მილტონ ჰეიგი: თუ ეს გვინდა... ავსტრალიასთან უნდა მოვიგოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ფიჯისთან (14:45) განცდილი მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"პირველ ტაიმში საკმაოდ თანაბარი თამაში იყო. როგორც მატჩის წინ ვთქვი, როცა ფიჯის შენს ზურგს უკან გაუშვებ და პასების გაკეთების საშუალებას მისცემ, მათ წინააღმდეგ თავდაცვა ძალიან რთული ხდება.

ხაზის გაჭრისას ყოველთვის ჰყავდათ დამხმარე მოთამაშე ახლოს, ისე, როგორც შვიდკაცაში ხდება. კარგად ვიცოდით, რასაც გააკეთებდნენ და სანამ თავს კარგად ვიცავდით პირველ ტაიმში, ყველაფერი ნორმალურად იყო. ხოლო მეორე ტაიმის ბოლო 30 წუთის განმავლობაში კი ამის გაკეთება საკმარისად კარგად ვეღარ
შევძელით.

რომ მცოდნოდა, შერკინებაში ამდენჯერ დავჯარიმდებოდით, გამოვასწორებდით ამ საკითხს. შერკინება ბნელი ხელოვნებაა, მხოლოდ მისმა მონაწილეებმა იციან, რა ხდება და გრემ როუნთრის უნდა ვესაუბრო და გავარჩიოთ, რა მოხდა.

ერთ-ერთი ჩვენი მორკინალი ვერ ახერხებდა წინ წასვლას. ექიმების მიხედვით, მას ფეხის ტრავმა აქვს და ყველაფერი უნდა ვნახოთ და ავსტრალიასთან შეხვედრაში გამოვასწოროთ პრობლემა.

პირველ ტაიმში ფიჯელი მორაგბის მაღალმა ბოჭვამ თოდუაზე ყველაფერი შეცვალა. პირველ ნახევარში ეს მომენტი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ის ფიჯელი ბოლო მცველი გახლდათ. შეგვეძლო 5 ან 7 ქულა მოგვეპოვებინა, თუმცა არ ვთვლი, რომ შეხვედრაზე ამ ეპიზოდმა რაიმე ზეგავლენა მოახდინა. ჩვენ 1 ლელო დავდეთ, მათ - 7, ასე რომ...

ავსტრალიასთან თამაშს რაც შეეხება, თუ ავტომატურად გვინდა მსოფლიო თასზე მოხვედრა, ეს თამაში უნდა მოვიგოთ. ბიჭებს გასახდელში ვუთხარი, დიახ, ჩვენ გულდაწყვეტილები ვართ და გვჭირდება კიდეც ეს, რადგან ეს არ იყო ის შეხვედრა, რაც საქართველოში მყოფი ჩვენი ოჯახებისთვის, მეგობრებისთვისა და გულშემატკივრებისთვის უნდა გვეთამაშა. თუმცა, რეალობა ის არის, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა, რა ვერ გავაკეთეთ; მნიშვნელოვანია ის, რა უნდა გავაკეთოთ.

ჩვენ წინ 8 დღე გვაქვს, მაგრამ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ დღეს უნდა ვიყოთ იმედგაცრუებულები, თუმცა ხვალ კი დავუბრუნდეთ სამუშაოს, ვნახოთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი და ისე შევუტიოთ ავსტრალიას.

ვერ ვიტყვი, რომ მომზადებისათვის 3 დღე ცოტა იყო. როცა ასეთ ტურნირზე მოდიხარ, მოწინააღმდეგის წინააღმდეგ გაცილებით ადრე იწყებ მზადებას. კარგად ვიცნობდით მათ მოთამაშეებს, ვეთამაშეთ კიდეც ბოლო წლების განმავლობაში. ასე რომ, გეგმის მომზადება პრობლემა არაა, მთავარი მისი განხორციელება გახლავთ.

ვისაუბრე კიდეც, რომ ურუგვაისთან წაგებამ ფიჯელებს მოტივაცია შემატა. თუმცა, არა მგონია, პირველი ტაიმის შემდეგაც ამ მოტივაციას ემუშავა. მეორე ნახევარში კრიტიკული შეცდომები დავუშვით, რაც მათი ქულებით დასრულდა. გახსნილ თამაშში ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან და ლელოების დადებაც არ უჭირთ".

მკითხველის კომენტარები / 76 /
ობიექტურად უნდა ვიმსჯელოთ. დღევანდელი წაგება უხარისხო მოედანმა და მსაჯის მიკერძოებული გადაწყვეტილებებმა განაპირობა. სწრაფი თამაშის შესაძლებლობა წაგვერთვა, რაც ჩვენი უპირატესობა უნდა ყოფილიყო. შერკინებაში რომ წავაგებდით, ისედაც ცხადი იყო!!! რაც შეეხება ვოლაბებთან თამაშს, უნდა მოვუგოთ აუცილებლად, სისწრაფეში და მოლში, ასევე შერკინებაში!!!
რომანა
03 ოქტომბერი 2019 15:57
41
არეკნი გამოგრჩა, მაGაშიც უნდა მოვუგოთ
შალვა
03 ოქტომბერი 2019 16:08
1
ყველაფერს, რომ ვამარტივებთ და ზერელედ ვაფასებთ - იმიტომ არის ჩვენი საქმე ყველაფერში კარგად. პრობლემა უფრო ღრმააა.

მთავარი მწვრთელის ლანძღვამდე აბა ერთი დაასახელეთ რამდენი ქრთველი მოთამაშე არის ევროპაში, რომელმაც პასი იცის? აბა მაინც რამდენი და რომელ კლუბში? დათვალეთ? თუ საიდუმლო არ არის ერთი გვითხარით - დაგვისახელეთ ასეთი "პასის" დიდოსტატი ქართველი მოთამაშე და ის "მაღალი" დონის უცხოური კლუბი სადაც ის თამაშობს. დაქეწეთ, ჩამოთვალეთ აქ კომენტარებში აბა სცადეთ...რამდენი გამოვა?

ოღონდ გორგოძით არ დაიწყოთ ...



ლევანი
04 ოქტომბერი 2019 08:40
4
კი ავსტრალიასაც მოვუგებთ ჰეიგის და დანარჩენი მწვრთნელების, ასევე ჩვენი რაგბის ფედერციის ხელში. აქ ბიჭები არაფერ შუაში არ არიან, მთავარია ტუგადუმი სამწვრთნელო შტაბი და ფედერაცია შეიცვალოს მთლიანად, 4 წელი ამ თამაშისათვის „ამზადებდნენ“ ბიჭებს და ეს არის შედეგი -35???
დათო
04 ოქტომბერი 2019 07:54
2
და საერთოდ მეგობრებო, გუნდური სპორტების წარმომადგენლების გასაგონად ვიძახი, რაღაც კომენტარებს რომ დაწერს ხალხი უნდა მოუსმინოთ კი არ იტრაკპრანჭაოთ, როცა ნათლად ჩანს როგორ უუნაროდ გამოიყურებით ხოლმე.
ddgfdf
04 ოქტომბერი 2019 00:28
1
შენ და მილტონ რომელი თამაში გაარჩიე? :)))
მილტონ შენ იმას ვერ ხვდები რაგბში და საერთოდ გუნდურ სახეობებში მოწინააღმდეგე უნდა დააფასო!!!!
ჰიმნი
04 ოქტომბერი 2019 02:33
6
მწვრთნელიი...
halagaji
04 ოქტომბერი 2019 10:01
0
როგორც, რომ: გულს ნუ გაიტეხ, სოფელი დიდია... და მისთანანი.
იდალგო
03 ოქტომბერი 2019 15:51
1
თითქის ყველა ნაკრებს ათეულისას მომატებული აქვს,ჩვენ კი ამ წაგებამ 4-5 წლით უკან დაგვხია. მილტონის შეცვლაზე 4 წლის წინაც იყო საუბარი და 2 წლის წინათაც, მაგრამ ფედერაციამ ვერ გამოიღო ფხა, ეხლა ამას აღარ ეშველება, ამიტომ უნდა ვიფიქროთ როგორ გამოვიდეთ არსებული სიტუაციიდან: 1) როგორც ვიცი მწვრთნელს კაი ხანია ეძებენ, მაგრამ ყველა ტოპ-მწვრთნელი დაკავებულია, ამიტომ ისევ ჯობია მაისაშვილი დანიშნონ მთავარ მწვრთნელად, ძალიან ღირსეული კანდიდატი მგონია! 2) მამუკა ამთავრებს კარიერას და უნდა თხოვოს ვინმემ მოვიდეს ფედერაციის პრეზიდენტად,... ან ილია ზედგინიძე..
zviads
04 ოქტომბერი 2019 16:34
7
ნეტავ შენა რაა!! არ ურუკინებდე!!!!....
ექსპერტი
04 ოქტომბერი 2019 10:46
1
ბიჭებო, ავსრეალიასთან როდისაა თამაში?
elgvisa
04 ოქტომბერი 2019 02:53
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული