საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: worldrugby

3 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ
დაფარა, ის ფიჯელებს ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა.


მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში "ბორჯღალოსნებმა" 2 ლელო გაუშვა. ჩვენი ჩათვლის მოედანში ბურთი ლომანიმ და ტუისოვამ დაამიწეს. მართალია, გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის წყალობით 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და სიტუაცია თითქოს დაიძაბა - 10:17.


თუმცა ეს ბოლო პოზიტიური მომენტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. 61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა 3 ლელო დაგვიდეს, 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში უკვე თითქმის გამანადგურებელი გახდა - 10:38.

თუმცა, ფიჯელები ამაზე არ გაჩერებულან და მე-7 ლელოც დაგვიდეს. რადრადრამ დუბლი შეასრულა და საერთოდაც, სწორედ ამ კაცის უდიდესი დამსახურება იყო, ამ სხვაობით რომ დაამარცხეს საქართველო. ვოლავოლამ გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა - 45:10.

ფიჯიმ საქართველოს ნაკრებს აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, კუნძულელებმა შერკინებაშიც კი აჯობეს "ბორჯღალოსნებს" და ამის გათვალისწინებით, ამ ანგარიშით მარცხი გასაკვირი სულაც არ ყოფილა.


"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასი D ჯგუფის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს. ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. უელსი            2 2 0 0 +33 9
2. ფიჯი              3 2 0 1 +14 7
3. ავსტრალია     2 1 0 1 +14 6
4. საქართველო   3 1 0 2 -38 5
5. ურუგვაი         2 1 0 1 -23 4


მკითხველის კომენტარები / 169 /
ფიჯი ყველა თამაშს არ წააგებდა მსოფლიოზე იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი გუნდია. ყველამ ვიცოდით რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა ფიჯისთან. გვახსოვდა კონძულზე განცდილი 0-28 ტაიმი და საერთოდ იქიდან უკვე რეგრესი დაგვეწყო. მე მაინც დიდი იმიდებით ვარ მომავალში უკეთესობას ველი. ჩვენ გვქონდა ხანა სადაც უბრალოდ ძალიან ძლიერი ბიჭებით გვაყდა ნაკრები დაკომპლეკტებული. შემდეგ ამ ნაკრების უმეტესობა ბიჭები საფრანგეთში გავიდნენ, სადაც დიდი გამოცდილება შეგვატეს და კლასიც წინამორბედებთან შედარებით აიმაღლეს. ახლა მოდის ახალი ხანა, რომლის ლიდერებიც იქნებიან ეს ბიჭები აბჟანდაძე, აფრასიძე, კარკაძე და ა.შ. ასე რომ ახლო მომავალში მწვრთნელიც სხვა მოვა და დაიწყება სულ სხვა გუნდის შენება. რომელიც სხვა სიმაღლეებზე ავა და ეს იქნება 10-ში დამკვიდრება და ვინ იცის 6-ერშიც გაწევრიანებაც. მადლობა ვუთხრათ ამ ბიჭებს, მიუხედავად ჩვენი მოლოდინის გაწბილებისა, მათ ბოლ 10-12 წელი დიდი შრომა გაწიეს და წინ წავედით. ეს წაბორძიკება მომავლისათვის ცივი წყლის გადასხმა იქნება და გონზე მოსვლა, რომ ახალგაზდა თაობას ფართო გზა მოვცეთ. მათ ხომ უკვე დაამარცხეს 18 და 20 წლიანებში არგენტინაც, საფრანგეთშიც, შოტლანდიაც. ასე რომ დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი!!! მადლობა ბიჭებო და ნახვამდის, წარამტებას გისურვებთ. გაუმარჯოს საქართველოს
Geo_Dinamo
03 ოქტომბერი 2019 13:29
0
სამწუხაროა, რომ ასე დავმარცხდით. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გავიგოთ რომ მარტო შერკინების იმედად ყოფნა არ შეიძლება. მით უმეტეს, რომ უკვე ამაშიც ვაგებთ. ბოლო ოთხი წელი ვაცხადებდით, რომ ჩვენი პრიორიტეტი ხელდახელ თამაში უნდა გამხდარიყო, და საკითხავია ვისთან - რუსეთის დონის გუნდებთან?! იმედია სვანიძე და მისი თანამოაზრეები მალე პროგრესული ძალით შეიცვლებიან...
დავითი
03 ოქტომბერი 2019 13:03
1
2015 წელს,ჩვენმა ნაკრებმა,ძალიან კარგად ითამაშა და პრეტენზია განაცხადა 6 ერში მონაწილეობაზე.მომდევნო წელს ამ პრეტენზიის განმტკიცებას მოახმარა და მაშინაც გვეთქმოდა სათქმელი,მაგრამ 6 ერის მამებმა ცივი უარი გამოგვიცხადეს ყოველგვარ პერსპექტივაზე და დაგვტოვეს ცაში გამოკიდებულები.იხტიბარს თითქოს არ ვიტეხდით,მაგრამ ჩანდა,რომ მიზანი და მისი განხორციელების გზები, აღარ არსებობდა.ეს ყველაფერი ჩვენ საბრძოლო სულსაც შეეხო და მცდელობა თამაშის სტილი შეგვეცვალა,ჯერჯერობით კრახით დასრულდა.კი ცვლილებები არის,უფრო სწრაფად ვთამაშობთ,მაგრამ ჩვენი უკანახაზელები,ახალგაზრდობას ვგულისხმობ,ვერ განვითარდა იმ სისწრაფით,რომ საფრანგეთში თავი დაემკვიდრებინა,ხოლო ვინც საქართველოში დარჩა,ისინი ,სულაც ფსიქოლოგიურადაც ვერ აღმოჩნდნენ მზად ამ ტურნირისათვის,ფიზიკა ხომ ისედაც ცხადი იყო.საბოლოო ჯამში აღმოჩნდა,რომ დავკარგეთ უპირატესობა შერკინებაში,მოლში და ვერ ამოვქაჩეთ ჩამორჩენა ხელით თამაშში,სისწრაფეში,რაქში,აუტში.თამაშის ბოლოს კი,სულაც ხელები ჩამოვუშვით და ყველაზე ცუდი ეს არის.ფიჯი ისეთი გუნდია,თუ თამაში წაუვიდა,ნებისმიერის დამარცხება შეუძლია და ჩვენც მათ რიცხვში აღმოვჩნდით.ცუდი ისაა,რომ ჩვენ წავხდით ასე ძალიან.მილტონ ჰეიგმა ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა სქართველოში და ეს აუცილებლად მომავალშიც დაგვეხმარება ახალი თაობების გაზრდაში,მაგრამ ნაკრების ეს კრახი,საგრძნობლად შეამცირებს რაგბიში ვარჯიშის მსურველებს და ესაა ყველაზე ცუდი შედეგი.დამთავრდება ეს ჩემპიონატი და ალბათ დიდი მსჯელობა იქნება მის შედეგებზე.სალაპარაკო,მართლაც ძალიან ბევრია.ეტყობა შიგნითაც არეულობაა,რაკი გარეთაც გამოჟონა ინფორმაციამ და ხმამაღლა ალაპარაკდნენ.ალბათ ცვლილებებიც მოხდება და გია ნიჟარაძე ალბათ აღარ დაბრუნდება,მაგრამ ისეთი ადამიანი გვჭირდება,ვინც ისევ გააერთიანებს სარაგბო თემს და სტრატეგიული აზროვნება ექნება კარგ მენეჯერობასთან ერთად.რაგბის სწავლებასთან ერთად,თავიდანვე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვებისათვის,სწორი,სწრაფი სირბილის სწავლებას,რადგან ესაა ამჟამად ჩვენი ყველაზე დიდი ჩამორჩენა და განსაკუთრებით უნდა ვეცადოთ ტანიანი ბიჭებისათვის ამის სწავლებას.ეს თამაში სწორედ უკანა ხაზელებმა მოგვიგეს,რომლებ გაცილებით მძიმეები და ამავე დროს სწრაფები იყვნენ ჩვენ უკანახაზელებზე და სწორედ ამიტომ ვეღარ ვაჩერებდით მათ ერთი ერთზე,~. ზუსტად ასე იყო უელსთანაც.
ახლა რაც შეეხება იმათ,ვინც აცხადებს,რომ რაგბი ჩვენი თამაში არ არის.მაშ რა არის ჩვენი თამაში?ყურებზე ჩამოკიდებული საყურე,ქათმის მკერდიანი ახალგაზრდობა,მარიხუანით დაბოლილი და გამოქლიავებული?ვის რაში გამოადგება ასეთი ახალგაზრდა,თავსაც რომ იღუპავს და ქვეყანას მომავალსაც უნადგურებს?მეორე მხარეს რაგბიში ნავარჯიშები ახალგაზრდა,რომელსაც სისხლში აქვს გამჯდარი მეგობრის გვერდში დგომა,უშიშრობა,ვაჟკაცობა,სამშობლოს შეგრძნება,გამძლეობა,ტკივილის ატანის უნარი,შრომის უნარი,სწრაფი აზროვნება,წესიერება,მეტოქისადმი პატივისცემა.ეს სულით და ხორცით ძლიერი,მოაზროვნე ახალგაზრდაა და სწორედ ასეთი ახალგაზრდა სჭირდება საქართველოს,ის დაიცავს და გვერდში დაუდგება ქვეყანას,ხალხს,გაჭირვებაში.შარვალჩახდილი,და უკანალ გასიშვლებული ახალგაზრდა ქვეყანას ვერ გაამთლიანებს და თავისი შიშველი უკანალით,ვერავის შეაშინებს.აი გაცინებით კი დააცინებს და ერსაც დააცინინებს.1989 წლის 9 აპრილის სისხლიან ღამეს,სხვებთან ერთად,სწორედ ქართველი რაგბისტები იყვნენ,რომლებმაც საკუთარ თავზე მიიღეს რუსის ჯარის დარტყმა და ამით უამრავი ქალი და ბავშვი გადაარჩინეს სიკვდილს.რაგბიში მოვარჯიშე ახალგაზრდა,გონებრივადაც და ფიზიკურადაც და მენტალურადაც მზადაა ქვეყნის სამსახურში ჩასადგომად.ამიტო ქვეყნის საციცოხლო ინტერესებში რაგბის კიდევ უფრო განვითარება და მასობრიობის გაზრდა.მნიშვნელობა არა აქვს,რომელ პოზიციაზე იქნება ბორჯღალი რეიტინგში,რაგბის მთავარი დანიშნულება სწორედ ფიზიკურად და სულიერად გამოწრთობილი პატრიოტი ადამიანის ჩამოყალიბებაა და ყველა,ვინც დროებითი წარუმატებლობის გამო,თვითონ სპორტის სახეობაზე ამბობს უარს,არაკაც გირჩი ჯაფარიძის თანამდგომად ჩავთვლიდი.თქვენც დაფიქრდით მეგობრებო ამაზე და ისე გააკეთეთ არჩევან.აქეთ რაგბია,რომელოც მაინც ჩვენი თამაშია და იქით გირჩი ჯაფარიძეა,რომლის საქმეც პლანი და ტრაკის თამაშია.ამ ბოლო სიტყვისათვის ბოდიშს გიხდით,მაგრამ აუცილებლად სათქმელი იყო.იმედია არ დამიბლოკავენ.
სოსო
03 ოქტომბერი 2019 12:41
5
მათიაშვილი გამოდი,გიცანით
წადი რაჟა ძამიკო სახლში!
03 ოქტომბერი 2019 13:05
4
სოსო - მიხვდი ?! - სწორად ამიტომ ურტყამენ უკვე რაგბს -აბა კარგად დააკვირდი
,, რაგბი ჩვენი თამაშ,,-ზე გამართეს ქ ი ლ ი კ ი, ანუ სუსტი ეკონომიკის მქონე საქართველო რომ მაინც მე-12 ადგილზე რომ არის მთელ მსოფლიოშიო (?!), კარგი გააკრიტიკი, მწვავედაც, მაგრამ იერიში აიღო ,, რატომ ამბობთ - რაგბი ჩვენი თამაშია,,-ო- ეს ხომ ალოგიკური და არა -ადეკვატური დამოკიდებულებაა, ან ხომ ხედავ - აუხსნელი ზიზღიც და ბოღმაც რომ არსებობს და რატომ ?! ეს რა საჭიროა ?! - ესენი კრემლის ტროლები არიან, ქართული სახელებით,ქართული ენის მცოდნენი, გვარებგადმნოკეთებულები , შეიძლება ვლადიკავკასიდან- ყველა რუსეთის ტ უ რ ე ბ ი კავკასიაში, შური და ბოღმა ყელში აქვთ ამოსული, როგორ თუ მით მთელ მსოფლიოში სახელი და გავლენა გაგაჩნიათო ?! - სწორად მაგ რაგბის ვაჟკაცური ბუნების ა რ არსებობისათვის ტროლობენ - დემაგოგობენ, ქართული რაგბის დისკრედიტირებისათვის. რუსეთს მუდამ სუსუტი, უსუსური,ღატაკი, უპერსპექტივო, ნარკოტიკებზე დასმული , კრიმინალური იდეოლოგიით დეზორიენტირებული- დეგრადირებული -ქართული სახელმწიფო და ქართველი ახალგაზრდობა ჭირდება - ა რ ა ვაჟკაცური, მებრძოლი,
მუდამ შემართული თავისუფლება- პასუხისმგებლობა- სამართლიანობისათვის, მით ერის ღირსების დამცველი, სწავლა - შრომაზე ორიენტირებული ... მხოლოდ მით შეინარჩუნებს ,,რუსულ სამყაროს,, საქართველოში, კავკასიაში ( დააკვირდი- სწორად ამიტომ ჩრდილო კასვკასიაში მიზანმიმართულად- წარმატებით ბ ლ ო კ ა ვ ს რაგბის განვითარებას !) ... ეს ხალხი-ეს ტროლები ა რ არის რთული დასადგენი (!), ისინი პოლიტიკური ვითარების -საზოგადოებისადმი დეზინფორმაცია- დემაგოგია - ტროლობით არიან დაკავებული მიზანმიმართული
სიძულვილის პროპაგანდით, მით შიდა დაპირისპირების გამძაფრებისათვის , მით ერის
დაუსუსურება - დ ე ზ ო რ გ ა ნ ი ზ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს და მხოლოდ ამიტომ არის საქართველო არსებულ უპერსპექტივოი დღეში, მტერი და მოყვარე რომ ვერ გაურჩევია დღეს და ... დაბნეული, მით ღატაკი შეიქმნა. თუმცა ადამიანს გონება და აზროვნების უნარი გააჩნია - დასკვნებს აკეთებს და გაცილებით ეფექტური შეიქმნება!
გლახუნა
03 ოქტომბერი 2019 14:04
15
ფიჯი უფრო ძლიერია, მაგრამ არც ამდენით. ტიპიური ქართული მენტალიტეტი ვაჩვენეთ.ანუ ბოლოს მივუშვით ყველაფერი და ხელები ჩამოვუშვით.
გიორგი
03 ოქტომბერი 2019 11:16
3
მადლობა ბიჭებს მადლობა ჰეიგს მადლობა მათ, იმისთვის, რომ თამასა იმხელა აქვთ აწეული რომ ორი თამაშის ვერ მოგება ჯგუფში სრულ კრახად განიხილება უკვე საქართველოში!!!

იყო ბევრი შეცდომა იყო ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მწვრთნელების მიერ და ასევე ბევრი შეცდომა დაუშვა ფედერაციამ ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ეს მწარე მარცხი იმედია სწორი დასკვნების გამოტანაში დაგვეხმარება და უკვე ახალი თაობა გაგვიყვანს ახალ სიმაღლეებზე საქმისადმი სწორი მიდგომებით.

კიდევ ერთხელ მადლობა და საერთოდ არ მაინტერესებს მათი აზრი ვინც თვლის რომ ამ წუთას კლავიატურას მიუჯდეს და ბოღმა ანთხიოს ბიჭებზე !!!
toma
03 ოქტომბერი 2019 11:08
22
არაუშვს ბიჭებო, მანც დიდი მადლობა ყველაფრისთვის, საამაყო ხალხი ხართ და გვიყვარხართ, გაფასებთ
Megreli
03 ოქტომბერი 2019 11:19
11
ღადაობ?
არდილეს
03 ოქტომბერი 2019 11:40
4
არა ძმაო, არ ვღდაობ
Megreli
03 ოქტომბერი 2019 13:37
0
გოჩა სვანიძე სანამ ფედერაციის თავკაცი იქნება,უკან უკან წავა ყველაფერი, როდის ვამბობდი,ატკატების მეტი არაფრის თავი არა აქვს, ეხლა ვა ვუის ძახილი და თავზე ნაცარის წაყრას აზრი არააქვს,ფედერაციაში ძირფესვიანად შესაცვლელია ყველაფერი...
gurulo
03 ოქტომბერი 2019 12:05
5
იგივე კომენტარი მაქვს რაც მაშინ ამ თამაშის შემადგენლობა რომ დაასახელა ჰეიგმა:

"რატომ ლობჟანიძე და მათიაშვილი, რატომ??? ბოლოს რომელს გახსენდებათ მათი კარგად თამაში? შეცვლაზე ურუგვაისთან რამე გააკეთეს კი არა პირიქით აფუჭებდნენ. ან ოთარ გიორგაძეს რას ერჩოდა - ურუგვაისთან საუკეთესოს. ის ვისაც არ გამოუვიდა თამაში ურუგვაისთან იყო კვესელაძე და ის დატოვა. ან გუნდის 3/4-ის ცვლილება ყველა თამაშში რა ტაქტიკაა - დავიჯერო 3-4 კაცის გარდა ვერცერთი ახერხებს დასვენებას და ფორმის აღდგენას? მოკლედ ჰეიგი მგონი ფიჯიდან არის წარმოშობით. ინფარქი თუ მივიღე ხუთშაბათს ჰეიგის დამსახურება იქნება."
???
03 ოქტომბერი 2019 11:08
1
ჰეიგისგან რაგინდათ აბა?რაგბისტები გვყავს საშუალოზე დაბალი დონის და შედეგიც შესაბამისია.ამ მსოფლიოზე არცერთი თამაში არ გამომიტოვებია ყველას ვუყურე.ყველაზე საზიზღარ რაგბს თამაშობს საქართველო.საშინელებაა ჩართული სვარკაა
Buxrika
03 ოქტომბერი 2019 12:06
9
აი ჩაჯმული ბავშვი ხო გინდახავთ რო ვერ დარბიან აი ეგრე დაძუნძულებდნენ ჩვენებიი.გოგორგოძეს გადაწყვეტილებას ვუწუნებ არ უნდა დაბრუნებულიყო ამ ბარდაგში.ისე გამოვიდა რო ცუდად წავიდა არადა კარგად იყო წასული.
Buxrika
03 ოქტომბერი 2019 17:59
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული