მილტონ ჰეიგი: თუ ეს გვინდა... ავსტრალიასთან უნდა მოვიგოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ფიჯისთან (14:45) განცდილი მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"პირველ ტაიმში საკმაოდ თანაბარი თამაში იყო. როგორც მატჩის წინ ვთქვი, როცა ფიჯის შენს ზურგს უკან გაუშვებ და პასების გაკეთების საშუალებას მისცემ, მათ წინააღმდეგ თავდაცვა ძალიან რთული ხდება.

ხაზის გაჭრისას ყოველთვის ჰყავდათ დამხმარე მოთამაშე ახლოს, ისე, როგორც შვიდკაცაში ხდება. კარგად ვიცოდით, რასაც გააკეთებდნენ და სანამ თავს კარგად ვიცავდით პირველ ტაიმში, ყველაფერი ნორმალურად იყო. ხოლო მეორე ტაიმის ბოლო 30 წუთის განმავლობაში კი ამის გაკეთება საკმარისად კარგად ვეღარ
შევძელით.

რომ მცოდნოდა, შერკინებაში ამდენჯერ დავჯარიმდებოდით, გამოვასწორებდით ამ საკითხს. შერკინება ბნელი ხელოვნებაა, მხოლოდ მისმა მონაწილეებმა იციან, რა ხდება და გრემ როუნთრის უნდა ვესაუბრო და გავარჩიოთ, რა მოხდა.

ერთ-ერთი ჩვენი მორკინალი ვერ ახერხებდა წინ წასვლას. ექიმების მიხედვით, მას ფეხის ტრავმა აქვს და ყველაფერი უნდა ვნახოთ და ავსტრალიასთან შეხვედრაში გამოვასწოროთ პრობლემა.

პირველ ტაიმში ფიჯელი მორაგბის მაღალმა ბოჭვამ თოდუაზე ყველაფერი შეცვალა. პირველ ნახევარში ეს მომენტი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ის ფიჯელი ბოლო მცველი გახლდათ. შეგვეძლო 5 ან 7 ქულა მოგვეპოვებინა, თუმცა არ ვთვლი, რომ შეხვედრაზე ამ ეპიზოდმა რაიმე ზეგავლენა მოახდინა. ჩვენ 1 ლელო დავდეთ, მათ - 7, ასე რომ...

ავსტრალიასთან თამაშს რაც შეეხება, თუ ავტომატურად გვინდა მსოფლიო თასზე მოხვედრა, ეს თამაში უნდა მოვიგოთ. ბიჭებს გასახდელში ვუთხარი, დიახ, ჩვენ გულდაწყვეტილები ვართ და გვჭირდება კიდეც ეს, რადგან ეს არ იყო ის შეხვედრა, რაც საქართველოში მყოფი ჩვენი ოჯახებისთვის, მეგობრებისთვისა და გულშემატკივრებისთვის უნდა გვეთამაშა. თუმცა, რეალობა ის არის, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა, რა ვერ გავაკეთეთ; მნიშვნელოვანია ის, რა უნდა გავაკეთოთ.

ჩვენ წინ 8 დღე გვაქვს, მაგრამ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ დღეს უნდა ვიყოთ იმედგაცრუებულები, თუმცა ხვალ კი დავუბრუნდეთ სამუშაოს, ვნახოთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი და ისე შევუტიოთ ავსტრალიას.

ვერ ვიტყვი, რომ მომზადებისათვის 3 დღე ცოტა იყო. როცა ასეთ ტურნირზე მოდიხარ, მოწინააღმდეგის წინააღმდეგ გაცილებით ადრე იწყებ მზადებას. კარგად ვიცნობდით მათ მოთამაშეებს, ვეთამაშეთ კიდეც ბოლო წლების განმავლობაში. ასე რომ, გეგმის მომზადება პრობლემა არაა, მთავარი მისი განხორციელება გახლავთ.

ვისაუბრე კიდეც, რომ ურუგვაისთან წაგებამ ფიჯელებს მოტივაცია შემატა. თუმცა, არა მგონია, პირველი ტაიმის შემდეგაც ამ მოტივაციას ემუშავა. მეორე ნახევარში კრიტიკული შეცდომები დავუშვით, რაც მათი ქულებით დასრულდა. გახსნილ თამაშში ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან და ლელოების დადებაც არ უჭირთ".

მკითხველის კომენტარები / 76 /
მელიტონამ აურია. გასაგდებია.
Status quo
04 ოქტომბერი 2019 08:46
3
სულ ვერ მოიგებ მაგრამ ასე წაგებაც არ შეიძლება.. ჩემი აზრით კი საეჭვოდ წააგო ფიჯიმ ურუგვაისთან და მოიგო საქართველოსთან.. ვფიქრობ იფსონავეს
ოკ
03 ოქტომბერი 2019 15:58
11
რა შანსი იყო ურუგვაის (დაახლოებით რუსეთის დონის გუნდს) რომ მოეგო ფიჯისათვის? - ერთადერთი: ურუგვაიმ მაქსიმუმი, რაც შეეძლო, დადო მოედანზე ხოლო ფიჯიმ ითამაშა მინიმალური კონცენტრაციით წინასწარ ფაიზაღად მოგებულად
მითვლილ თამაშში.
ავსტრალია ჩვენამდე ეთამაშება ურუგვაის და ბონუსით მოგების შემთხვევაში (ჯგუფში ორი მოგებით) გარანტირებულ მეორე ადგილს გაინაღდებს და ჩვენთან თამაშამდე ისევ (ფატალური) ოთხი დღე ექნებათ დასასვენებლად/აღსადგენად.
ჩვენი შანსი ავსტრალიის წინააღმდეგ დაახლოებით ისეთივეა როგორც ურუგვაის ჰქონდა ფიჯისთან თამაშის წინ.
იმედი ვიქონიოთ რომ ავსტრალია რაც ვართ იმაზე სუსტად აღგვიქვამს, მეოთხედფინალების წინ თავის ძირითადებს დაასვენებს და გარანტირებულად მოგებულ თამაშზე ვერ მოახერხებენ სათანადო კონცენტრაციას, ხოლო ჩვენებს საუკეთესო თამაში გამოუვათ.
ჩემი აზრით მილტონამ თამაშამდე უნდა იძახოს ეს თამაში მაინც წაგებული გვაქვს და ხმამაღლა ბოდიშები იხადოს, ხოლო საქმით კი ბიჭები მაქსიმალურად დარაზმოს უმთავრესი თამაშისათვის.
ერთი ეგაა - სასწაულიც რომ მოხდეს და ავსტრალიას მოვუგოთ, ობიექტურობის შეგრძნება არ უნდა დავკარგოთ - დღეს იქ ვართ სადაც ვართ, ხვალ იქ ვიქნებით რასაც დავიმსახურებთ!
რამაზ
04 ოქტომბერი 2019 08:24
4
"ზარმაცა", ტროპიკული ტყის ზანტი ბინადარი - ხიდან ძალზე იშვიათად ჩამოდის, მხოლოდ ტუალეტისთვის. ყველაზე დაუცველი ამ დროს არის - მიწაზე შეიძლება მტაცებელმა ტუალეტამდე მიუსწროს და გადასანსლოს, მაგრამ მაინც ვერ ჩქარობს საბრალო - არ შეუძლია და რა ქნას?

ასეა ჩვენი რაგბის საქმეც - მტაცებელიც რომ გამოეკიდოს მაინც ვერ უჩქარებენ ფეხს - თუნდაც გადასანსლონ - არ შეუძლიათ და რა ქნან?

ფიჯომაც მოგვისრო და გადაგვსანსლა
იდალგო
04 ოქტომბერი 2019 11:23
1
ერთ დროს მართლა იტალიას ტოლსწორი ნაკრები ვიყავით,მერე მელიტონა შემოაგზავნეს სპეციალურად და რა დღეში ჩააგდო ნაკრები აგერ ხედავთ,სულ მაგას ვამბობდი ეს კაცი ნაკრებს უკან წევს მეთქი! დააკვირდით რამდენ ხანს გააჩერებენ იაპონიაში,ეს საიტი გააშუქებს მელიტონას მოღვაწეობას იაპონიაში და ნახავთ...
zura
04 ოქტომბერი 2019 09:03
14
ვერ გავიგე ასეთი აღშფოთების მიზეზი? უბრალოდ ფიჯის ნაკრები ჩვენს ნაკრეზე უფრო ძლიერი იყო, უფრო ძლიერი მოთამაშეებიც ყავდათ და რაგბის თამაშიც კარგად იცოდნენ. ჰოდა მოგვიგეს ისე როგორც ჩვენ ვუგებდით რუსებს! ობიექტური შედეგი იყო...
aburjga
04 ოქტომბერი 2019 06:13
5
სამწუხაროდ, ასეა, სიმართლეა და რატომღაც განტევების ვაცის ძიება მიმდინარეობს ინტენსიურად, რა ვქნათ მოვკლათ მწვრთელიან მოთამაშეები? და მერე რა?
არისტო
04 ოქტომბერი 2019 11:22
3
ფიჯის უკანახაზელები დიდები და სწრაფები არიან.სიჩქარეში მათი შებოჭვა ჩვენი პატარა უკანახაზელების მიერ წარმოუდგენლად მიმაჩნია.მოკლედ ასეთი უკანა ხაზით რომელი მწვრვთვნელი გვიშველის.ისე ურუგვაის შემდეგ რომ ადიდებდით ჰეიგს რა უცბად დაგავიწყდათ.
აზრზე მოდით,სირცხვილია
04 ოქტომბერი 2019 13:40
2
როგორც ხდება ხოლმე - "ჯვარს აცუ, ხვარს აცუ ეგე!"
იდალგო
04 ოქტომბერი 2019 14:14
3
აგერ 6 ერის გუნდმა იტალიამ სამხრეთ აფრიკასთან 49:3 წააგო.. სულ ორჯერ გადავიდა მგონი ცენტრის იქით.. ნუ იქნებით ასეთი პესიმისტები.. წარმატებები ყველგან და ყოველთვის საქართველოს ნაკრებს!!!
zaali
04 ოქტომბერი 2019 16:54
9
მე თუ მკითხავთ ჩვენი ბრალია ეს ყველაფერი,დავინახავთ უცხოელს და აბა ერთმანეთს ვასწრებთ პატივი როგორ ვცეთ,იქით ღვინო აქეთ მობრძადი ბატონო აქეთ ჭაჭა კიდო კონიაკი ბატონო,შამპანიური არ გაწყენდა და გალოთდა აი შენი მილიტონა,სულ ღიღინ ღიღინით დადის თურმე
chven vart givi
04 ოქტომბერი 2019 10:43
7
სანამ პრო14ში გუნდი არ გვეყოლება არაფერი გვეშველება.
ამდენი წელის ამას რომ ვერ მოაბავს ფედერაცია თავს იმასცრა უნდა ელაპარაკო ან რა შედეგს უნდა ელოდო?!
Gio
04 ოქტომბერი 2019 07:19
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული