საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: worldrugby

3 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ
დაფარა, ის ფიჯელებს ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა.


მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში "ბორჯღალოსნებმა" 2 ლელო გაუშვა. ჩვენი ჩათვლის მოედანში ბურთი ლომანიმ და ტუისოვამ დაამიწეს. მართალია, გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის წყალობით 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და სიტუაცია თითქოს დაიძაბა - 10:17.


თუმცა ეს ბოლო პოზიტიური მომენტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. 61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა 3 ლელო დაგვიდეს, 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში უკვე თითქმის გამანადგურებელი გახდა - 10:38.

თუმცა, ფიჯელები ამაზე არ გაჩერებულან და მე-7 ლელოც დაგვიდეს. რადრადრამ დუბლი შეასრულა და საერთოდაც, სწორედ ამ კაცის უდიდესი დამსახურება იყო, ამ სხვაობით რომ დაამარცხეს საქართველო. ვოლავოლამ გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა - 45:10.

ფიჯიმ საქართველოს ნაკრებს აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, კუნძულელებმა შერკინებაშიც კი აჯობეს "ბორჯღალოსნებს" და ამის გათვალისწინებით, ამ ანგარიშით მარცხი გასაკვირი სულაც არ ყოფილა.


"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასი D ჯგუფის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს. ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. უელსი            2 2 0 0 +33 9
2. ფიჯი              3 2 0 1 +14 7
3. ავსტრალია     2 1 0 1 +14 6
4. საქართველო   3 1 0 2 -38 5
5. ურუგვაი         2 1 0 1 -23 4


მკითხველის კომენტარები / 169 /
ქართველებიდან დღეს ლობჟანიძე ყველას ჯობდა,უშეცდომოდ ითამაშა.თუ რამე კარგი მოხდა მისი დამსახურებაა.არ უნდა შეეცვალა.აფრასიძე ფიზიკურად ძალიან სუსტია ჯერ ვერ არის მაგ დონეზე სათამაშოდ.ჩემი აზრით ცოტა დრო გვქონდა წინა თამაშის შემდეგ დასვენებისთვის,ძალა აღარ გვეყო და ამიტომაც გავნადგურდით მეორე ნახევარში.სწორედ იგივე დაემართა ფიჯის ურუგვაისთან.ლანძღვას თავი დაანებეთ.
გულს ნუ გაიტეხთ ბიჭებო,საქართველო თქვენს გვერდითაა
03 ოქტომბერი 2019 11:50
23
დღეს ლობჟანიძე იდგა...
????
03 ოქტომბერი 2019 11:55
0
შენ შემთხვევით გოჩა სვანიძე ხომ არა ხარ?
giorgi
03 ოქტომბერი 2019 12:43
1
ყველა გამოხმაურება
ეხ ბიძო ეგ 80 000 000 მილიონი სხვა რამეში ჩაგედო უკეთესი იქნებოდა
ქართველი
03 ოქტომბერი 2019 11:30
29
აფრასიძე რომ დაეყენებინა თავიდან, პირველივე ტაიმში გავნადგურდებოდით.რო გამოვიდა სწორედ მაგის შემდეგ გავნადგურდით.ვერცერთი ბოჭვა ვერ გააკეთა და უაზრო ჯარიმა აიკიდა.პირიქით ვასკა დღეს საუკეთესო იყო.
ასეა ეს
03 ოქტომბერი 2019 16:03
20
ლობჟანიძე შენი ბიძაშვილია? საუკეთესო კი არა იმის მაგალითია როგორი არ უნდა იყოს 9 ნომერი.
???
03 ოქტომბერი 2019 16:17
9
ნუ დაიჩემეთ ეს ვასკას "განოლება" ეგრევე იწვებით ჩასაფრებული ვაი მცოდნეები.
???-ს
03 ოქტომბერი 2019 16:35
9
თანაბარ პირობებში არ ვიყავით.მათ 8 დღე ქონდათ წინა თამაშიდან.ჩვე 4 დღე ,რაც ცალიან ცოტაა რაგბიში დასვენებისთვის,ამიტომაც მეორე ნახევარში არაქათი გამოელიათ.ნუ გადაუსვამთ ხაზს რაც გაგვიკეთებია.
უფრო დიდი გუნდებიც განადგურებულან
03 ოქტომბერი 2019 14:29
18
15 კაციდან 11 დასვენებული იყო მეგობარო.
ბექა
03 ოქტომბერი 2019 14:37
0
ხო იცი კარგ მოცეკვავეს რა უშლის ხელს? სწორედ მაგას ამბობ შენ
xx
03 ოქტომბერი 2019 15:19
0
ისე რაგბიში ჩვენზე მახინჯები ფიჯელები ყოფილან )))))))
oto
03 ოქტომბერი 2019 12:37
14
ყურშა გაყოყოჩდა და მგელს მოუნდომა შეჭმა.სად არის ბიძიკოებო თქვენი სათამაშო რაგბი კიდევ კარგი რუსებთან არ მოხვდით ჯგუფში თორე თავისმოჭრა მერე გენახათ
nika
03 ოქტომბერი 2019 11:43
9
ავსტრალიას რომ მოუგოთ გვაქვს რაიმე შანსი?
jaba
03 ოქტომბერი 2019 11:29
16
რადრადრდა
03 ოქტომბერი 2019 11:35
0
რატომ არ ქვეყნდება კომენტარები?
zviads
03 ოქტომბერი 2019 19:57
1
დღეს თედოს თამაში არ მომეწონა, ჯობდა მის ადგილზე გამოცდილი მორაგბე დაეყენებინათ. უკანახაზელი ჟვანიაც ბევრს სცოდავდა. სამწუხაროა ასე წაგება
რომანა
03 ოქტომბერი 2019 12:42
6
რომელი თედო? იმიტომ არის ჩვენი საქმე ყველაფერში "კარგათ"
გია
03 ოქტომბერი 2019 12:57
3
თუ ეს ირონიაა, გეთანხმები...
SL
03 ოქტომბერი 2019 14:53
0
Ycohag bichebo ese gaagrdzelet
aleko
03 ოქტომბერი 2019 11:45
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული