ფიჯელთა კაპიტნის კომენტარი საქართველოს დამარცხების შემდეგ

AutoSharing Option
ფიჯის ნაკრების კაპიტანმა დომინიკო ვაქანიბუროტუმ საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ მსოფლიო რაგბის ტელევიზიას კომენტარი მისცა.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მოთამაშეებს. მათ ამ შეხვედრაში მთელი გული ჩადეს, თავი არ დაუხრიათ და შესანიშნავად დაასრულეს თამაში.

თამაშამდე ვიცოდით, რა გველოდებოდა, საქართველოს ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შერკინება ჰყავს. ეს დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის და ბიჭებს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო, რომ თამაშის ბოლომდე არაფერი დაუთმიათ".

ფიჯის ნაკრებს წინ 1 შეხვედრა ელის უელსის ეროვნულ გუნდთან და თუ ევროპელების დამარცხებას მოახერხებენ, გარკვეული შანსები ექნებათ პლეი-ოფში გასასვლელად.

საქართველოს დამარცხების შემდეგ " style="height: 50px; width: 50px;" />საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

altმერაბ შარიქაძე: ბოდიში, რომ ვერ გაგახარეთ...

მკითხველის კომენტარები / 8 /
მოდით ნუ დავაბრაებთ წაგებას იმას, რომ ჩვენს ნაკრებს ძლიერ ნაკრებებთან იშვიათად უწევთ თამაშო. ჯერ ერთი მოთამაშეთა 80%-ზე მეტი ევროპის უძლიერეს გუნდებში თამაშობს და მეორეც ფიჯელებს შიდა ჩემპიონატიც ჩვენზე სუსტი აქვთ და ნაკრებიც არ ეთამაშება მსოფლიოს უძლიერეს გუნდებს, მაგრამ?...
ჟორა
20:06 08-10-2019
0
კლასის შემდგომ ამაღლებას, როგორც ვხედავთ უკვე მოითხოვს ყველას ერთობლივ ძალისხმევას.
საჭიროა ძლიერი საქართველოს პირველობა, თუმცა ყველაფერი ბავშვთა რაგბიდან უნდა დაიწყოს. კიდევ ბევრი საკითხია მაგრამ ეს უმთავრესია.
არ შეიიძლება იმის უგულვებელყოფა, რაც გაკეთდა.
პეტრე
16:34 04-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული