ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

ფოტო: worldrugby

3 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ დაფარა, ის ფიჯელებს ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა.

Video

სოსო მათიაშვილის ჯარიმა ფიჯისთან შეხვედრაში

მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში "ბორჯღალოსნებმა" 2 ლელო გაუშვა. ჩვენი ჩათვლის მოედანში ბურთი ლომანიმ და ტუისოვამ დაამიწეს. მართალია, გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის წყალობით 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და სიტუაცია თითქოს დაიძაბა - 10:17.

Video

მამუკა გორგოძის ლელო ფიჯისთან მატჩში

თუმცა ეს ბოლო პოზიტიური მომენტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. 61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა 3 ლელო დაგვიდეს, 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში უკვე თითქმის გამანადგურებელი გახდა - 10:38.

თუმცა, ფიჯელები ამაზე არ გაჩერებულან და მე-7 ლელოც დაგვიდეს. რადრადრამ დუბლი შეასრულა და საერთოდაც, სწორედ ამ კაცის უდიდესი დამსახურება იყო, ამ სხვაობით რომ დაამარცხეს საქართველო. ვოლავოლამ გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა - 45:10.

ფიჯიმ საქართველოს ნაკრებს აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, კუნძულელებმა შერკინებაშიც კი აჯობეს "ბორჯღალოსნებს" და ამის გათვალისწინებით, ამ ანგარიშით მარცხი გასაკვირი სულაც არ ყოფილა.

Video

03.10.19. საქართველო - ფიჯი 10:45

"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასი D ჯგუფის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს. ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. უელსი 2 2 0 0 +33 9

2. ფიჯი 3 2 0 1 +14 7

3. ავსტრალია 2 1 0 1 +14 6

4. საქართველო 3 1 0 2 -38 5

5. ურუგვაი 2 1 0 1 -23 4

ეხლა უკვე იმ მიჯნაზე ვართ, ძლიერი მწვრთნელიც რომ ვერას გახდება.საქმე იმაშია, რომ ჩვენი უკანა ხაზის მოთამაშეთა უმეტესობა საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში არ თამაშობს, ან სულაც დიდი 10- ის მონაწილეა.ეს დონე კი სამწუხაროდ მხოლოდ რაგბი ევროპის დონეს თუ ეყოფა, მაქსიმუმ ჩვენი დონის რამდენიმე გუნდს. თუ მათი სათამაშო დონე არ ამაღლდა, წარმატება გამორიცხულია.ამიტომ საჭიროა ფრენჩაიზი, რომელზეც რაგბის კავშირის ახალმა ხელმძღვანელმა უნდა იმუშაოს

არაფერსაც არ სთავაზობდა. ჩვენებმა შესთავაზეს და 1 თვეში რაგბის კავშირის წლიური ბიუჯეტი მოითხოვა.

ფეხბურთის აზრზე კი არის ასეთი მარგალიტების მსროლელი?

• TanoLife

რამდენი ტკივილი და რამდენი გულისწუხილია გამოხატული კომენტარებში. 163 კომენტარი წავიკითხე, ზოგი თავშეკავებული და სამართლიანი, ზოგიც ემოციური და ჭეშმარიტი სიყვარულით გამსჭვალული. რაღა უნდა დავწერო ამდენის შემდეგ-მეთქი ვიფიქრე, მაგრამ თქვენის ნებით მეც მინდა ერთი-ორი სიტყვით მოგახსენოთ ჩემი მოსაზრება, თუ რა თქმა უნდა ნებას მომცემთ. საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებმა ბევრი ღირშესანიშნავი მატჩები მოიგეს ( არგენტინა, შოტლანდია, ირლანდია, იაპონია, ფიჯი), მოიგეს ზუსტად იმ თანამედროვე რაგბის ხარჯზე, როგორიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს და ასე ძალიან შევნატრით. რაგბში შემთხვევითობები თითქმის არ ხდება და თუ ხდება, ძალზედ იშვიათად. მათ დაამტკიცეს, რომ ტოლ-სწორად შეუძლიათ თამაში ნებისმიერ ნაკრებთან. ზუსტად იმ პარამეტრების და იმ გამართული თამაშის შედეგია, რასაც ჩვენმა ახალგაზრდებმა მიაღწიეს. ძალისმიერი და ზანტი რაგბი უკვე წარსულია, თანამედროვე რაგბის მოთამაშეები ტანისა და კომპლექციის მიხედვით დიდათ არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, სანამ მათ ნომერს არ შეხედავთ მაისურის უკანა მხარეს, ვერც კი გაარჩევ წინა ხაზელია თუ უკანა. დაძარღვული "ხვლიკებივით" დაძვრებიან ყველგან და "ძვრებიან" შეუსვლელ ხვრელებში. მათ არ ჭირდებათ ( და თავსაც არ იკლავენ) ფიზიკური და ძალისმიერი თამაშის ხარჯზე ხაზის გაჭრა. ყველაფერი სისწრაფეზე და სწორ ტაქტიკაზეა აგებული. განა სპილო შეძლებს მანგუსტის დაჭერას? ვერა რა თქმა უნდა. პირველი და მეორე დონის გუნდები, თითქმის ყველა თამაშობს ხელდახელ რაგბს ( ვის როგორ გამოდის ვიცით), სადაც პრიორიტეტი ენიჭება სისწრაფეს. გამომდინარე აქედან, ეს ფორმაციის ნაკრები ( ბორჯღალოსნები), ვერ აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს და პარამეტრებს. რეგრესი? არა ძმებო, ჩვენ ვთამაშობთ ისევ იმ რაგბს, რასაც ვთამაშობდით ადრე, უბრალოდ სხვები განვითარდნენ, რაგბი შეიცვალა და უფრო სხვა დონეზე გადავიდა. იმ მოლსაც,რომ ვაგებთ და შერკინებასაც ეგეც ძველი მოდის ბრალია. სხვა გუნდები მაგასაც ანვითარებენ და მაგიტომაცაა დომინანტები, რომ აღარ ვართ. ჩაბარდა წარსულს, როცა მიწოლით იგებდნენ პირველი დონის გუნდები. ამიტომაც იყო, რომ უჭირდათ ჩვენთან თამაში. ჯანი და ღონე ქართველებს სულ ქონდათ და სულ ექნებათ, ეს გენეტიკურია, რომელიც ღმერთმა გვიბოძა. რა? ჩვენმა 20 წლამდელებმა შერკინებაში არ დაჯაბნეს ყველა თუ რა? რა პრობლემაა იყო ძლერი და ამასთან ერთად სწრაფიც? არანაირი. ჩვენ ჰო, ჩვენი თვალებით ვნახეთ ეს ყველაფერი. რამდენი თაობები გამოვიცვალეთ გულშემატკივრებმა? 30 წელია ვუყურებ რაგბის და ვხედავ როგორ გეომეტრიული პროგრესიასავით ვითარდება. ამას თუ არ ავყევით, ძალიან სავალალო შედეგებამდე მივალთ. მახსოვს როგორ უგებდა რუმინეთი საფრანგეთს და რა დაემართა რუმინეთს ყველამ კარგად ვიცით. ასე, რომ დიდი მადლობა ჩვენ ბებერ ლომებს, გავაცილოთ ვაჯკაცურად და გზა მივცეთ ახალგაზრდა ლომებს. რომლებიც, აუცილებლად დაამტკიცებენ, რომ გარდა ჯანისა და ღონისა არის კიდევ სისწრაფე და სპორტისადმი პროფესიონალური მიდგომა. დადგება ის დღე, როდესაც, სიმწრისგან კი არ მოგვადგება "ბურთი" ყელში, არამედ სიამაყისგან აგვევსება, ვაჯკაცებს თვალები ცრემლით.

• მიროსან

სექცია შეგეშალა ბრატ

• ინკვიზიტორი

ძალიან ჩქარა რომ ირბინონ, წვერები გასცვივდებათ

• zviads

რატომ არ ქვეყნდება კომენტარები?

• Buxrika

აი ჩაჯმული ბავშვი ხო გინდახავთ რო ვერ დარბიან აი ეგრე დაძუნძულებდნენ ჩვენებიი.გოგორგოძეს გადაწყვეტილებას ვუწუნებ არ უნდა დაბრუნებულიყო ამ ბარდაგში.ისე გამოვიდა რო ცუდად წავიდა არადა კარგად იყო წასული.

• the rugby

მეტი ტესტ მატჩია საჭირო ათეულის ნაკრებებთან, რომ რეალური პრობლემები გამოჩნდეს და გაანალიზდეს, რუსეთი და პორტუგალია არ უნდა იყოს შესაძლებლობების საზომი, მაგათ უშანსოდ ვუგებთ, შემდეგ გვგონია, რომ უძლეველები ვართ და ესეთ გუნდებს თუნდაც როგორიც ფიჯია ვეჯახებით, როგორც კედელს. პოტენციალი არის უბრალოდ სწორი მენეჯმენტია საჭირო.

• გიორგი

საქმე იმაშია, რომ გადაჭარბებულად შევაფასეთ ჩვენი ნაკრების შესაძლებლობები - რადგან ევროპის tier2-ში დომინირებდნენ, ამბიცია გაგვიჩნდა რომ შეგვიძლია tier1 გუნდებს ტოლსწორად ვეთამაშოთ. თუმცა ბოლო პერიოდის თამაშებს თუ ავიღებთ, რაიმე სენსაციური შედეგი არც ერთთან არ დაგვიდია, იმით დავიმშვიდეთ თავი რომ რამდენჯერმე კარგად ვეთამაშეთ, თუმცა დავმარცხდით. ამავე დროს tier2-ში არიან ისეთი გუნდებიც, რომლებთანაც ბოლო პერიოდში საკმაოდ წარუმატებელი შედეგი გვაქვს - იაპონია და ფიჯი. იაპონიამ თავისი წილი სენსაციები მოახდინა, რითიც ჩვენ ვერ დავიკვეხნით. მოკლედ ნაკრებმა ვერ დადო ჩვენი მოლოდინის (კიდევ ვამბობ გადაჭარბებული) შესაბამისი შედეგი - წააგო ევროპულ გრანდებთან და წავაგეთ იტალიასთან, რომელსაც ვეჭიმებოდით და ლამის ექვის ერიდან ამოგდებას ვუპირებდით. მეტი მუშაობაა საჭირო ნაკრების განვითარებისთვის, მაგრამ არც ისეა საქმე რომ ყურები ჩამოვყაროთ და ნაცარი დავიყაროთ თავზე. ფაქტია საქართველოს ნაკრები არ ითვლება ხელწამოსაკრავ გუნდათ, თუმცა არც შიშის ზარს არ სცემს გრანდებს. გეთანხმებით, რომ სხვა თამაში გვინდა ნაკრებისგან, მაგრამ მარტო სურვილი არ კმარა. კი ბატონო, უელსი-ავსტრალიის თამაშს რომ ვუყურე და საქართველოს ნაკრებს რომ ვუყურებ, ასე მგონია სხვადასხვა სპორტის სახეობაა, ერთში დარბიან და ლელოს დებენ და მეორეში ტრაქტორივით შეაქვს მთელ გუნდს ბურთი დასალელოვებლად. მადლობა ბიჭებს, მადლობა მელიტანოს და გავაგრძელოთ ყველამ ერთად მუშაობა, გვერდში დგომა, ჯანსაღი კრიტიკაც უფრო მაღალი შედეგებისთვის. თავზე ნაცარ-ტურტლის დასაყრელად ნამდვილად არ გვაქვს საქმე!

• გაუცინარებული 3/4

ოთხი წლის წინათ, კლაივ ვუდვორიდი თავაზობდა რაგბის კავშირს, თქვენი ნაკრების მწვრთნელად წამიყვანეთო. ნეტა, ახლა თუ უნდა ვინმეს, მაგნაირს?

• Stfu Bl

ნატურალიზება და მრავალფეროვნება არა კვახი, ფეხბურთEლები უნდა მოიყვანო რაგბში რომ ცოტა ტექნიკა ტაქტიკა ამოქაჩონ და პირიქით კიდე რაგბიმაც უნდა გადაუსხას იმათ სისხლი რომ ბრძოლა შემართება და ვაჟკაცობა ასწავლონ. ასე მოვრიგდებით, აი სულ ეს არის ეს

• თენგო

რაც რაგბიში გაკეთდა რა რაგბისთვის, არცერთ სპორტში არ გაკეთებულა. ჰეიგმაც არ ჩაატარა ცოტა სამუშაო. თაობათა ცვლაც დაემთხვა ამ ყველაფერს. თუ რაგბის გაგებაში ხარ, მართლა უნდა იცოდე რო ფიჯი, სამოა და ტონგა ამარაგებს მორაგბეებით ყველა დიდ ნაკრებს, ჩვენ კი ჩვენ თავთან შედარებით მაქსიმუმს ვაკეთებთ. რაც რაგბისთვის მოედნები გაკეთდა, რამხელა ფულიც ჩაიდო და რა დონის პოპულარიზაცია მოხდა საქართველოში, ასეთი პროგრესი არსად ყოფილა, უბრალოდ არსებობს რაღაც ჭერი, რომლის იქეთაც რაგბიში ვერ წახვალ, არაა ეს რაგბი ჩვენი თამაში და ძალად არ იქნება. ამის იქეთ ვერ წავალთ, გუნდებია ჩვენზე ათწლეულებით ადრე თამაშობენ, ვითარდებიან თითქოს და ჩვენზე წინაც კი არ არიან. ამ თამაშს სულ 10-15 ქვეყანაში თამაშობენ, ასე იყო და ასე დარჩება, რადგან რაგბის მსოფლიო ფედერაცია არ ცდილობს ჩაკეტილი კარებები გახსნას, ჩვენ კი არ უნდა ვიხვერწებოდეთ 6 ერში შესვლას, უნდა გააღონ 6 ერის კარები და მინიმუმ 2 გუნდი დაამატონ და თან უნდა ვარდებოდეს ბოლო გუნდი და ეს მიცემს საშუალებას ჩვენნაირ გუნდებს განვითარდეს. სხვა ვარიანტში 4 წელიწადში ერთხელ მაღალ დონეზე თამაშით არაფერი გამოვა. ეს რუსეთი გვყავს დაჭერილი და ვუგებთ, მაგით რა უნდა განვითარდეს? ნუ გვაქ ზემდმეტი მოლოდინები, რაღაც დონეზე რომ გავიდეთ ამისთვის მაღალ დონეზეა საჭირო ხშირი თამაში. ახლა კი არაა რაგბი ჩვენი თამაში, ვისიცაა ისინი იგებენ და ეგ არის.

• daTo

მართალია, სოსო ! ამას ამბობდა ჰეიგიც 8 წლის განმავლობაში, მაგრამ შედეგი?! ჩვენი გუნდი ისევ ვერ თამაშობს თანამედროვე სწრაფ გუნდებთან, ცდილობს ჩაკეტოს თამაში და შერკინების ხარჯზე გავიდეს ფონს! რაგბი მარტო ჭიდაობა არაა! ვიღებთ არამიმზიდველ თამაშს! ურუგვაიც კი ცდილობდა გაშლილი და სწრაფი რაგბის თამაშს. მე, მგონია, რომ, ისეთ ადგილას ვაკაკუნებთ, სადაც კარები არ არის!

• ???-ს

ნუ დაიჩემეთ ეს ვასკას "განოლება" ეგრევე იწვებით ჩასაფრებული ვაი მცოდნეები.

ლობჟანიძე შენი ბიძაშვილია? საუკეთესო კი არა იმის მაგალითია როგორი არ უნდა იყოს 9 ნომერი.

• ასეა ეს

აფრასიძე რომ დაეყენებინა თავიდან, პირველივე ტაიმში გავნადგურდებოდით.რო გამოვიდა სწორედ მაგის შემდეგ გავნადგურდით.ვერცერთი ბოჭვა ვერ გააკეთა და უაზრო ჯარიმა აიკიდა.პირიქით ვასკა დღეს საუკეთესო იყო.

• ვოვა

სწრაფი გამოსავალი ამ ჭაობიდან გაქართველებული ლეგიონერები იქნებიან ირლანდიასაც ყავს ესეთები ინგლისსაც საფრანგეთსაც იაპონიასაც,,,, ცხოვრება რუგბში ძალიან დიდი ტემპით ვითარდება,,, კიდევ აუცილებლად დიდი პროფესიონალი მწვრთნელი მენტალიტეტით ან ქართველი ან ირლანდიელი სასურველია "ბოროტი" და დიქტატორი გასახდელში!

• გია

სისწრაფე, ფანტაზია, კომბინაცია - ნული. უკვე მიკვირს ევროპაში როგორ ათამაშებენ ამათ. ძალიან მტკივა გული მაგრამ რაღაც ბარდაკია გუნდში, არავითარი დისციპლინა. ტალახაძე უფრო სწრაფად ითამაშბდა, ძალიან ზანტად მოძრაობდნენ, რაიმე კომბინაცია თუ აქვთ დამუშავებული არა მგონია, ყველაფერს მწვრთნელს ნუ დააბრალებთ, თუ არ გაინძრევი წააგებ, ჩვენს ფეხბურთელებს ემსგავსებიან სამწუხაროდ

• Patrioti

ერთმნიშვნელოვანია, რომ მენეჯმენრი არ ვარგა, ოდნავი წინ გადადგმული ნაბიჯიც არ ჩანს რაგბში. პრინციპში ყველაფერში ეგრეა, თუმცა რაგბში აშკარა პროგრესი გვქონდა და და კიდევ ცოტა გვინდოდა რომ რეალურად დაფიქრებულიყვნენ ჩვენი ინტეგრაციით 6 ერში რაიმე ფორმით. ყოველშემთხვევაში სერიოზულად დაგვიწყეს ყურება და ანგარიშგასაწევ ძალად გვთვლიდნენ. ახლა რა კომენტარებს აკეთებენ გადახედეთ და მიხვდებით სად ვართ. გადასაყენებელია მთელი მენეჯმენტი, არაფრის გამკეთებლები ხართ

• ირაკლი

პირველ რიგში დისციპლინაა ნულის ტოლი გუნდში, მერე პლასტიკა უზომოდ აკლიათ და ფანტაზია. ვერც ერთი დამუშავებული კომბინაცია ვერ ვნახეთ საერთოდ ვერც ერთ თამაშზე....

• ასეა ეს

ელასტიურები გვჭირდება და ცეკვები და სხლა ამდაგვარები სჭირდებათ სპორცმენებს. აიაქსის ვარჯიში მაქვს ნანახი ცეკვას დიდ დროს უთმობენ. ქინქლაძე იმიტომ იყო მაგარი, რომ ბავშვობაში ცეკვავდა..........

• 123

6 ერშიც მიგიღებენ და ნატოშიც D.D.D.

• SL

გეტყობა რა ნამდვილი პროფესიონალი რომ ხარ ))

• 555

ბარემ ვაისასაც მოუხადეთ მადლობა D.D.D

და ამ კომენტარის მერე შენ ხარ რაგბის გაგებაში? ბიჭებს არ ლანძღავს არავინ - მოთამაშეები თამაშობენ, მწვრთნელი და ხელმძღვანელობა კი მათი თამაშის პლიუსების შეკოწიწებას და მინუსების დაფარვას ცდილობს. და კიდევ შემადგენლობას არჩევს. და ამათ (ჰეიგი და ფედერაცია) მხოლოდ ილაპარაკეს ბოლო 4 წელი და ამას დიდი ხანია ამჩნევდა ყველა ვისაც რაგბი მართლა ესმის. ჰეიგმა გააკეთა თავისი - უნდა წასულიყო და სხვა სისხლი იყო საჭირო. ასეა ყველა სპორტში და რაგბიშიც, ჩვენ კი ...

• xx

ხო იცი კარგ მოცეკვავეს რა უშლის ხელს? სწორედ მაგას ამბობ შენ

• nika

დიდი მადლობა მთელ გუნდს სამწვრთნელო შტაბთან ერთად აგრეთვე ფედერაციის ხელმძღვანელობას.გმადლობთ ბატონებო რამეთუ დაგვაბრუნეთ ჩვენს ბავშვობაში როცა საქართველოში რაგბი პირველად შემოვიდა და ამათმა გაგვახსენეს როგორ იწყებოდა რაგბის განვითარება ჩვენს ქვეყანაში.

• გია

ეხლა ფეხბურთია ჩვენი თამაში?

• კიდევ ერთი

რაგბი რომ განვითარდეს აგერ ერთ რამეს გთავაზობთ: აიყვანეთ ტექნიკური ფეხბურთელი ტიპები და რაგბის თამაში დააწყებინეთ. ჭიდაობიდან და 2უჯრედიანი სპორტებიდან ნურავის ნუ იღებთ რაგბში! უნდა მოვიდნენ ფეხბურთიდან და სხვა ტაქტიკური-ტექნიკური სპორტებიდან აი ესაა რაგბი.

• ႧႤႬႢႨႦႨ

მართალია... აფრასიძე-აბჟანდაძე, გიორგაძე, გოგიჩაშვილი... ჟვანია... ფრთაზე მათიაშვილი და 15ზე კვირიკაშვილი და მოსაგები იყო...

• me

სულ ეს არის დღემანდელი ქართული რაგბი,ბაქი ბუქი,ექვსი ერი,რეგბი ჩვენი თამაშია,მსოფლიოში უძლიერესი შერკინება და რა თქმა უნდა ბიძინას ქება დიდება ქართული რაგბის განვითარების გამო.ხოდა კრიტიკა არ გაბედოთ,ეწყინება.

• tngh

ეს დამარცხება გაკვეთილია, და მომავალი გამარჯვებების საწინდარია...

• SL

თუ ეს ირონიაა, გეთანხმები...

• ჰეიგი კი მიდის და მოვა ახალი მწვრთნელი, ჩვეულებრივი ამბავია, ყველა გუნდში ასეა, განახლება და ახალი იდეები, მიდგომები საჭიროა! მაგრამ ნაკრების მწვრთნელმა რა უნდა ქნას, შეკრებაზე როგორ შეუცლოს თამაშის სტილი და ფილოსოფია მოთამაშეს, რასაც მთელი წელი აკეთებს, როგორი ტექნიკაც აქვს, იმასთან მიახლოებულს, ცოტა უკეთ ან უარესად, ითამაშებს ნაკრებშიც. არ არის ასე? სხვა ამბავია სელექცია, თუ შეეძლო წაეყვანა უკეთესი მორაგბეები, შეეკრა უკეთესი გუნდი და სხვადასხვა მიზეზის გამო არ და ვერ გააკეთა მაშინ მევრთნელის პასუხისმგებლობაა ცხადია..

• მიროსან

ნუ არ ვიცი რა ვთქვა საშინლად იმედგაცრუებული ვარ.... მესმის რო 4 დღე აღდგენისთვის ძალიან ცოტააა, მარა იმას რა ვუყოთ რო 12 მოთამაშე ისვენებდა დღევანდელი თამაშის???? მე მგონია რო ურუგვაისთან დაყენებული სასტავით რო დაეწყოთ თამაში ასეთი შედეგი არ იქნებოდა... მომკალით და ასე მგონია... რაც შეეხება კონკრეტულად თამაშს.... შემადგენლობაზე ჩანდა რო თამაშის დაკეტვას და ტრადიციული მიძალებით დროის გაყვანას და უპირატესობის მოპოვებაზე იყო აქცენტი, მარა იმაზე არ დაფიქრებულან რო იძახოდენ ფიჯი გაშფრული გვყავსო, ფიჯელებიც არ ისხდენ კვერცხების საფხანად და ისინიც გაგვიშიფრავდენ თამაშს????? ხო აჩვენა ურუგვაისთან თამაშმა რო აფრასიძე გაცილებით პროდუქტიული და კრეატიულია ვიდრე ლობჟანიძე??? სამწუხაროდ ვასკამ პროგრესი დაკარგა, ასე ჩანს ამ ეტაპზე ყოველი შემთხვევისთვის. აშკარად ტორმუზია მისი თამაში, საწყენია მარა ასეა. მათიაშვილს რო არტყმევინებ ჯარიმას, წინა თამაშშიც გაფუჭ, იმის წინაშიც.... დააარტყმევინე რა აბჟანდაძეს... შესანიშნავად ურტყამს ეს ბიჭი... და ვაბშემც მათიაშვილი 15 ნომერზე მოთამაშე არააა მე თუ მკითხავთ, უფრო 14-ია. სადააა 125% ფიზიკური მომზადება???? ფედერაციაააააა, თქვენთან ირბინა ვოლავოლამ ამოგდებული ინსტრუმენტით!!!! შერკინებაშიც კი მოგვიგეს.... მოკლედ მიზეზები ბევრია მაგრამ, მოთხოვნა ერთადერთი უნდა იყოს სიტუაციის რეალურად მაყურებლისგან -- ფედერაცია დროზე დააახვიეეეეთთთთ. სვანაძე ეს გასიებული ბოღმის ბოჭკა დააახვიეეეეეე. დროზე დააბრუნეთ ნიჟარაძე. დროზეეეეე. თორე რუმინეთი მონაგონი იქნება ისეთ დღეში ჩავვარდებით!!!! პ.ს. ბიჭებს ნუ ლანძღავთ აქ ზოგიერთები ბლინ!!! ჯანსაღი კრიტიკა და ლანძღვის გარჩევა ისწავლეთ ბიჯოოოოოოოო

• Buxrika

არაუშავს ბიჭებო ფეხბურთელები გაგვახარებენ ირლანდიასთან.და საერთოდ ფეხბურთი ფეხბურთიი ფეხბურთიი

• ბექა

ფეხბურთში ხოარ გეშლებათ :))) ფეხბურთელები აგებენ ყველასათან და ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები სანატრელი გვაქვს ასე რომ მეტი დაფინანსება რაგბს.

• იკა

რაგბი მხოლოდ გადართობად, პორტუგალიას და გერმანიას უგებენ,რა ბაზები მიიყვისეს რაგბმა,მაგრამ უკვე ყველა ფეხბურთს გადაეცემა,მობლუყუნე ტიპები ვინც წერდა ფეხბურთი არ გამაგონოთო უბრალოდ პატარა წრუწუნები არიან ეკრანს უკან დამალულები

• პაატა

პრობლემა მარტო ეს თამაში არ ყოფილა და ეს უმძიმესი ჩავარდნა მხოლოდ ჰეიგის ბრალი არ არის. იმის მაგივრად რომ გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენი რაგბი განვითარებულიყო და წინ წავსულიყავით, პირიქით მოხდა...ფედერაციამ ვერცერთი ნაბიჯით წინ ვერ წაწია საქმე (ვერც ჩემპიონატი, ვერც ფრანჩაიზის საქმე... აწი ან განხორციელდება ეს პროექტი ან არა!). სვანიძის უვიცობამ, მავნებლურმა იდეებმა და რუსებთან ღლაბუცმა თავისი მძიმე შედეგი გამოიღო...ძალიან რთული იქნება ამ ჩავარდნის ამოქაჩვა, მით უმეტეს თუ ფედერაციაში ისევ სვანიძის მაგვარი რუსეთზე ორიენტირებული ადამიანი მოვა.

• თენგო

ვინც ახლა ჩვენს ბიჭებს აკრიტიკებს ის ხალხია ვინც "რაგბი ჩვენი თამაშია" და მსგავს სისულეებს იძახის, მოლოდინები რო გაქვთ არარეალური იმის ბრალია და რაგბის გაგებაში რო არა ხართ იმისაც. რაგბი ლოგიკური თამაშია და მას ყველაზე კარგად ეს ხალხი თამაშობს, ყველა დიდ გუნდში კუნძულელები ყავთ, იქამდე ევროპულ გრანდებში. რა განვითარებაზე მელაპარაკებით? რა იაპონიაზე მეტი რესურსი გვაქვს? ვერ განვითარდნენ და ამიტომაც მონახეს გზა, კუნძულელებს მიცეს მოქალაქეობა და გააკეთეს კონკურენტუნარიანი ნაკრები. არ არი ეს რაგბი ჩვენი თამაში, მაგათი თამაშია და თამაშობენ კიდეც. ჩვენ რაც შეგვეფერება ჩვენი ნაკრები ყველაფერს აკეთებს, ფედერაციაც და ყველაზე მეტადაც ვითარდება რაგბი რაც შეიძლება. მადლობა მათ ამისთვის და ყოველთვის მადლობელი ვიქნები.

• joi zaza

ეგ არაფერია, ხდება! მომავალი წარმატებები მომელოცოს ყველასთვის და ბიჭებისთვის პირველ რიგში!!!

• ბექა

15 კაციდან 11 დასვენებული იყო მეგობარო.

• mirosan

შენ სექცია აგერია გონია ჯიგარ... წადი ფეხბურთზე პოსტე, ოკ????

• Status quo

ისევ ჩავისვარეთ. სხვა მწვრთნელი და მიდგომა გვჭირდება. მორჩა თამადა მორაგბეების დრო.

• ვოვა

აია-ს ამ გუნდთან შედარება კრიმინალია!!! თავზე ბუზს არ იფრენდა და იმ პერიოდის ეუროპის ტოპ გუნდებს თავისუფლად გადათელავდა საშუალება რომ მიცემოდათ.... საქართველოზე შემდეგი ტაიფუნი ავსტრალიიდან მოდის?!!

• უფრო დიდი გუნდებიც განადგურებულან

თანაბარ პირობებში არ ვიყავით.მათ 8 დღე ქონდათ წინა თამაშიდან.ჩვე 4 დღე ,რაც ცალიან ცოტაა რაგბიში დასვენებისთვის,ამიტომაც მეორე ნახევარში არაქათი გამოელიათ.ნუ გადაუსვამთ ხაზს რაც გაგვიკეთებია.

• სპორტ ფაზა

თამაშის გარჩევას უკვე დიდი აზრი აღარ აქვს სამწუხარიდ... ავსტრალიასთან დასაკარგი აღარაფერი გვაქვს და თუ რამეს წარმოვადგენთ იქ უნდა ვაჩვენოთ და ამით დამთავრდება.... შეცდომებს რაც შეეხება უამრავი იყო, საიდანაც უმთავრესი შეცდომა დაუშვა ჩბენმა მწვრთნელმა დაწყებული არასწორი შემადგენლობის დაყენებით და გაგრძელებული არადროული შეცვლებით.... მორჩა წავა ჰეიგი ...მადლობას ვეტყვით მას გაწეული სამსახურისთვის. . და მოგვყავს მწვრთნელი რიმელიც არავითარ შემთხვევაში არ ათამაშებს ერთიდაიგივე ამოჩემებულ მოთამაშეებს მაშინაც კი როცა ფორმაში არ იქნებიან.... ეს იყო ჰეიგის მოკლედ რო ვთქვათ ერთადერთი მინუსი რა... მომავალი თაობა გვყავს ახალ სარაგბო ხედვებზე გაზრდილი და გვინდა ამ ახალი ხედვების გამტარებელი მაღალი დონის მწვრთნელი.... იმედი მაქ გია ნიჟარაძე კვლავ ჩაუდგება ჩვენ ფედერაციას სათავეში და აღდგება მის მიერ დანერგილი პროგრესული ხედვები თორემ.... მოკლედ ყველას გვქონდა გულში შიში ასეთი შედეგისა მიუხედავად ურუგვაისთან ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისა--- რომელიც ასევე ჰეიგის დამსახურება იყო, მაგრამ დღევანდელი შედეგიც მისი ბრალია შემადგენლობიდან გამომდინარე და მორჩა... მადლობა მას და წარმატებები ჩვენ ნაკრებს მომავალში!!!

• ჯიჯი

სასწარაფოდ ჩამოერთვას რაგბს ყველა ფეხბურთის სტადიონები,საღამოობით გაერთონ უბანში თუ უნდათ რაგბით,მაინც ყველასთან აგებენ,აქ ერთი კლავიატურის თაგვი წერდა რა ფეხბურთიო მაგრამ არ დაწერა ვინ იყო

• თაზო

ძალიან გულდასაწყვეტია ეს წაგება, მაგრამ ამ ბოლო ოთხი წლის მანძილზე ვერ განვითარდით ამის არ ან ვერდანახვისთვის პასუხისმგებლობა ხომ უნდა დაეკისროს ვინმეს. პსაუხისმგებლობის აღება არა სიტყვებით არამედ საქციელით უნდა მოახერხოს სარაგბო თემმა, თორემ კიდევ უკუსვლა გარდაუვალი იქნება.

• სოსო

ბუხრიკ,რომ გამოცვალო,უნდა გყავდეს.ვინ გყავს ამ 80 პროცენტზე უკეთესი?სულ სამი -ოთხი კაცი შეიძლება ვთქვათ,რომ ეს,იმას აჯობებდა და ეგეც სადავო იქნებოდა.

• ბექა

კიდე ერთი მინდა დავწერო იმ ხალხის საყურადრებოდ ვინც ჩ ვენ სამართლიან აღშფოთებას სირცხვილად გვითვლის.ზუსტადაც უნდა ავღვშფოთდეთ ქომაგები,ჟურნალისტებმა უნდა წერონ მწვავე სტატიები,უნდა ვაკრიტიკოთ ის ვინც ღირსია და დღის სინათლეზე გამოვიტანოთ ჩვენი სისუსტეები.თუ კიდე საბჭოთა ნარატივით გავაგრძელებთ პრობლემების დამალვას და რაღაც საჩვენებელი მატჩებით თამასის აწევას ჩავეშვებით ჭაობში საიდანა ამოსვლა ძალიან გაგვიჭირდება.აქ არ მეგულება ადამიანი ვისაც საქართველოს ნაკრების წაგება უხარია,ყველა გამოხატავს თავისებირად,ზოგი ნიშნის მოგებით,ზოგი კიდე სინანულით და სიყვარულით.ჩვენ ყველას ერთი რამ გვაერტიანებს ჩვენი სამშობლო და სპორტის სიყვარული,ასე რომ ყველამ ხმამაღლა ვთქვათ რა ნაკლი დავინახეთ და რა ხდება საერთოდ.რაღაც რო ხდება ფაქტია.

• Buxrika

ანუ დასკვნა რომელმა გუნდმაც სისწრაფეში გვაჯობა ყველა დიდი ანგარიშით პრაქტიკულად რო იტყვიან ცალი ხელით მოგვიგოო.ამხელა სხვაობა თუ იყო და ასე უკან თუ ვიყავით არ მეგონა.აქ რომელიღაცა ჭკვიანმა დაწერა ავსტრალიას რო მოვუგით გასვლის შანს გვაქვსოო?უკომენტაროოდ

• huseina

4 წელი ტაქტიკაზე და სისწრაფეზე გემუშავათ ამ შედეგს არ მივიღებდით მარტო ის არაა რუსეთს მოუგეთ რა მაგრები ვართ სერიოზულ მეტოქეებთან უშანსოდ ვაგებთ რაგბში ტექნიკა და სისწრაფე იგებს რაც ჩვენ გუნდს არც ერთი კომპონენტი არ აქვს

• ალეკსანდრე

წინა ჩემპიონატის დასრულებისთანავე. მწვრთნელები შესაცვლელი იყო

• dron

რაგბისტებისთვის "დიდი მადლობის" მოხდა ტრადიციასავით გახდა, ყოველი მოგება-წაგება თუ რავიცი კიდე რისთვის მადლობები იწერება.

• გლახუნა

სოსო - მიხვდი ?! - სწორად ამიტომ ურტყამენ უკვე რაგბს -აბა კარგად დააკვირდი ,, რაგბი ჩვენი თამაშ,,-ზე გამართეს ქ ი ლ ი კ ი, ანუ სუსტი ეკონომიკის მქონე საქართველო რომ მაინც მე-12 ადგილზე რომ არის მთელ მსოფლიოშიო (?!), კარგი გააკრიტიკი, მწვავედაც, მაგრამ იერიში აიღო ,, რატომ ამბობთ - რაგბი ჩვენი თამაშია,,-ო- ეს ხომ ალოგიკური და არა -ადეკვატური დამოკიდებულებაა, ან ხომ ხედავ - აუხსნელი ზიზღიც და ბოღმაც რომ არსებობს და რატომ ?! ეს რა საჭიროა ?! - ესენი კრემლის ტროლები არიან, ქართული სახელებით,ქართული ენის მცოდნენი, გვარებგადმნოკეთებულები , შეიძლება ვლადიკავკასიდან- ყველა რუსეთის ტ უ რ ე ბ ი კავკასიაში, შური და ბოღმა ყელში აქვთ ამოსული, როგორ თუ მით მთელ მსოფლიოში სახელი და გავლენა გაგაჩნიათო ?! - სწორად მაგ რაგბის ვაჟკაცური ბუნების ა რ არსებობისათვის ტროლობენ - დემაგოგობენ, ქართული რაგბის დისკრედიტირებისათვის. რუსეთს მუდამ სუსუტი, უსუსური,ღატაკი, უპერსპექტივო, ნარკოტიკებზე დასმული , კრიმინალური იდეოლოგიით დეზორიენტირებული- დეგრადირებული -ქართული სახელმწიფო და ქართველი ახალგაზრდობა ჭირდება - ა რ ა ვაჟკაცური, მებრძოლი, მუდამ შემართული თავისუფლება- პასუხისმგებლობა- სამართლიანობისათვის, მით ერის ღირსების დამცველი, სწავლა - შრომაზე ორიენტირებული ... მხოლოდ მით შეინარჩუნებს ,,რუსულ სამყაროს,, საქართველოში, კავკასიაში ( დააკვირდი- სწორად ამიტომ ჩრდილო კასვკასიაში მიზანმიმართულად- წარმატებით ბ ლ ო კ ა ვ ს რაგბის განვითარებას !) ... ეს ხალხი-ეს ტროლები ა რ არის რთული დასადგენი (!), ისინი პოლიტიკური ვითარების -საზოგადოებისადმი დეზინფორმაცია- დემაგოგია - ტროლობით არიან დაკავებული მიზანმიმართული სიძულვილის პროპაგანდით, მით შიდა დაპირისპირების გამძაფრებისათვის , მით ერის დაუსუსურება - დ ე ზ ო რ გ ა ნ ი ზ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს და მხოლოდ ამიტომ არის საქართველო არსებულ უპერსპექტივოი დღეში, მტერი და მოყვარე რომ ვერ გაურჩევია დღეს და ... დაბნეული, მით ღატაკი შეიქმნა. თუმცა ადამიანს გონება და აზროვნების უნარი გააჩნია - დასკვნებს აკეთებს და გაცილებით ეფექტური შეიქმნება!

• Maximus

გამახსენდა ქართული რაგბის ფლაგმანი ქუთაისის აია(ყოფილი სახლმშენებელი)ისინიც ასე თამაშობდენ თავდადებით ვაჟკაცურად, მაგრამ ეს იყო 30-35 წლის უკან მას შემდეგ რაგბი ვითარდება ისეთი ტემპით რომ ცხადია ჩვენ ვერ ვეწევით... არ შეიძლებოდა ერთი კლუბი შეგვექმნა თუ გინდ ფრანშიზა და გვეთამაშა ევროპაში ან თუ გინდ სადმე სხვაგან და ის ხალხი რომლებიც ვერ ხვდებიან საფრანგეთში ან კიდევ სხვა ჩემპიონატებში პრაქტიკას მიიღებენ მაინც, თორემ ზოგიერთი ნაკრების მორაგბე საქართველოს ჩემპიონატშია ჩარჩენილი... ვიცით რომ ამისათვის ფულია საჭირო, მერე სადაა ჩვენი ბიზნესმენები?მაგრამ მათ ხომ ფულს ვერ გამოატანინებ, მარტო პარლამენტი და მერე საკუთარი ბიზნესის დაცვა და ბიუჯეტის ჭამა იციან. დააბრუნეთ ნიჯარაძე ნამდვილი პროფესიონალი კაცი(პირადად არ ვიცნობ სამწუხაროდ) და მონახედ ნორმალური მწვრთნელი თუ არა და ცოტა ხანში დავალთ რუმინეთის და რუსეთის დონემდე საიდანაც უფსკრული ნათლად ჩანს...

• ჩვენ ვჭიდაობ, სხვები დარბიან

ღიპიანი მორაგბეების დრო წავიდა. ისევ ჭიდაობის ილეთით ვდებთ ლელოებს, არადა თანამედროვე რაგბიში სისწრაფე და ხელდახელ კომბინაციით დადებული ლელოები მომრავლდა. როცა რაგბი პირველყოფილ სპორტი იყო ვიგებდით, როცა განვითარება დაიწყო ჩამოვრჩით. სადაც პროგრესია იქ ქართველებს უჭირთ. იმედია ჭიდაობა არასდროს არ განვითარდება. რაც დავწერე ამ ტექსტში რაგბის მაგივრად რომ ჩავსვათ ფეხბურთი, ჩოგბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, ფორმულა 1, ყველა შემთხვევაში სწორი ტექსტი გამომივა. საქართველოში ბოლო 4 წელია კალათბურთი სპორტის გუნდურ სათამაშო სახეობებში N1-ია.

• aleksandre

ხო უხადე მადლობები, 8 წელი უამრავი ფული წაიღო საქართველოდან და შერკინებაში აუტსაიდერად გვაქცია, თან ამდენი ქება თავში აუვარდა.

• ნიკო

რა თქმა უნდა წაგებას ამას არ ვაბრალებ, მაგრამ ფიჯის წინ პასების არდანახვა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, "მარტო მე შევნიშნე"?

• dhlvfkb

ისე ეს როუტნი სუფთა ჯიბგირს არ გავს??))))

ფიჯელებმა კარგად იცოდნენ თუ როგორ უნდა ეთამაშათ ჩვენს წინააღმდეგ.ძალიან გამიკვირდა,როდესაც ჩვენი 22 გარეთ დავჯარიმდით,ფიჯელებმა კი მოულოდნელად შერკინება მოითხოვეს,ხაზზე სწრაფად რომ გაეტანათ ბურთი,იცოდნენ რა ჩვენი სუსტი წერტილი,და იქედან დაედოთ ლელო. რაც შესანიშნავად შეასრულეს.ყველაზე მეტად გამიკვირდა ჩვენი შერკინების წაგება.

• Megreli

არა ძმაო, არ ვღდაობ

• ზვიადი

გული არ დაიწყვიტოთ ქართველებო! რაც მთავარია რუსებს ხომ ვუგებთ! ლომები ვართ ნამდვილი ლომები!

• Geo_Dinamo

ფიჯი ყველა თამაშს არ წააგებდა მსოფლიოზე იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი გუნდია. ყველამ ვიცოდით რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა ფიჯისთან. გვახსოვდა კონძულზე განცდილი 0-28 ტაიმი და საერთოდ იქიდან უკვე რეგრესი დაგვეწყო. მე მაინც დიდი იმიდებით ვარ მომავალში უკეთესობას ველი. ჩვენ გვქონდა ხანა სადაც უბრალოდ ძალიან ძლიერი ბიჭებით გვაყდა ნაკრები დაკომპლეკტებული. შემდეგ ამ ნაკრების უმეტესობა ბიჭები საფრანგეთში გავიდნენ, სადაც დიდი გამოცდილება შეგვატეს და კლასიც წინამორბედებთან შედარებით აიმაღლეს. ახლა მოდის ახალი ხანა, რომლის ლიდერებიც იქნებიან ეს ბიჭები აბჟანდაძე, აფრასიძე, კარკაძე და ა.შ. ასე რომ ახლო მომავალში მწვრთნელიც სხვა მოვა და დაიწყება სულ სხვა გუნდის შენება. რომელიც სხვა სიმაღლეებზე ავა და ეს იქნება 10-ში დამკვიდრება და ვინ იცის 6-ერშიც გაწევრიანებაც. მადლობა ვუთხრათ ამ ბიჭებს, მიუხედავად ჩვენი მოლოდინის გაწბილებისა, მათ ბოლ 10-12 წელი დიდი შრომა გაწიეს და წინ წავედით. ეს წაბორძიკება მომავლისათვის ცივი წყლის გადასხმა იქნება და გონზე მოსვლა, რომ ახალგაზდა თაობას ფართო გზა მოვცეთ. მათ ხომ უკვე დაამარცხეს 18 და 20 წლიანებში არგენტინაც, საფრანგეთშიც, შოტლანდიაც. ასე რომ დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი!!! მადლობა ბიჭებო და ნახვამდის, წარამტებას გისურვებთ. გაუმარჯოს საქართველოს

• LIVERPOOL

და მოიგო რადრადრამ!

• ლომი

შემადგენლობა რომ დაასახელა მილტონმა აქ დავწერე რომ წააგებდნენ. ხალხო ნუ გიჟდებით ეს რეგრესი კი არა ცუდი შემადგენლობა იყო. რომ ეთამაშა უმეტესად წინა თამაშის შემადგენლობით ადვილად მოიგებდნენ.

• gocha

რა შუაშია გულშემატკივარი? გულშემატკივარზე კი არა ჯერ საკუთარი თავისთვის უნდა ითამაშო და მერეა გულშემატკივარი. რაც შეეხება თამაშს გეთანხმები 100%-ით ეს თამაში კი არა წვალებაა

• წადი რაჟა ძამიკო სახლში!

მათიაშვილი გამოდი,გიცანით

• zurabi

დიდი შეცდომა იყო 15 წუთზე ჯარიმის დარტყმა მე ვფიქრობ ლელოზე უნდა გვეთამაშა და დადებდა კიდეც ბიჭები და ამის მერე ფიჯიც ვიცით რომ აირეოდა იმ გაცუდებულმა ჯარიმამ დიდი გავლენა იქონია და რა ჭირდა თედოს გვითხარით ბარემ

• სოსო

მართალს ამბობ დათო და მოგიწონე კიდეც,მაგრამ სწორედ ამას ცდილობდა მთელი რვა წელი მილტონ ჰეიგი და რაგბის ფედერაცია.მეორე საკითხია,რომ შედეგი,როგორიც გვჭირდებოდა,ისეთი ვერ მივიღეთ.მასობრიობა,ჯერაც ვერ არის ისეთ დონეზე,რაც გვჭირდება და არჩვევანის საშუალებაში შეზღუდულები ვართ.მთელი ფიჯი რაგბს თამაშობს,უელსსა და შოტლანდიაში იმაზე მეტი რაგბის კლუბია,ვიდრე ჩვენთან რაგბში მოვარჯიშე და რა თქმა უნდა უკეთესი არჩვევანის საშუალებაც აქვთ.ყველაფერს დრო სჭირდება,მაგრამ ხელს ისიც გვიშლის,რომ ახალგააზრდობა ქვეყნიდან გარბის,შობადობამ ძალიან იკლო და შესაბამისად ბავშვთა რაოდენობაც,ესე იგი ასარჩევი კონტინგენტიც, სულ უფრო მცირდება.მე როცა ვსწავლობდი,ჩემი გამოშვება,სამი პარალელური კლასი იყო,ახლა კი ჩემს სოფელში,ერთი კლასიც ვეღარ ივსება.ესაა ჩვენი მთავარი უბედურება.

• დავითი

სამწუხაროა, რომ ასე დავმარცხდით. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გავიგოთ რომ მარტო შერკინების იმედად ყოფნა არ შეიძლება. მით უმეტეს, რომ უკვე ამაშიც ვაგებთ. ბოლო ოთხი წელი ვაცხადებდით, რომ ჩვენი პრიორიტეტი ხელდახელ თამაში უნდა გამხდარიყო, და საკითხავია ვისთან - რუსეთის დონის გუნდებთან?! იმედია სვანიძე და მისი თანამოაზრეები მალე პროგრესული ძალით შეიცვლებიან...

• gocha

ვერ ისწავლით ეგრე თამაშს. ისინი ერთობიან, თამაშობენ თქვენ წვალობთ. ბრძოლა-ბრძოლა გაიძახით. ისინი ლაღად თამაშობენ თქვენ სახეები ჩამოგტირით. გაერთეთ რა დრო ატარეთ :) დგახართ ხაზში კუთხეში დაყენებული ბავშვებივით. ჩაათამაშე რა ეგ ბურთი და თუ გაგივარდება მისი დედაც ვატირე მე. დასანანია, კაი ბიჭები ხართ, მაგრამ ძაან უღიმღამოდ თამაშობთ (თამაშობთ ხმამაღალი ნათქვამია).

• Goga

მადლობა ჩვენ რაგბისტებს რომ ასეთი მოლოდინები გაგვიჩინეს რაც დღესდღეობით გვაქვს. არაუშავს მომავალში უკეთესად ვითამაშებთ. ყველაზე მეტად მათ უნდოდათ ჩვენი გახარება, მაგრამ როგორც ყველა სფეროში წარუმატებელი პერიოდი რაგბისტებსაც აქვთ და გთხოვთ ნუ დავაკნინებთ ერთი ჩაგდებული თამაშის გამო აქამდე შექმნილ მათ ავტორიტეტს. აქვე ჩემს აზრს დავაფიქსირებ მწვრთნელთან მიმართებაში. უდავოა რომ მილტონი "მაგარი" მწვრთნელია, თუმცა ჩემი აზრით მან ამოწურა თავისი შესაძლებლობები საქართველოში. მადლობა მას გაწეული შრომისთვის და ჩვენი არაერთგზის გახარებისთვის!

• ქართველი

მოგესალმებით და ძალიან ვწუხვარ ჩვენი წაგების გამო. თუ ჩვენ 25% უკეთ მომზადებულები ვართ ე.ი. ფიჯი დაახლოებით უწინდელთან შედარებით 50% უკეთ მომზადებულა. რისი გაზომვაც დამეთანხმებით შეუძლებელია. ეს ნიშნავს რომ ჩვენ კი ვემზადებოდით თუმცა ჩვენი კონკურენტებისთვის არ მიგვიქცევია ყურადღება, ისინი რა და როგორ აკეთებდნენ და ვითარდებოდნენ ჩვენ ამის საქმის კურსში არ ვყოფილვართ, აქედან გამომდინარე არასწორი იქნებოდა ჩვენი ანალიზი მოწინააღმდეგის შეფასებაში და შესაბამისად არაეფექტური მათ წინააღმდეგ ჩაფიქრებული ტაქტიკა. არ გამოვდგები რაგბის ანალიტიკოსად თუმცა ვფიქრობ რომ გუნდი არ არის მომზადებული ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურად და მარტო ფიზიკურად ვერაფერს გახდები. მადლობა მილტონს, თუმცა მართლაც რომ გაცილებით მაღალი კლასის ტრენერი გვჭირდება ამ ეტაპზე, თორემ ჩვენ უკვე გვაქვს სტაგნაცია და უკუსვლა გარდაუვალი იქნება. ძალიან გული მწყდება რომ ყველაფერში უკან მივდივართ და მართალი გითხრათ ვერ ვგრძნობ რომ ეს მმართველობას აინტერესებდეს.

• civi

ეხლა დროზე ახალი მწვრთნელი ეს სავანაძეც სახლში და იმაზე ვიფიქროთ რუმინეთმა დ პორტუგალიამ არ გვაჯობოს რაგბი ევროპაზე თორემ ჯერ არ მოგვჭრია თავი ფიჯისთან წაგებით ეს მერე ნახეთ ესპანეთიც თუ წამოგვეწია რაც რეალურია და აბჟანდაძეზე გვითხარით რა ჭირდა.

• გია

რომელი თედო? იმიტომ არის ჩვენი საქმე ყველაფერში "კარგათ"

• ირაკლი

პირველ რიგში ფედერაცია პანჩურებით არის დასაშლელი და რაც მთავარია მაგარი მწვრთნელი გვჭირდება აუცილებლად.........

• L85

დიდი ბოდიში მაგრამ ამას თამაში არ ქვია რა. ამას არც ძველმოდური თამაში არ ქვია. არაფერი არ ქვია ამას გულშემატკივრის უპატივცემულობის გარდა. იმდენი ვაბრახუნეთ 6 ერის კარებზე ახლა სიტყვასაც აღარ გვათქმევინებენ. ხომ შემოგვთავაზეს კლუბის გაკეთება და ევროპის რომელიმე ქვეყნის ჩემპიონატში ჩართვა, მაგრამ ჩვენ ეს შეურაცხყოფად მივიღეთ და აი შედეგიც, ახლა ექვს ერზე ოცნებასაც აგვიკრძალავენ. არ არი ფიჯი ან იაპიონია პირველ ეშელონებში მაგრამ შეხედეთ მათ პროგრესს. იაპონიამ "სანვულვზით" მიაღწია პროგრესს, არგენტინამ "ხაგუარესით" და დაწინაურდა პირველ ეშელონში მალე იაპონიაც დაწინაურდება, ფიჯიც. ჩვენ? ჩვენ როდემდე უნდა გავაგრძელოთ ასე?

• ATP 16

კარგი , დაგიჯერებთ და მასე მოვიქცევი , უარს ვამბობ პროფესორობაზე .

• ლევანი

ინდივიდუალურ და გუნდურ სპორტს ნუ ურევთ ერთმანეთში!

• dato

რეგბის სხვა კომპონენტებში (რაქი, ხელით თამაში....) არ ვარგივართ გასაგებია, მარა შერკინებაშიც რომ ვერ ვივარგეთ ეს არის ყველაზე უფრო მისასალმებელი, არადა ამ თამაშისათვის რამდენ ხანს ვემზადებოდით

• ვოვა

ძალიან ბევრი ტექნიკური მიზეზია თუ რატომ ვერ ივარგა ქართველმა მორაგბეებმა ამ ტურნირზე,ჩემთვის ეს ცხადი გახდა მის შემდეგ რაც გოგრგოძის პენსიიდან გამოწვევის ამბავი შევიტყვე დარწმუნებული ვარ მწვრთნელმა და სამწვრთნელო შტაბმა ხელდან გაუშვეს (ან გააშვებინეს) გუნდის სადავეები და ჩააფლავეს ნაკისრი ვალდებულება გუნდურ სპორტს ყოველთვის ძლიერი (ტირანი/სერიოზული/გამოცდილი და ბუნებით ნიჭიერი)მწვრთნელი (თავის შტაბით)და მოედანზე ძლიერი კაპიტანი ამარჯვებს

• გელა

და რუსეთიც

• giorgi

შენ შემთხვევით გოჩა სვანიძე ხომ არა ხარ?

• რომანა

დღეს თედოს თამაში არ მომეწონა, ჯობდა მის ადგილზე გამოცდილი მორაგბე დაეყენებინათ. უკანახაზელი ჟვანიაც ბევრს სცოდავდა. სამწუხაროა ასე წაგება

• სოსო

2015 წელს,ჩვენმა ნაკრებმა,ძალიან კარგად ითამაშა და პრეტენზია განაცხადა 6 ერში მონაწილეობაზე.მომდევნო წელს ამ პრეტენზიის განმტკიცებას მოახმარა და მაშინაც გვეთქმოდა სათქმელი,მაგრამ 6 ერის მამებმა ცივი უარი გამოგვიცხადეს ყოველგვარ პერსპექტივაზე და დაგვტოვეს ცაში გამოკიდებულები.იხტიბარს თითქოს არ ვიტეხდით,მაგრამ ჩანდა,რომ მიზანი და მისი განხორციელების გზები, აღარ არსებობდა.ეს ყველაფერი ჩვენ საბრძოლო სულსაც შეეხო და მცდელობა თამაშის სტილი შეგვეცვალა,ჯერჯერობით კრახით დასრულდა.კი ცვლილებები არის,უფრო სწრაფად ვთამაშობთ,მაგრამ ჩვენი უკანახაზელები,ახალგაზრდობას ვგულისხმობ,ვერ განვითარდა იმ სისწრაფით,რომ საფრანგეთში თავი დაემკვიდრებინა,ხოლო ვინც საქართველოში დარჩა,ისინი ,სულაც ფსიქოლოგიურადაც ვერ აღმოჩნდნენ მზად ამ ტურნირისათვის,ფიზიკა ხომ ისედაც ცხადი იყო.საბოლოო ჯამში აღმოჩნდა,რომ დავკარგეთ უპირატესობა შერკინებაში,მოლში და ვერ ამოვქაჩეთ ჩამორჩენა ხელით თამაშში,სისწრაფეში,რაქში,აუტში.თამაშის ბოლოს კი,სულაც ხელები ჩამოვუშვით და ყველაზე ცუდი ეს არის.ფიჯი ისეთი გუნდია,თუ თამაში წაუვიდა,ნებისმიერის დამარცხება შეუძლია და ჩვენც მათ რიცხვში აღმოვჩნდით.ცუდი ისაა,რომ ჩვენ წავხდით ასე ძალიან.მილტონ ჰეიგმა ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა სქართველოში და ეს აუცილებლად მომავალშიც დაგვეხმარება ახალი თაობების გაზრდაში,მაგრამ ნაკრების ეს კრახი,საგრძნობლად შეამცირებს რაგბიში ვარჯიშის მსურველებს და ესაა ყველაზე ცუდი შედეგი.დამთავრდება ეს ჩემპიონატი და ალბათ დიდი მსჯელობა იქნება მის შედეგებზე.სალაპარაკო,მართლაც ძალიან ბევრია.ეტყობა შიგნითაც არეულობაა,რაკი გარეთაც გამოჟონა ინფორმაციამ და ხმამაღლა ალაპარაკდნენ.ალბათ ცვლილებებიც მოხდება და გია ნიჟარაძე ალბათ აღარ დაბრუნდება,მაგრამ ისეთი ადამიანი გვჭირდება,ვინც ისევ გააერთიანებს სარაგბო თემს და სტრატეგიული აზროვნება ექნება კარგ მენეჯერობასთან ერთად.რაგბის სწავლებასთან ერთად,თავიდანვე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვებისათვის,სწორი,სწრაფი სირბილის სწავლებას,რადგან ესაა ამჟამად ჩვენი ყველაზე დიდი ჩამორჩენა და განსაკუთრებით უნდა ვეცადოთ ტანიანი ბიჭებისათვის ამის სწავლებას.ეს თამაში სწორედ უკანა ხაზელებმა მოგვიგეს,რომლებ გაცილებით მძიმეები და ამავე დროს სწრაფები იყვნენ ჩვენ უკანახაზელებზე და სწორედ ამიტომ ვეღარ ვაჩერებდით მათ ერთი ერთზე,~. ზუსტად ასე იყო უელსთანაც. ახლა რაც შეეხება იმათ,ვინც აცხადებს,რომ რაგბი ჩვენი თამაში არ არის.მაშ რა არის ჩვენი თამაში?ყურებზე ჩამოკიდებული საყურე,ქათმის მკერდიანი ახალგაზრდობა,მარიხუანით დაბოლილი და გამოქლიავებული?ვის რაში გამოადგება ასეთი ახალგაზრდა,თავსაც რომ იღუპავს და ქვეყანას მომავალსაც უნადგურებს?მეორე მხარეს რაგბიში ნავარჯიშები ახალგაზრდა,რომელსაც სისხლში აქვს გამჯდარი მეგობრის გვერდში დგომა,უშიშრობა,ვაჟკაცობა,სამშობლოს შეგრძნება,გამძლეობა,ტკივილის ატანის უნარი,შრომის უნარი,სწრაფი აზროვნება,წესიერება,მეტოქისადმი პატივისცემა.ეს სულით და ხორცით ძლიერი,მოაზროვნე ახალგაზრდაა და სწორედ ასეთი ახალგაზრდა სჭირდება საქართველოს,ის დაიცავს და გვერდში დაუდგება ქვეყანას,ხალხს,გაჭირვებაში.შარვალჩახდილი,და უკანალ გასიშვლებული ახალგაზრდა ქვეყანას ვერ გაამთლიანებს და თავისი შიშველი უკანალით,ვერავის შეაშინებს.აი გაცინებით კი დააცინებს და ერსაც დააცინინებს.1989 წლის 9 აპრილის სისხლიან ღამეს,სხვებთან ერთად,სწორედ ქართველი რაგბისტები იყვნენ,რომლებმაც საკუთარ თავზე მიიღეს რუსის ჯარის დარტყმა და ამით უამრავი ქალი და ბავშვი გადაარჩინეს სიკვდილს.რაგბიში მოვარჯიშე ახალგაზრდა,გონებრივადაც და ფიზიკურადაც და მენტალურადაც მზადაა ქვეყნის სამსახურში ჩასადგომად.ამიტო ქვეყნის საციცოხლო ინტერესებში რაგბის კიდევ უფრო განვითარება და მასობრიობის გაზრდა.მნიშვნელობა არა აქვს,რომელ პოზიციაზე იქნება ბორჯღალი რეიტინგში,რაგბის მთავარი დანიშნულება სწორედ ფიზიკურად და სულიერად გამოწრთობილი პატრიოტი ადამიანის ჩამოყალიბებაა და ყველა,ვინც დროებითი წარუმატებლობის გამო,თვითონ სპორტის სახეობაზე ამბობს უარს,არაკაც გირჩი ჯაფარიძის თანამდგომად ჩავთვლიდი.თქვენც დაფიქრდით მეგობრებო ამაზე და ისე გააკეთეთ არჩევან.აქეთ რაგბია,რომელოც მაინც ჩვენი თამაშია და იქით გირჩი ჯაფარიძეა,რომლის საქმეც პლანი და ტრაკის თამაშია.ამ ბოლო სიტყვისათვის ბოდიშს გიხდით,მაგრამ აუცილებლად სათქმელი იყო.იმედია არ დამიბლოკავენ.

• oto

ისე რაგბიში ჩვენზე მახინჯები ფიჯელები ყოფილან )))))))

• giorgi

ნეიტრალური გულშემატკივარი რომ ვიყო ვიტყოდი რომ, ყველაზე უინტერესო და უფანტაზიო გუნდები ამ ჩემპიონატზე არიან ნამიბია, კანადა და საქართველო. წყალში ჩაყრილი 4 წელი

• nodara

ცალსახად სახეზეა ქართული რაგბის რეგრესი ანუ დაღმასვლა,ახლა მთავარია დროზე შეჩერდეს ეს პროცესი,ამისათვის საჭიროა ცვლილებები. პირველ რიგში უნდა შეიცვალოს ფედერაციის ხელმძღვანელობა,რადგან მათმა დასახულმა სამოქმედო გეგმამ არ იმუშავა და მეტიც დააჩქარა ქართული რაგბის რეგრესი..ბოლო 2 წელია ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია და ესც იმის შედეგია რომ ამავე ჩემპიონატზე ვერ მოვიპოვეთ მომდევნო ჩემპიონატის საგზური. იმას ვერავინ იტყვის რომ კარგი მორაგბეები არა გვყავს,უბრალოდ საჭიროა მათი სწორი მიმართულებით მომზადება და გაწვრთნა.ქაღთული რაგბის გადასარჩენად აუცილებელია ცვლილებები!

• pontid გურია

მე შოტლანდიასთან პირველი თამაშის შემდეგ დავწერე იმათ კვაჭები მგონი ჩვენს 4 და 5 ნომერზე მაღლები არიანთქო ... ჩვენები ტოპ გუნდების მოთამაშეებს სიმაღლეშ 4-5 სანტიმეტრით ჩამორჩებიან საშუალოდ ყველა პოზიციაზე... ხოდა სიმაღლე რომ არ ყოფნით მასა რომ შეივსონ კუნთოვან მასას იზრდიან და სისხარტეს კარგავენ.... აი მთავარი რატო ვერ ვთამაშობთ თანამედროვე რაგბის :)

• zaza

რა ძიუდო რა შტანგა სათამაშო სახეობებზე გვაქ საუბარი .სად ტალახაძე და სად რაგბი.შვიდი მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში გყავს კალათბურთში თუ ხელბურთში.

დარწმუნებული ვარ,საღად მოაზროვნე შანსებს სულ ცოტა 60/40-ზე აფასებდა ფიჯის სასარგებლოდ. ამიტომ მარცხი მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ამას დაემატა თაობათა ცვლა, ცუდი კალენდარი და ეგ არის. უბრალოდ ძალიან გულსატკენია ამხელა ანგარიშით წაგება. ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება, მოსაყვანია ახალი მწვრთნელი და შეიძლება ამან პატარა ჩავარდნაც გამოიწვიოს, ეს გარდაუვალია. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მოთმინებით დაველოდოთ

• გურამი

ტაქტიკა უნდა შევცვალოთ რაგბშიო რო წერთ.მაშინ ყველაზე კარგი ალტერნატივა იქნება თუ მთავარ მწვრთნელათ ნონა გაფრინდაშვილს დავნიშნავთ!!)))

• ვოვა

ნაკრებს ჭირდება (ინგლისის და იაპონიის მსგავსად) ფიჯელი,სამოელი,ავსტრალიელი ახალზელანდიელი და ა.შ ნატურალიზირებული "ქართველები" რომლებიც თავიანთ ნაკრებებში ვერ ხვდებიან და მზად არიან სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზონ 9 ნომრიდან 15 ჩათვლით არავინ მორაგბეს შთაბეჭდილება არ დამიტოვა ამ ასპარეზობაზე დროა წონის და "ვაჟკაცი სულის" იმედზე აღარ ვიყოთ

• Vasili

ნიჟარაძის წასვლის შემდეგ ფედერაციას აშკარად დაეწყო დაღმასვლა და ეს ყველაფერი აისახს ნაკრებზეც , სამწუხაროდ არის რეგრესი, თავიდან აბუსერიძემ რო დაიწყო რღვევა აი ზუსტად მაშინ გამოჩნდა პირველი სიმპტომები!!! ჯერჯერობით ყველაფრის გამოსწორება შეიძლება სანამ კიდევ კონტრილს ექვემდებარება სიტუაცია./// ერთი მაინტერესებს ძალიან რომელი მორაგბე ეწევა პლანს? ან სიგარეტს? ან ვინ დაინახა 35 ხინკალი შეეჭამოს რომელინე მორაგბეს და ზედ დაეყოლებინოს 5 ლიტრა ლუდი?! ასეთი არაპროფესიონალი თუ გვყავს ნაკრებში , მაშინ დაასახელე მისი სახელი და გვარი! ან საერთოდ ნუ ამბობ ! 35 ხინკალი არაა, ცხვარი გაუტყავებლად კიდე!!! მახსოვს არველაძეზე იძახდა ერთი ჩემი თვალით ვნახე თამაშის წინ ნემსი გაიკეთა, ნარკომანიაა მაგის ისე და ასეოო, კაიფობსოო ! თან თამაშის წინო! არადა სინამდვილეში კაცი გამაყუჩებლებით თამაშობდა , თავის გაჭირვება ქონდა, მგონი დღემდე ვინტზე აქ მუხლი!!! წაგების გამო არ შეიძლება დააბრალო კაცს ის რაც არ გაუკეთებია, ამით ახიზღებ სხვებსაც მის თავს!!! ეს სპორტიაა, წაგებაზე სწავლობ , და არაა კუბო და ლურსმანი, და რაღაც ასეთი გამოთქმები, ვინც სუსტიაა კი გამოჩნდაა და უნდა შეიცვალოს

• daTo

მეგობრებო, თუ ამ მოსაზრებაში მეთანხმებით. დამილაიქეთ!( იქნებ ვინმემ გაითვალისწინოს!): მხოლოდ, შერკინების და ძალისმიერი თამაშის იმედად ყოფნა, უკვე ძალიან ძველი სკოლაა(1970-იანი წლების და ვხედავთ ყოველთვის არ ამართლებს)! ამას, ძირითად იარაღად იყენებენ დაბალი ეშელონის გუნდები. თუ გვინდა ქართული რაბი განვითარდეს, მთელი ძალისხმევა უნდა გადაიტანონ ხელის ტექნიკის და სისწრაფეების გამომუშავებაზე! ეს ამოცანა უნდა გახდეს მთავარი, როგორც ახალი მწვრთენისთვის, ისე ბავშვთა რაგბიში! წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი თამაში ეწინააღმდეგება, რაგბის განვითარებას და უკანდახევა გარდაუვალია! ბავშვთა რაგბიში უნდა შეირჩეს მოზარდები სწრაფი აზროვნების და კოორდინაციის მიხედვითაც! მადლობა!

• შიო

რაგბია ჩვენი თამაში ,თორე სხვა სპორტზე მიკრო ინფაქტი არ მომივიდოდა წაგებაზე..ჩვენ ქართველებთან ეს სპორტი რომ გულთან ახლოსაა იმიტომ არის ჩვენი თამაში ყველა თამაშზე სისხლი მიდუღდება ეს არ ხართ თქვენც ნამდვილო ქართველებო?

• Buxrika

ჰეიგისგან რაგინდათ აბა?რაგბისტები გვყავს საშუალოზე დაბალი დონის და შედეგიც შესაბამისია.ამ მსოფლიოზე არცერთი თამაში არ გამომიტოვებია ყველას ვუყურე.ყველაზე საზიზღარ რაგბს თამაშობს საქართველო.საშინელებაა ჩართული სვარკაა

• gurulo

გოჩა სვანიძე სანამ ფედერაციის თავკაცი იქნება,უკან უკან წავა ყველაფერი, როდის ვამბობდი,ატკატების მეტი არაფრის თავი არა აქვს, ეხლა ვა ვუის ძახილი და თავზე ნაცარის წაყრას აზრი არააქვს,ფედერაციაში ძირფესვიანად შესაცვლელია ყველაფერი...

• oto

სასწრაფო ცხვლილებებია საჭირო,როგორც ნაკრებში,ისე ფედერაციაში,მხოლოდ ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა.რაგბის თამაშია საჭირო და არა ის რაღაც ახალი სპორტის სახეობა, რასაც ჩვენები დგეს თამაშობენ

• ხვიჩა

ჩვენი ნაკრები ყოველთვის იყო საშუალო დონის გუნდი და ეს ჩანს არამარტო ამ მსოფლიო ჩემპიონატიდან არამედ სხვა განვლილ მსოფლიო ჩემპიონატებშიც კარგად გამოჩნდა, მილტონ ჰეიგმა ათამაშა ნაკრები ზუსტად ისე როგორც 90-იან წლებში თამაშობდა ჩვენი ნაკრები, ახალი არაფერი და ვერაფერი შესძინა ჰეიგმა ნაკრებს, ასე რომ საქართველოს ნაკრებს სჭირდება უფრო ძლიერი მწვრთნელი და ასეთი დრომოჭმული ტაქთიკით ჩვენი გუნდი ყოველთვის წააგებს მსოფლიოს უძლიერეს გუნდებთან, გაშლილი და სწრაფი თამაში ჩვენებს დღეს არ შეუძლიათ, აქედან გამომდინარე საჭიროა მთლიანად შეიცვალოს თამაშის მანერა, სხვადასხვა ტაქთიკით უნდა ეთამაშო გუნდებს, მაგრამ მთავარი აქცენტი სწრაფი და გაშლილი თამაში უნდა იყოს.

• ანდრი

ძმურად, დაცვაში ახალგაზრდობა ჩავარდა უმოწყალოდ და ნგრევაც მაქედან დაიწყო ნურც შენ იპროფესორებ.

დღეს ლობჟანიძე იდგა...

• გურამი

ცოტა თვალი გაახილე და დაინახავ რომ ბოლო თვენახევარში რვა მსოფლიოს ჩემპიონი გყავს!!!! ჩხვიმიანი წურწუმია გობაძე პეტრიაშვილი ლომთაძე დავითაშვილი პლესნოი ტალახაძე!!!!

• ATP 16

ზოგიერთების აზრით , თურმე საქართველოში ყველამ იცის სპორტის ყველა სახეობა და პროფესორები გონიათ თავებიო !! მათ გასაგონად მინდა ვთქვა , პროფესორობა არ ჭირდება იმის მიხვედრას , რომ ერთ ცხრა ნომერი , აზრონების სისწრაფით ჯობია მეორეს , რომ გიორგაძე რომელიც ურუგვაისთან საუკეთესო მორაგბედ აღიარეს სკამზე არ უნდა დასვა , რომ ჟვანია არ წაიყვანო იმის გამო რომ ტაქტიკურ მონახაზში ვერ ჯდებიო , ჩილაჩავა დატოვო სკამზე და კიდევ რამდენი ჩამოვთვალო ? თაობათა ცვლა სახეზეა , მენტალურად ეს ახალგაზრდები მზად არიან , იმიტომ რომ ნათამაშები აქვთ და მოუგიათ თითქმის ყველა გუნდისათვის , ეს თავდანერებულობაც იქედან მოდის , სისწრაფე და სხარტი აზროვნება ჭორდება ნაკრებს , აბჟანდაძის ავანტიურული პასები ფეხით , სხვნაირად შანსი არ გვაქვს განვითარების . მადლობა მელიტონს , მაგრამ მენტალურადაც და გამოცდილებითაც უფრო მაღალი რანგის მწვრთნელი გვჭირდბა .

• David

რამენაირად გადავიტანთ ამ წაგებას, მაგრამ ფედერაცია და ჩინ-მედლები რომ იგივე ხლხის ხელში რჩება? პერსპექტივაშიც იგივეს ყურება მოგვიწევს. მამრიკიშვის კითხეთ ,,ფედერაციის კუბოში'' 10 45 ზე დიდი ზომის ლურსმანი ხომარ მოუვიდა ფიჯის?

• გულს ნუ გაიტეხთ ბიჭებო,საქართველო თქვენს გვერდითაა

ქართველებიდან დღეს ლობჟანიძე ყველას ჯობდა,უშეცდომოდ ითამაშა.თუ რამე კარგი მოხდა მისი დამსახურებაა.არ უნდა შეეცვალა.აფრასიძე ფიზიკურად ძალიან სუსტია ჯერ ვერ არის მაგ დონეზე სათამაშოდ.ჩემი აზრით ცოტა დრო გვქონდა წინა თამაშის შემდეგ დასვენებისთვის,ძალა აღარ გვეყო და ამიტომაც გავნადგურდით მეორე ნახევარში.სწორედ იგივე დაემართა ფიჯის ურუგვაისთან.ლანძღვას თავი დაანებეთ.

• Gio

Gamoushvit espaneti, Rumineti .

• ენთაზი

სამწუხაროდ ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა კიარავართ მსოფლიოში, არამედ უკვე რამდენიმე წელია ერთ ადგილზე ვართ გაყინულები და თუ გვინდა რამეს მივაღწიოთ ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწევს, მანამდე კი არსად არაფერი გვესაქმება არც 6 ერში და არც არსად.

• musenbezi

ძალიან მტკივნეული მარცხია, ფავორიტი ფიჯი კი იყო მაგრამ ასე უსუსურად და უნიათოდ თუ ვითამაშებდით არც კი წარმომედგინა. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე სუსტი უკანა ხაზი გვყავს, ისე მიდის ჩვენი საქმე უახლოეს წლებში რუმინეთი და რუსეთიც თავზე წამოგვარტყამენ...

• aleko

Ycohag bichebo ese gaagrdzelet

• giorgi

მე გეტყვით რა არი ჩვენი თამაში, ჩვენი თამაშია - როგორც კი ცოტა მოიხოდები და ფული გაგიჩნდება დაიწყო პლანის წევა, ქალები, 35 ხინკალი და 10 ლიტრა ლუდი თითო კაცზე, იაპონიაში ხო იგულავეთ სხვა რა გინდათ, პასუხიოსმგებლობას იგრძნობს ვინმე თუ სირცხვილით მეორეჯერ აღარ წავლენ საგულაოდ ჩვენს ხარჯზე ?

• nika

ყურშა გაყოყოჩდა და მგელს მოუნდომა შეჭმა.სად არის ბიძიკოებო თქვენი სათამაშო რაგბი კიდევ კარგი რუსებთან არ მოხვდით ჯგუფში თორე თავისმოჭრა მერე გენახათ

• RG

მადლობას რისთვის უხდით? მართლა მაინტერესებს

• d

დიდი მადლობა მელიტონას მარა ერთ წლის წინ წასულიყო ჯობდა. გრანდებს არ ვეტამაშებითო და მაგის ბრალია ერთ ადგილზე რო ვართო. სამ პირველი დონის გუნდს ვეთამაშეთ ზედიზედ - 2 შოტლანდიას და ერთი უელსს. რამე დაინახეთ ან ექსპერიმენტი ან განსხვავებული მიდგომა ? არა. გორგოძის მიმართ ალალი იყოს ის ტაში რაც დაგვიკვრია და დამიკვია მარა რატო დაბრუნდა გუნდში რომელშიც 2 წელია არ უთამაშია და მის სტილს საერთოდ ჩამორჩენილია? შერკინებაში დომინანტები ვიყავით და ახალი ტრენერი რატო ჩამოვიყვანეთ? და ბოლოს, ნიჟარაძე სვანიძით რატო შევცვალეთ? რამე შემატა ან ჩემპიონატს ან ნაკრებს?

• ენთაზი

სანამ ხელდახელ თამაშს, სწრაფ კომბინაციებს და ერთი ერთზე ნორმალურად თამაშს არ ვისწავლით არსად არაფერი გვესაქმება არც 6 ერში ხა არც არსად, ესე მგონია რო საქართველო ყველაზე სუსტი გუნდია ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, ძალიან დიდი გულის ტკივილით ვიძახი ამას და ამავე დროს ყველაზე არასანახაობრივ რაბს თამაშობს ამ მსოფლიოზე.

• Irakli Apkhaidze

6 ერში თუ არ შეგვიშვეს 20 წელი პროგრესი არ იქნება

• არდილეს

ღადაობ?

• ვაშენერსი

პირიქით ჯიმა, სწორედ რომ უფრო მეტი საბავშვო რაგბის სკოლები უნდა გაიხსნას, უნდა მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები და ვატაროთ შვილები ამ ვაჟკაცურ სპორტზე - ნამდვილ კაცად და ქართველად ჩამოყალიბებაშიც შეუწყობს ხელს ჩვენს ბიჭებს და რაგბის თამაშის დონეც სწორედ ასე აიწევა..!!!

ფიჯისთან ასეთი სხვაობით წაგება სამწუხაროა, მაგრამ ყველა კომპონენტში შენზე ძლიერ მეტოქესთან დამარცხება, ტრაგედია ნამდვილად არ არის. უბრალოდ, სწორი დასკვნების გაკეთება არის აუცილებელია. P.S. ვფიქრობ, მსოფლიოს თასებს შორის ბოლო ოთხწლიან ციკლში რეგრესი თუ არა პროგრესი ნამდვილად არ ჰქონია ნაკრებს და ამ ყველაფრის გამომწვევ მიზეზებს კარგი ანალიზი და თამაშის ხარისხის მუდმივად დახვეწას თავდაუზოგავად მუშაობის გაგრძელება ესაჭიროება და ყველაფერი კარგად იქნება.

• Maximus

თქვე კაი ხალხო რა გიკვირთ ამხანაგურებშიც აგებდენ გაიხსენეთ იაპონიასთან სრული ფიასკო და იგივე ფიჯისთან და კიდევ ბევრი, მაშინ ამას არავინ არ მიაქცია ყურადღება.საერთოდ გვაჯობენ ყველაფერში, შერკინებაშიც რაც ვერ წარმოედგინა ქართველ გულშემატკივარს. ამ კვესელაძემ და მათიაშვილმა საერთოდ როგორ ითამაშენ თუ მათ თამაშს თამაში ქვია... ფედერაციას დავაი დასვიდანია ნუ ჰეიგი ისედაც მიდის.და საერთოდ ახალგაზრდულის მწვრთნელები დანიშნეთ ჯობია თუ ფული არ გაქვთ ნორმალურის მოსაწვევად... ჟვანიას რას ერჩოდით უკეთესები გყავდათ თუნდაც კვირიკაშვილს და საერთოდ კიდევ კარგი რომ ჰეიგი მიდის და იმედია სვანიძე მისი სასტავით მიყვება უკან და დააბრუნეთ ნიჟარაძე სანამ არ დავალთ რუსეთის და რუმინეთის დონემდე... ველოდები დისლაიკებს ფედერაციის აქტივისტებისაგან...

• რადრადრდა

• ვახ ჩემი

ამ კომენტარში რა არ მოგწონთ ვისაც არ მოგწონთ???ღიპი?ვასკაზე სიმართლე თუ მილტონის კრიტიკა?? მგონი ეს ის მსოფლიოა სადაც ბევრი რამე დავინახეთ და ღრუბლებში სადაც ძაან ზემოთ ავფრინდით ეხლა ისევ დაბლა გვატარებს ფეხით!!!!

• ვასო

თამაში წააგო მათიაშვილმა, სამი უმნისვნელოვანესი ლელო გავიდა მისგან, ბატივით იყო დაბნეული, არ იცოდა საით წასულიყო, უსუსტესი იყო კვესელაძე და ლობჟანიძე და ამ დროს გიზის ჩილაჩავა, მალაღურაძე და აფრასიძე. ას პროცენტიანი მოსაგები თამაში იყო. ეს ბიჭები რომ ყოლოდა, პირველ ტაიმს დიდი სხვაობით მოვიგებდით და მეორეშიც ტაქტიკურად გამართულები გავიდოდით. ამას მწვრთნელი ვერ ხედავს? არ მესმის მათიაშვილი რა ლოგიკით უნდა დაეყენებია, ან კვესელაძე-ლობჟანიძე. მსაჯიც არ მომეწონა. როგორც სჩანს, აქაც ტოტალიზატორი ჩაერია, ან ურუგვაისთან როგორ წააგო ფიჯიმ. თამაში მოსაგები იყო და იგი ჰეიგმა და მატიაშვილმა წააგო. მტელმა ქვეყანამ ვიცოდით რომ მათიაშვილი ფორმაში არ იყო. ამ დროს ლომები ისხდნენ. არ ვიცი, არა. გასაკვირია ეს ყველაფერი. ფედერაციის პრეზიდენტი დასახვრეტია. აქაც ნეპოტიზმია? კაროჩე, ხო ვერ გავიხარეთ

• ლუი

ლობჟანიძე კვესელაძის დუეტი დღეს რაღაცით წააგავდა ინიესტა მესის ტანდემს?

• სტატუს ქუო

ახალი მწვრთნელია მოსაყვანი და დიდი სამუშაოა ჩასატარებელი.

• zaza

და რომელია ჩვენი თამაში რაგბს როეცი შე დალოცვილო სად ბდღვნი ყველაფერს არსად ხოდა ეგ იცით რისი ბრალია ზედმეტი მოლოდინების რეალობას რო წყდები და კიდე წინასწარ ბაქიბუქის.ისე კი თაობათა ცვლა გარდაუალია რადგან ესეთი რაგბი ჩაბარდა პატრონს და კაი ხამია გავიდა მარილზე

• სიმართლე

რედაქციავ, თქვენ იყოთ უნამუსოები თუ არ გამოაქვეყნოთ ახლა რასაც ვიტყვი: "ეს იყო დიდი ჩასვრა დიდ გარშოკში! ფაქტიურად, ეს იყო ქართული რაგბის წინსვლის დასამარება და წარსულში დაბრუნება!"

• Ggg

ისე ჩემი აზრით ,ქრონოლოგიურად რო მოვყვეთ შოტლანდიასთან ტესტ მატჩებმა მგონი ფსიქოლოგიურად ძაან შეგვიშინეს ბიჭები რასაც ვუყურე ყველა თამაშში თითქოსდა შეშინებულები ვიყავით ,რა ყქმა უნდა მაგათ უნდა ვეთამაშოთ ისე ვერც ვერაფერში განვითარდებით მარა მაინცდამაინც მსოფლიოს წინნ არ გაგვიკეთა კაი საქმე

• ქართველი

ეხ ბიძო ეგ 80 000 000 მილიონი სხვა რამეში ჩაგედო უკეთესი იქნებოდა

• jaba

ავსტრალიას რომ მოუგოთ გვაქვს რაიმე შანსი?

• zaali

რაგბი თურმე ჩვენი თამაში არ ყოფილა.. არადა ყველა პროფესორი გახდა- რაგბის!!!წაგების ყურება თუ არ შეგიძლიათ ნუ უყურებთ საერთოდ, სხვა სპორტს უყურეთ... რა ყველაფერი იცით ამ ქვეყანაზე... იმედია პროფესიონალები გამოვლენ და გვეტყვიან სწორად რატომ წავაგეთ.. რა უნდა გამოვასწოროთ..

• aleksandre

დისლაიქები სავარაუდოდ მადლობის გადახდის მოყვარულთა მიერაა დაწერილი.

ურუგვაიმ მოუგო ფიჯის.:)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) არა კაცო,სადაა სპორტში თამაშების ჩაწყობა და ტოტალიზატორი? ზოგიერთებს,ნუთუ არ გრცხვენიათ თქვენი ნაწერის ამ მატჩის შემდეგ,რომ თითქოს ჩვენ რაღაც გველანდება.

• SL

არაფერს გერჩი ფიჯელო რადრადრა. მწვრთნელებო მიპასუხეთ რად? რად? რა?!!!...

• შიო

1.ზოგჯერ უკან უნდა დაიხიო რომ ძალიან წინ გაიქცე.. 2.ჰეიგი ჯადოქარი არაა.. 3.მათიაშვილს კვირიკაშვილი ჯიბეში ჩაისვავდა.. 4.მამუკა ყველა თამაშში კი არ ამხნევებდა ბიჭებს არა!ედ ბევრა ლაპარაკობდა და ეს ახალბედებს აკომოლექსებს.. 5. კაჭარავა,გორგაძე,მამუკა,თოდუა,ხმალაძე,აფრასიძემალაღურაძე მაგრაბი ხართ.. 6მამუკაშვილი არასდროს მესიმპატურებოდა შერკინებაში ჟვანია ბევრად ჯობდა.. 7.ჩილაჩავას და მჭედლიძეს რას ერჩიან? აბჟანდაძე საუკეთესოხარ

• Buxrika

ოღონდაც მადლობას და კმაყოფილები რითი ხართ.გადაგვირბინეს

• ლევანი

რაგბი ჩვენი თამაშიაო - ამის თქმის უფელბას თავს არ აძლევენ ზელანდიელები, ავსტრალიელები, სამხრეთაფრიკელები და მოკლედ ვისაც შეიძლება ქონდეს რეალურად ამის თქმის ამბიცია. მოკლედ მარტო ქართული სიმჩატე თუ იტყოდა ამას, მაშინ როცა მსოფლიოს ათეულშიც კი არ არ ვართ. არა უშავს, კარგი გაკვეთილია. მეტი მუშაობა, ნაკლები თავში ავარდნა, მეტი თავმდაბლობა და შედეგიც იქნება. გავამხნევოთ ბიჭები, გულით ითამაშეს მაგრამ თავზევით ძალა არ არის.

• Gio

Rugby chveni tamashia......

• dato

შოტლანდიასთან ტესტებზე ეტყობოდათ კოჭებში რაც იქნებოდა ასე რომ არც გამკვირვებია დროა ახალგაზრდება ჩაანაცვლოს ძველები მამუკა რომ კიდევ საუკეთესო იქნება ამ გუნდში უკვე რაღაც ცვლილებების დროა.

• გია

სირცხვილი . უთავმოყვარეობა. ხალხის აბუჩად აგდება.

• დათო

გამარჯვებულ შემადგენლობას ვინ ცვლის,მელიტონამ მაგარი მიქარა.მიდის და დაგვიკიდა ისე გამოვიდა.ძნელაძე 1-2 ლელოსგან გადაგვარჩენდა,მისი გამოცვლა დიდი უაზრობა იყო!!!

• Buxrika

საერთოდ 80 პროცენტი გამოსაცვლეია ამ გუბდიდან .ეს რაგბი არაა რასათ თამაშობენ.დაეშვით მიწაზეე და მორჩით სისულელეებს 6 ერი დაივიწყეთ ამათ 6 ერში რაუნდათ?უელსი გაჩერდა თორე მოგვიგებდა ალბათ ერთი 80 ქულით.

• daviti

madloba bichebo! araushavs cavaget xdeba egre.c magram eset did angarishs aravin eloda! ra angarishitac ar unda cavagot me tkven koveltvis tashs dagikravt, mikvarxart da meamakebit, kvelas dzalian dagvckda guli da kvelas gveckina magram aq landzgva da kritikit araperi sheicvleba ase rom tqvenit me amaki var! ❤️

• 912

თავს ზევით ძალა არაა რაც ვართ ეს ვართ!!!

• გლახუნა

გვაჯობეს თითქმის ყველა კომპონენტში,მაგრამ არა უშავს - ნაკრების გადახალისებაა საჭირო , ფიზიკურად კიდევ უფრო მომატება , უკანა ხაზის ბურთაობის სწავლა, თან სისწრაფეში და მუდფმივ შეტევაზე ორიენტირება, არა დაცვით და აქედან თამაში,მისთვის ეროვნული ჩემპიონატებში დიდი ფულის ჩადება, ევრო- კლუბურ ტურნირებში ინტენსიურად თამაში და აუცილებლად შევალთ ტოპ-10-ლში!

• Megreli

არაუშვს ბიჭებო, მანც დიდი მადლობა ყველაფრისთვის, საამაყო ხალხი ხართ და გვიყვარხართ, გაფასებთ

• RM

Rabbi zelandiis tamashia.chveni Ara kvaxi

• ვოვა

წესით მელიტონმა ამ წლის ჯამაგირი უნდა დააბრუნოს საქართველოს ბიუჯეტში

• მეგრელი

ათასი სპორტის სახეობა არსებობს შეიყვანეთ ბავშვები სხვა სპორტის სახეობებზე ხო ხედავთ რაგბში ჩვენი პერსპექტივა 0%-ია.

• გიორგი

ფიჯი უფრო ძლიერია, მაგრამ არც ამდენით. ტიპიური ქართული მენტალიტეტი ვაჩვენეთ.ანუ ბოლოს მივუშვით ყველაფერი და ხელები ჩამოვუშვით.

• ზორბეგი

რად? რად? რაააა არა უშავს ახალი მწვრთნელი დთ ახალი სტილი

კომენტარიც კი ზედმეტია, იმხელა უპირატესობა ჰქონდათ ყველაფერში. ფიზიკურად კიდევ ერთ ასეთ თამაშს ჩაატარებდნენ. ჩვენებზე ვერაფერს ვიტყვი, უკანა ხაზი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

• ლაშა

სირცხვილი და კატასტროფა. ფეხბურთელებს რომ წაეგოთ 1-7, მიწასთან გავასწორებდით. არც ესენი იმსახურებენ უკეთესს. არ აკრიტიკოთ და ჩაქოლეთ, ვინც რამე უარყოფითს იტყვის და წავალთ წინ.

• Fhjj

Bodishi mara es sxva sportia es ragbi araa!!esaa pasiuri chidaoba !!! 6 erze xma aravin agar amovigot minimum 20-30weli...normalur nakrebs rasac vuyure yvela aris atleti chventan 70%gipiania. Es dakideba ra jandabaa aravin ar aketebs am i idiotobas ,martla fexburts xo ar tamashobt???atas cxraasi ragsc gvaq gamosasworebeli mara kide erti:pirovnulad aravis at verchi mara lobjanidze chemi azrit ragbshi aris gamuvitarebeli 9nomeri romelic sworxazovnad erti da igivet cdilobs imas rac ver gamogvdis saertod kreativi 0am bichis tamashshi da axali taobis 9nomeri afrasidzea chemi azriy. Es dagvianebuli shecvlebi milton shen tu fijis daglas elodebodi aha batono shedegi.da mokled imed gacruebuli da nawyenic ki var ese ugulod wagebul uprincipules matchze.

• ვოვა

ოცნება კარგია როდესაც ის შეეფერება საშუალებებს... მეორე ნახევარში გამოჩნდა ქართველი ათლეტების სისუსტეები თავს ზემოთ ვერ ახტები როდესაჩ მოედანზე საუკეთესო მოთამაშე პენსიიდან დაბრუნებული გორგოძე (ნამდვილად ვამაყობ და ვისურვებ დარჩეს ქართულ რაგბში მწვრთნელის რანგში ეს პიროვნება)გეყოლება იმედია ამ მწარე გაკვეთილს დაიმახსოვრებენ და 4 წლის შემდეგ განახლებული ძალებით და მოშუშებული იარებით ოდნავ უკეთ იასპარეზებენ (მე არ ვარ ბოროტი და არც რობოტი)

• aleksandre

წავიდა აბა:მადლობა ჰეიგს... მადლობა კი არა კინწისკვრითაა გასაგდები!

• TanoLife

უნდა ვუთხრათ ჩვენ ბებერ ლომებს მადლობა და გავაცილოთ. დადგა ამის დრო,სამწუხაროდ. მივცეთ ახალგაზრდებს მეტი თამაშის საშუალება. ბებრუხანა და ზანტი რაგბი პატრონს ჩაბარდა. რამდენჯერაც შემოგვიტიეს, იმდენი ლელო დაგვიდეს.

• ბექა

არ მინდა უხეშად გამომივიდეს,უდიდეს პატივს ვცემ ქართველ მორაგბეებს,მაგრამ დროა მიწაზე დავეშვათ და რუმინეთთან,რუსეთთან,გერმანიასტან და მსგავს გუნდებთან მოგებას წარმატება არ დავარქვათ.ეს ჩემპიონატი ჩააგდო მწვრთნელმა,მათიაშვილმა,კვესელაძემ, ლობჟანიძემ ნარიაშვილმა მამუკაშვილმა და თითქმის უკანა ხაზის ყველა მოთამაშემ.რა უბედურებაა ეს დაგვიანებული შეცვლები როცა მარქაფაში ძლიერი მოთამაშეები გყავს რომელთაც მიდის თამაში და აზროვნებენ.დროა რაღაც შევცვალოთ,ტაქტიკა მიდგომა თუ სხვა კომპონენტი იმიტო რომ წიან ჩემპიონატთან შედარებით ჩვენი გუნდი რეგრესს განიცდის.თუ თაობათა ცვლაა მივცეთ ახალ ტაობას თამშის საშუალება დაე მაგათმა წააგონ ამ ანგარიშით,სამაგიეროდ დაიგეშებიან.პატივისცემა და სიყვარული ჩვენ მორაგბეებს

• გიორგი

ნეტავი იმის თავში ჩამახედა ვინც იძახის რაგბი ჩვენი თამაშიაო!

• პაატა

აუუუუუუუუუ, სად დაგვერხა, წადით ახლა და იტრაბახეთ, ესაა საქმე???

• toma

მადლობა ბიჭებს მადლობა ჰეიგს მადლობა მათ, იმისთვის, რომ თამასა იმხელა აქვთ აწეული რომ ორი თამაშის ვერ მოგება ჯგუფში სრულ კრახად განიხილება უკვე საქართველოში!!! იყო ბევრი შეცდომა იყო ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მწვრთნელების მიერ და ასევე ბევრი შეცდომა დაუშვა ფედერაციამ ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ეს მწარე მარცხი იმედია სწორი დასკვნების გამოტანაში დაგვეხმარება და უკვე ახალი თაობა გაგვიყვანს ახალ სიმაღლეებზე საქმისადმი სწორი მიდგომებით. კიდევ ერთხელ მადლობა და საერთოდ არ მაინტერესებს მათი აზრი ვინც თვლის რომ ამ წუთას კლავიატურას მიუჯდეს და ბოღმა ანთხიოს ბიჭებზე !!!

• გულშემატკივარი

ვინც შარშან, წყნარი ოკეანის თასზე ფიჯისთან თამაშის მეორე ტაიმი ნახა, დამეთანხმება იმაში, რომ მილტონ ჰეიგმა იმ თამაშიდან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანა. შარშანაც მეორე ტაიმში თითქმის ყველა შერკინება მოგვიგეს, ზუსტად ასეთივე სტილში დაგვიდეს ლელოები. არაფერს აღარ ვამბობ მათიაშვილი, თოდუა, კვესელაძის თამაშზე - სამივემ უსუსტესად ითამაშა და 36 გაცუდებული ბოჭვიდან უმრავლესობა მათზეა, თანაც გადამწყვეტ მომენტებში. ძალიან ბევრ კომპონენტში გვაქვს მოსამატებელი, სამწუხაროდ დღეს რეალობა დავინახეთ - ფიჯის კონკურენტები ჩვენ დღესდღეობით არ ვართ

• Omega

რამდენიმე წელია, აშკარა რეგრესი გვაქვს. ბოლოს რუსებსაც ძლივს მოვუგეთ. კარგა ხანია, ახალი სისხლი იყო საჭირო. და კიდევ - რაგბი ბრიტანელების თამაშია!

იგივე კომენტარი მაქვს რაც მაშინ ამ თამაშის შემადგენლობა რომ დაასახელა ჰეიგმა: "რატომ ლობჟანიძე და მათიაშვილი, რატომ??? ბოლოს რომელს გახსენდებათ მათი კარგად თამაში? შეცვლაზე ურუგვაისთან რამე გააკეთეს კი არა პირიქით აფუჭებდნენ. ან ოთარ გიორგაძეს რას ერჩოდა - ურუგვაისთან საუკეთესოს. ის ვისაც არ გამოუვიდა თამაში ურუგვაისთან იყო კვესელაძე და ის დატოვა. ან გუნდის 3/4-ის ცვლილება ყველა თამაშში რა ტაქტიკაა - დავიჯერო 3-4 კაცის გარდა ვერცერთი ახერხებს დასვენებას და ფორმის აღდგენას? მოკლედ ჰეიგი მგონი ფიჯიდან არის წარმოშობით. ინფარქი თუ მივიღე ხუთშაბათს ჰეიგის დამსახურება იქნება."

• David

ეს თამაში წააგო მილტონ ჰეიგმა.

• დათუნაშვილი

ავოკატი რაგბის ფედარაციის პრეზიდენტი არ დაგვეკარგოს არსად და მერე ნახეთ თქვენ უფრო დიდი ანგარიშებით წაგება

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ

ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა

"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე

არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა

პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს

პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა

"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება

"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა

[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა

[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა

მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი

კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა

ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?

პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს

მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია

[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა

18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო

მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა

მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

საქართველოს ნაკრები ფიჯისთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე

მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში

როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით

"ბორჯღალოსნები" | ფიჯის ბათუმში ვერ ვაჯობეთ

მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში

"ბორჯღალოსნები" | მეორედ ბათუმში, ამჯერად ფიჯისთან

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

"ბორჯღალოსნები" | ფიჯი საქართველოში 12 წლის შემდეგ ბრუნდება

ქართველ მორაგბეებს ბორდოში ზურიკო დავითაშვილი ეწვია

სავსე ტრიბუნების დროა!

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფიჯის ამარცხებს