საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: worldrugby

3 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ
დაფარა, ის ფიჯელებს ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა.


მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში "ბორჯღალოსნებმა" 2 ლელო გაუშვა. ჩვენი ჩათვლის მოედანში ბურთი ლომანიმ და ტუისოვამ დაამიწეს. მართალია, გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის წყალობით 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და სიტუაცია თითქოს დაიძაბა - 10:17.


თუმცა ეს ბოლო პოზიტიური მომენტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. 61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა 3 ლელო დაგვიდეს, 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში უკვე თითქმის გამანადგურებელი გახდა - 10:38.

თუმცა, ფიჯელები ამაზე არ გაჩერებულან და მე-7 ლელოც დაგვიდეს. რადრადრამ დუბლი შეასრულა და საერთოდაც, სწორედ ამ კაცის უდიდესი დამსახურება იყო, ამ სხვაობით რომ დაამარცხეს საქართველო. ვოლავოლამ გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა - 45:10.

ფიჯიმ საქართველოს ნაკრებს აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, კუნძულელებმა შერკინებაშიც კი აჯობეს "ბორჯღალოსნებს" და ამის გათვალისწინებით, ამ ანგარიშით მარცხი გასაკვირი სულაც არ ყოფილა.


"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასი D ჯგუფის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს. ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. უელსი            2 2 0 0 +33 9
2. ფიჯი              3 2 0 1 +14 7
3. ავსტრალია     2 1 0 1 +14 6
4. საქართველო   3 1 0 2 -38 5
5. ურუგვაი         2 1 0 1 -23 4


მკითხველის კომენტარები / 169 /
სისწრაფე, ფანტაზია, კომბინაცია - ნული. უკვე მიკვირს ევროპაში როგორ ათამაშებენ ამათ. ძალიან მტკივა გული მაგრამ რაღაც ბარდაკია გუნდში, არავითარი დისციპლინა. ტალახაძე უფრო სწრაფად ითამაშბდა, ძალიან ზანტად მოძრაობდნენ, რაიმე კომბინაცია თუ აქვთ დამუშავებული არა მგონია, ყველაფერს მწვრთნელს ნუ დააბრალებთ, თუ არ გაინძრევი წააგებ, ჩვენს ფეხბურთელებს ემსგავსებიან სამწუხაროდ
გია
03 ოქტომბერი 2019 15:51
3
რაგბი რომ განვითარდეს აგერ ერთ რამეს გთავაზობთ: აიყვანეთ ტექნიკური ფეხბურთელი ტიპები და რაგბის თამაში დააწყებინეთ. ჭიდაობიდან და 2უჯრედიანი სპორტებიდან ნურავის ნუ იღებთ რაგბში! უნდა მოვიდნენ ფეხბურთიდან და სხვა ტაქტიკური-ტექნიკური სპორტებიდან აი ესაა რაგბი.
კიდევ ერთი
03 ოქტომბერი 2019 15:09
5
დიდი შეცდომა იყო 15 წუთზე ჯარიმის დარტყმა მე ვფიქრობ ლელოზე უნდა გვეთამაშა და დადებდა კიდეც ბიჭები და ამის მერე ფიჯიც ვიცით რომ აირეოდა იმ გაცუდებულმა ჯარიმამ დიდი გავლენა იქონია და რა ჭირდა თედოს გვითხარით ბარემ
zurabi
03 ოქტომბერი 2019 13:05
10
სულ ეს არის დღემანდელი ქართული რაგბი,ბაქი ბუქი,ექვსი ერი,რეგბი ჩვენი თამაშია,მსოფლიოში უძლიერესი შერკინება და რა თქმა უნდა ბიძინას ქება დიდება ქართული რაგბის განვითარების გამო.ხოდა კრიტიკა არ გაბედოთ,ეწყინება.
me
03 ოქტომბერი 2019 15:02
4
გამახსენდა ქართული რაგბის ფლაგმანი ქუთაისის აია(ყოფილი სახლმშენებელი)ისინიც ასე თამაშობდენ თავდადებით ვაჟკაცურად, მაგრამ ეს იყო 30-35 წლის უკან მას შემდეგ რაგბი ვითარდება ისეთი ტემპით რომ ცხადია ჩვენ ვერ ვეწევით... არ შეიძლებოდა ერთი კლუბი შეგვექმნა თუ გინდ ფრანშიზა და გვეთამაშა ევროპაში ან თუ გინდ სადმე სხვაგან და ის ხალხი რომლებიც ვერ ხვდებიან საფრანგეთში ან კიდევ სხვა ჩემპიონატებში პრაქტიკას მიიღებენ მაინც, თორემ ზოგიერთი ნაკრების მორაგბე საქართველოს ჩემპიონატშია ჩარჩენილი... ვიცით რომ ამისათვის ფულია საჭირო, მერე სადაა ჩვენი ბიზნესმენები?მაგრამ მათ ხომ ფულს ვერ გამოატანინებ, მარტო პარლამენტი და მერე საკუთარი ბიზნესის დაცვა და ბიუჯეტის ჭამა იციან. დააბრუნეთ ნიჯარაძე ნამდვილი პროფესიონალი კაცი(პირადად არ ვიცნობ სამწუხაროდ) და მონახედ ნორმალური მწვრთნელი თუ არა და ცოტა ხანში დავალთ რუმინეთის და რუსეთის დონემდე საიდანაც უფსკრული ნათლად ჩანს...
Maximus
03 ოქტომბერი 2019 13:59
0
ცალსახად სახეზეა ქართული რაგბის რეგრესი ანუ დაღმასვლა,ახლა მთავარია დროზე შეჩერდეს ეს პროცესი,ამისათვის საჭიროა ცვლილებები. პირველ რიგში უნდა შეიცვალოს ფედერაციის ხელმძღვანელობა,რადგან მათმა დასახულმა სამოქმედო გეგმამ არ იმუშავა და მეტიც დააჩქარა ქართული რაგბის რეგრესი..ბოლო 2 წელია ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია და ესც იმის შედეგია რომ ამავე ჩემპიონატზე ვერ მოვიპოვეთ მომდევნო ჩემპიონატის საგზური. იმას ვერავინ იტყვის რომ კარგი მორაგბეები არა გვყავს,უბრალოდ საჭიროა მათი სწორი მიმართულებით მომზადება და გაწვრთნა.ქაღთული რაგბის გადასარჩენად აუცილებელია ცვლილებები!
nodara
03 ოქტომბერი 2019 12:27
3
არაფერს გერჩი ფიჯელო რადრადრა. მწვრთნელებო მიპასუხეთ რად? რად? რა?!!!...
SL
03 ოქტომბერი 2019 11:26
1
შოტლანდიასთან ტესტებზე ეტყობოდათ კოჭებში რაც იქნებოდა ასე რომ არც გამკვირვებია დროა ახალგაზრდება ჩაანაცვლოს ძველები მამუკა რომ კიდევ საუკეთესო იქნება ამ გუნდში უკვე რაღაც ცვლილებების დროა.
dato
03 ოქტომბერი 2019 11:23
1
სირცხვილი . უთავმოყვარეობა. ხალხის აბუჩად აგდება.
გია
03 ოქტომბერი 2019 11:23
10
სირცხვილი და კატასტროფა. ფეხბურთელებს რომ წაეგოთ 1-7, მიწასთან გავასწორებდით. არც ესენი იმსახურებენ უკეთესს. არ აკრიტიკოთ და ჩაქოლეთ, ვინც რამე უარყოფითს იტყვის და წავალთ წინ.
ლაშა
03 ოქტომბერი 2019 11:15
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული