთლად უკეთესი

• თემო

მწვრთნელს თავისი მოსაზრება აქვს და გულშემატკივრები ძალიან ბევრი ხართ.ზოგს ერთი მოწონს ზოგს მეორე.ასევე "პროფესორმა" დიქტორებმა წაიღეს ტვინი,თავისი "ბრძნული აზრების" ქადაგებით.რა თქვენი საქმეა მწვრთვნელის კომპეტეციაში ჩარევა.ვინმეს თუ ახსოვს ცხონებულ კოტე მახარაძეს შემადგენლობის დაყენებაზე მწვრთვნელი გაეკრიტიკებინოს ან მოთამაშე.შეეშვით რა ამ უაზრობას.

• Roma

Saqmec magashia rom mdzime tamashi unda iyos chveni tamashi unda movaxviot tavs neknebis knata knuti unda davacyebinot da aset tamashi dzlieri bichebia sachiro janianebi. Marqapashic dzlieri bichebi gvizis mat tamashi tu avyevit cavagebt chvebi tamashi unda vitamashot da vaidzulot vatamashot egenic chven tamashi agvyvnen!!!

• Gio

ვასკა თუ კითხულობს ამას. მთელი საქართველო გეუბნება მალე მიდი რაქიდან შენთვის გამზადებულ ბურთზე და მალე გააკეთე ეგ პასი. ცეცხლი უნდა იყო ცეცხლი. სანამ შენ ბურთი გაგაქ ღამდება და რაც კიდე უარესი ვკარგავთ ხანდახან. ჩვენ გულშემატკივრები ვატყობთ ამას და მოწინააღმდეგე მორაგბეები რას იზავენ?! გაითვალისწინე შე დალოცვილო. ღმერთი შენსკენ და მთელი ნაკრებისკენ.

• gio

მეც ვერ გავიგე, მაგრამ ალბათ, ტანით ძალიან პატარა რომ არის.

• გრიშო

საინტერესო კომენტარია ბატონო Dima. დიდი ექსპერტი ნამდვილად არ გახლავართ, მაგრამ ხაზზე ბურთს ისედაც ვერ ათამაშებდნენ და ამ მხრივ არა მგონია უარესობა იყოს.. ჩვენ ლომებს თავისი ძლიერი მხარე აქვთ და იმედია ზუსტად გამოიყენებენ.ამ მომენტისთვის ჰეიგმა ქართულ რაგბიზე, ჩემი პირადი აზრით უფრო მეტი იცის, ვიდრე ვინმემ ამ ქვეყანაზე. მეტს ის ვეღარაფერს ისწავლის ამ მხრივ. იმედია ბრძოლაში გამარჯვება ჩვენს მხარეს იქნება.

• daviti

kargi 15 eulia, carmatebebi bichebo! kvela dziritadia motamashe xart kvela imsaxurebt! gbaleshikobt gulit rac ar unda moxdes tqven garjas arasdros davaknineb imitom rom veravin itkvis verasdros rom tqven bolomde ar ixarjebit! tqvenit eri amakobs! tqven shedzelit dzalian bevrjer saqartvelos saxelis gatana sazgvrebs garet! shesabamisad mjera am tamashis merec amakebi viqnebit tqvenit ! carmatebebi bichebo!

• გიო

ფიჯის ნაკრებიდან მე-5 და მე-12 ნომრებს უნდა ვუფრთხოდეთ. სახელ-გვარებიდან ჩანს, რომ მეგრული ფესვები უნდა ჰქონდეთ))))))

• გელა

უნდა მოვუგოთ, ოღონდ 2-ში არა, 3-ში.

• 3ოქტომბერი

გაასწორეთ თამაში 3 ოქტომბერსაა და არა 2 ოქტომბერს. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გვერდზე ასე წერია და თუ რაიმე შეიცვალა არ ვიცი.

• GIO

ჟვანიას რატო არ ათამაშებთ?

• გულშემატკივარი

თედო აბჟანდაძე რატომ არაა განაცხადში? ან ძნელაძე, რომელიც ურუგვაისთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო სისწრაფით და ამოტანილ ბურთზე პირველი ეგ თამაშობდა, საკმაოდ კარგად.

• Best

წარმატებები ბიჭებო

• ლევანი

გეთანხმები თითქმის ყველაფერში, ნარიაშვილის გარდა

• გიორგი

თედო აბჟანდაძეს ტრავმა აქვს თუ უბრალოდ არ ათამაშებს?

• ლევანი

ვასილ ლობჟანიძე საერთოდ ვერ პროგრესირდა, ურუგვაისთან ზარალი იყო და რატომ ენდობა ასე?

ეს არის ოპტიმალური შემადგენლობა. თუ რამე შეგვიძლია, ამით უნდა მივაღწიოთ. მაქსიმალური კონცენტრაცია და მინიმალური შეცდომები, სხვანაირად გამორიცხულია. დაცვაში მჭიდროდ და უშეცდომოდ წარმატებები ბიჭებს!

• Dima

ამ შემადგენლობით სიჩქარეში ძაან დაგვჩაგრავენ, ხაზზე ბურთს ვერ გაათამაშებენ. იმდენად მძიმე შემადგენლობაა ხაზსაც ვერ აწევენ დროულად და დიდი უპირატესობა მიეცემა სამწუხაროდ ფიჯის. მეტი ახალგაზრდული ნაკრების ბიჭები გჭირდება ნაკრებში რომ იბურთაონ. ჰეიგმა კიდე რით ვერ გაიგო რომ აფრასიძე ძირითადის კაცია, ლობჟანიძეს ძალიან გვიან გააქვს ბურთი და მეტოქის ხაზიც მოწყობას ასწრებს . კიდე ერთი - ნარიაშვილის ნაცვლად გოგიჩაშვილს დავაყენებდი და მამუკაშვილის ნაცვლად ბრეგვაძეს და საერთოდაც ნარიაშვილის ნაცვლად ჟვანიას წავიყვანდი. ნარიაშვილი გასაგებია სტატიკაში უძლიერესია თუმცა მის მიერ ხაზში გაკეთებული პასი არ მინახავს, ძველი ყაიდის მორაგბეა სამწუხაროდ.

• ისევ რაგბის მივაწვეთ

ანგარიშზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფიჯელების ძვლების მტვრევის ხმას გაიგებთ :დ

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ

ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ

მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს

როდის გამართავს თოფურია მორიგ ორთაბრძოლას - ქართველი ჩემპიონის წარმომადგენელი განმარტავს

ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა

[VIDEO] "რეალმა" "იუვენტუსს" მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა

სუპერთასი 2025 | "ტორპედომ" მესამე ადგილისთვის მატჩში "იბერია 1999" დაამარცხა

კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა

ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა

"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე

არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა

პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს

პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა

უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!

"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

პირველი ვარჯიში ახალ კლუბში - ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო

აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა

"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს

ეს გუნდი პსჟ არაა - ლუის ენრიკემ მის მიერ გაწვრთნილი საუკეთესო კლუბი დაასახელა

9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება

მახაჩევს გადაუსწრო - ილია თოფურია მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლია!

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

სავსე ტრიბუნების დროა!

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს