ფიჯის მორაგბეთა ნაკრებმა საქართველოსთან 2019 წლის მსოფლიო თასის ფარგლებში გასამართი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც ფიჯელთა 2-მა ნომერმა კამპესე მააფუმ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"კარგად ვიცით, რას შემოგვთავაზებს საქართველოს ნაკრები. ისინი ძლიერები არინ ფიზიკურ რაგბიში, შერკინებასა და მოლში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად კარგები ამ კომპონენტებში უნდა ვიყოთ, რათა ჩვენი მკვლელი უკანა ხაზისთვის კარგი პასების მიწოდება შევძლოთ.
ყველამ შესანიშნავად იცის ჩვენ შესახებ, "მფრინავი ფიჯელები" ტყუილად არ შეურქმევიათ. ჩვენ მოედნის ყველა ნაწილში ძალიან ბევრს დავფრინავთ. თუმცა ამ შეხვედრაში ჩვენი მთავარი მიზანი გეგმების განხორციელება და
შერკინებასა და მოლში ძლიერი თამაშია", - განაცხადა 34 წლის მორაგბემ.
ფიჯისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი ხვალ, 3 ოქტომბერს, თბილისის დროით 09:15 საათზე გაიმართება.