სწორედ ამისთვის ვმუშაობდით უკანასკნელი რამდენიმე წელი - მილტონ ჰეიგისა და "ბორჯღალოსნების" პრესკონფერენცია

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

რამდენიმე საათის წინ "ბორჯღალოსანთა" სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც ფიჯის წინააღმდეგ ითამაშებს.

განვლილ ორ შეხვედრას თუ გადავხედავთ, ამჯერად მილტონ ჰეიგმა არჩევანი უმეტესად გამოცდილ მორაგბეებზე შეაჩერა:

"მორაგბეების უმეტესობა, რომლებიც ფიჯისთან მატჩის შემადგენლობაში მოხვდნენ, გამოცდილია. შევარჩიეთ ის ბიჭები, რომლებზეც ვფიქრობთ, რომ ფიჯისთან დავალებებს შეასრულებენ.

შემადგენლობის შერჩევას წინ უძღოდა მწვრთნელთა შტაბის გუშინდელი კრება. ენთუზიაზმისა და გამოცდილების შერწყმით კმაყოფილები ვართ. დიდ თამაშებში გამოცდილება ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა გვყავს ახალგაზრდა მორაგბეებიც, რომლებიც მარქაფაში არიან
და ისინი სარგებელს აუცილებლად მოიტანენ", - ამბობს ჰეიგი და მომავალი რკენის მნიშვნელობაზე საუბრობს:

"ამ თამაშის მოგებით 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მივიღებთ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი სენსაცია არ მოხდება. სწორედ ამისთვის ვმუშაობდით უკანასკნელი რამდენიმე წელი".

ახალზელანდიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ფიჯის თამაში კარგად შეისწავლა:

"სიტუაციის გასაანალიზებლად მათ დიდი დრო ჰქონდათ. ფიჯის შემადგენლობაში რამდენიმე გამორჩეული მოთამაშეა. ამ გუნდს მთელი მსოფლიო იცნობს, ყველამ იცის, როგორ თამაშს თამაშობს და მისგან სიურპრიზებს არ ველოდებით.

უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, ფიჯის მესამედ შევხვდებით. ვფიქრობთ, საშინაო დავალება კარგად შევასრულეთ და ვიმედოვნებთ, რომ მოედანზე ყველაფერი კარგად გამოგვივა".

ფიჯისთან "ბორჯღალოსნებს" მისი კაპიტანი მერაბ შარიქაძე გაიყვანს, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ურუგვაის წინააღმდეგ შეცვლაზე 20 წუთიც ითამაშა.

"სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებით ბედნიერი ვარ. ვიმედოვნებ, რომ გუნდს სარგებელს მოვუტან და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარები".

მეტოქის სიძლიერეზე ამახვილებს ყურადღებას დავით კაჭარავა, თუმცა ფიქრობს, რომ მისი თამაში კარგად შეისწავლეს და ეს წარმატების მოპოვებაში უნდა დაეხმაროს:

"ამ მსოფლიო თასზე ფიჯი ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი გუნდია. ჩვენ განვიხილეთ მეტოქის თამაში და ვიცით, მათ წინააღმდეგ როგორ უნდა ვითამაშოთ. ფიჯი დეტალურად შევისწავლეთ და ვიმედოვნებ, შედეგი ჩვენთვის დადებითი იქნება".

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა ოსაკაში 3 ოქტომბერს, საქართველოს დროით 09:15 საათზე დაიწყება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
დარწმუნებული ვარ, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ითამაშებენ. სანერვიულო ფიჯის უფრო აქვს, წაგების შემთხვევაში მაგრად შერცხვება. ამიტომ შეიძლება შეცდომები უფრო მეტად დაუშვას, რაც არაერთხელ მომხდარა. მთავარია როგორც ტონგასთან, ისე ვითამაშოთ- ნაკლები შეცდომა და მეტი ქულა
:))))
22:07 01-10-2019
2
მე ვერ დავიბრალებ რაგბის პროფესიონალობას, მაგრამ თუ მოგება გვინდა, ფიჯის თამაში უნდა ჩავუკეტოთ, აგრესიული ბოჭვები და შერკინებები ჯარიმით, სივრცე მაქს. უნდა შევუზრუდოთ... წარმატებები....
გიორგი48
12:54 02-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული