ჰეიგმა შემადგენლობა ბოლოჯერ დაასახელა - "ბორჯღალოსნების" განაცხადი ავსტრალიასთან მატჩისთვის

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასის დასკვნითი შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე, ავსტრალიის ნაკრებს შიზუოკაში ეთამაშება. აღსანიშნავია, რომ "ვოლაბები" ერთადერთია ტიერ1-ის გუნდებიდან, რომლის წინააღმდეგაც აქამდე არასდროს გვითამაშია.

ბოლო მატჩი ჰეიგის თავკაცობით

11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ბოლოჯერ ითამაშებს მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით და შესაბამისად, ახალზელანდიელმა ბოლოჯერ დაასახელა გუნდის შემადგენლობა. მან 3 ოქტომბერს ფიჯისთან გამართული მატჩის სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა, სულ კი 23-კაციან რაზმში ოთხი ცვლილებაა.

სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები როტაციის პრინციპით მოხდა. 9 ნომრად
თამაშს იწყებს გელა აფრასიძე, ხოლო ვასილ ლობჟანიძემ მარქაფაში გადაინაცვლა. სხვა მხრივ, ხაზი უცვლელი დარჩა. მგეზავი კვლავ გამოცდილი ლაშა ხმალაძეა, ცენტრში მერაბ შარიქაძე და დავით კაჭარავა შეწყვილდნენ, ფულბეკი სოსო მათიაშვილი იქნება, ხოლო ფრთებზე სანდრო თოდუა და გიორგი კვესელაძე ითამაშებენ.

წინა მატჩის შემდეგ უცვლელია შერკინების პირველი და მეორე ხაზი. პირველ ხაზში თამაშს იწყებენ მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი, ხოლო მეორეში გიორგი ნემსაძე და კოტე მიქაუტაძე შეწყვილდებიან. ნემსაძისთვის ეს ბოლო ოფიციალური თამაშია მის კარიერაში. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს ფლანკერმა მამუკა გორგოძემ და შერკინების შემკვრელმა ბექა გორგაძემ, ხოლო მეორე ფლანკერი ბექა საღინაძე იქნება, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა, სკამზე კი გიორგი თხილაიშვილმა გადაინაცვლა.

ორი ცვლილებაა მარქაფაშიც. ლევან ჩილაჩავას ნაცვლად, ავსტრალიასთან თამაშში გიორგი მელიქიძე ჩაერთვება, ხოლო მირიან მოდებაძის ნაცვლად, ხაზში თამაზ მჭედლიძეს ვიხილავთ.

2019 წლის მსოფლიო თასი. D ჯგუფი. 11 ოქტომბერი. შიზუოკა
საქართველო - ავსტრალია (14:15 საქ. დრ.)

ხაზი | ბექები
15. იოსებ მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება | ფორვარდები
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა

16. ჯაბა ბრეგვაძე, 17 გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ოთარ გიორგაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 33 /
აფრასიძის სასტარტოს მივესალმები, სანამ ავსტრალია დაგვილაგდება იქნებ რამე სწრაფი გავუტაროთ. რავიცი რა ვიცი. ყველაფერს მორაგბეებს ვერ დავაბრალებთ... პირველ ტაიმში რომ ვერ გაგვექცნენ დიდი ანგარიშით ალბათ გიორგაძე და ბოლო იმედის მბოჭავად მალაღურაძე კარგი იქნებოდა.
isev
09 ოქტომბერი 2019 16:45
1
ვერა და ვერ მოაშორეს მათაიშვილი ნაკრებს
გია
09 ოქტომბერი 2019 16:13
9
ჩილაჩავა და გიორგაძე 73-ე და 74-ე წუთებზე შეცვალოს და სოფელიც აშენდება. პირველად გამიჩნდა სურვილი რომ ნაკრების თამაშს არ ვუყურო. მჭედლიძის ფუნქციას აგვიხსნის ვინმე?
David
09 ოქტომბერი 2019 16:02
9
მილტონი იმავე შეცდომებს უშვებს, რაც ფიჯისთან. მწვრთნელს არ ვასწავლი, საამისო არც კვალიფიკაცია მაქვს და არც პრეტენზია, მაგრამ ჩემნაირი დილეტანტისთვისაც კი აშკარაა წინა თამაშის შემდეგ, რომ: აბჟანდაძე 10 ნომრად უნდა იყოს, ხმალაძემ ხაზში უნდა გადაიწიოს, თოდუა-კვესელაძე-მათიაშვილი ეს სამეული ფიჯისთან ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, შეიძლება სხვა ბიჭებისთვის შანსის მიცემა, თაზო მჭედლიძე უდავოდ იმსახურებს თამაშს, მალაღურაძის ძირითადში ხილვაც ბევრად საინტერესო იქნებოდა. შალვა მამუკაშვილის ნაცვლად ძირითადიდან ჯაბა ბრეგვაძეს რომ დაეწყო, უკეთესი იქნებოდა, ჩილაჩავას წინა მატჩიდან ალბათ დაზიანება აქვს, თორემ მისი არყოფნაც სრულიად გაურკვეველია
გულშემატკივარი
09 ოქტომბერი 2019 16:01
1
კვესელაძე ცალსახად საუკეთესო იყო ნაკრებიდან ამ მსოფლიოზე! ზედიზედ ორჯერ შეინარჩუნა ძირითადში ადგილი ჩავარდნილი თამაშის მერე! ყოჩაღ ჰეიგ, არც მჭედლიძე ნახო კრაიზე, კიდევ ბევრი გყავს ტოპ14ში ხაზის მოთამაშე, არც მოდებაძე მოსინჯო, არც მათიაშვილი, კვესელაძე გეყენოს სულ.
მიქაუტაძეს 130კილოიან კაცს და ნემსაძეს კარიერას რომ ასრულებს უკვე რად უნდად როტაცია? მიდი გაწურე ბოლომდე. 80 წუთები ათამაშე სულ. სუთიაშვილი და ლომიძე როდიდან გახდნენ მეორეხაზელები? ან კაი გახდნენ მარა ჯამში რამდენი წუთი ათამაშე მოერე ხაზში ეგ ორივე ერთად? მეორეხაზელი არ წაიყვანე მარქაფისთვის კაი არ წაიყვანე. გორგოძე რატომ ერთხელ არ ცადე მეორე ხაზში. ტოპ14 ხშირად უწევს. რომ დამტვრეულიყო მიქაუტაძე ან ნემსაძე ან ორივე ერთად სად მიდიოდი მერე. ისე წურავ ორივეს კიდევ გასაკვირია როგორ დგანან ფეხზე. ფეხზე შეილება დგანან და რაღაცნაირად ამთავრებენ მატჩებს მაგრამ სარგებელი რამდენად მოაქვთ გუნდისთვის?
ნარიაშვილი ფორმაში რომ არაა მთელი საქართველო ხედავს. ამ ფონზე ახალგაზრდა გოგიჩაშვილი უნდა წაგეყვანა და მხეცივით ფორმაში მყოფი კარლენა დაგეტოვებინა? შერკინებაშიც ვერავინ უდგება და ღია თამაშშიც მოკლე დატყმებისას ყველაზე მაგრად კარლენას მიაქვს ბურთი. სულ უპირატესობას აკეთებს კონტაქტში შესვლისას რაც ნარიაშვილს არც არასდროს გამოსდიოდა ეგრე და ტრამვის მერე შერკინაბაშიც ვეღარ არის ისეთი დომინანტი ადრე რომ იყო. ზოგადად ჩვენი მორკინალებიდან კარლენას და მამუკაშვილს მიჰქონდათ ბურთი ყველაზე კარგად. მამუკაშვილიც სამწუხაროდ ვერაფრით გამოირჩა ამ კომპონენტში ამ მსოფლიოზე. მოკლედ მაგრად დაგვაკლდა კარლენა.
ჩილაჩავა საერთოდ სხვა საკითხია რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ქონდა პერიოდი ცოტა ხნის წინ რომ ხშირად იმტვრეოდა და ფორმაში შევლას ვერ ასწრებდა ხოლმე, ახლა კიდევ ფაქტიურად ფორმის პიკზე გავიდა და რად გინდა... წყალში ჩაუყარა ჰეიგმა.
ოთია კიდევ გორგოძის გამო დაიჩაგრა... არადა ამ მესამე ხაზის არევა არ ღირდა. საღინაძე ოთია ბექა უნდა ყოფილიყვნენ ძირითადი და სუთიაშვილს გორგოძეს ლომიძეს თხილაიშვილს დაესვენებინათ. გორგოძე უფრო მეორე ხაზის როტაციაში და იშვიათად მესამე ხაზის
ეეეეეჰ
09 ოქტომბერი 2019 15:48
5
ალბათ შერკინებაში ვოლაბებიც გვაჯობებენ, რადგან ძალიან ძლიერი გუნდია, იმედია ძალიან დიდი სხვაობით არ წავაგებთ და 10 წელი მაინც არ გადავდებთ 6 ერს, თუნდაც საუბრის დონეზე. ერთი რაც მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა შერკინების დროს ჰენკა გამოვიყენოთ და ასე დავაჯარიმოთ მოწინააღმდეგე?
რომანა
09 ოქტომბერი 2019 15:40
4
აბჟანდაძეს რას ერჩის, ვერ ხედავს, სულ სხვა გუნდია თედოსთან ერთად ჩვენი ნაკრები? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჰეიგმა წააგო ეს ჩემპიონატი, ჩემდა სამწუხაროდ.
bmb
09 ოქტომბერი 2019 15:37
1
ალბათ ტრამვა ააქვს აბჟანდაძეს სხვა ახსნა არ არსებობს. მარაქაფში მაინც იქნებოდა.
bmb -s
09 ოქტომბერი 2019 17:25
0
მათიაშვილი))))))))
მთ
09 ოქტომბერი 2019 15:12
3
თქვე კაი ხალხო. ვერსად ვერ წავიკითხე, ჩილაჩავა ტრავმირებულია თუ არა. 5 წუთი ითამაშა ფიჯისთან და მგონი კოჭლობით გავიდა. ასეა თუ ვცდები?
Alexandre
09 ოქტომბერი 2019 15:04
0
მამუკაშვილზე ნარიაშვილზე და მათიაშვილზე ჯვარი აქ აქ დაწერილი თუ დაგინებულიაქ სვანიძეს ???კვესელაძეს კიდე ბევრად მოდებაძე ჯობია, აბჟანდაძე სადაა..ძვლივს მჭედლიძე გამოჩნდა დაჩილაჩავას რატო აბოროტებთ ყველაზე მაგარი არი ჩილაჩავა და კაჭი ჩახურვებში
შიო
09 ოქტომბერი 2019 14:49
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული