საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებების პირველი შეხვედრა 2007 წლის მსოფლიო თასზე, 30 სექტემბერს მარსელში გაიმართა და მასპინძლებმა 64:7 მოიგეს.
13 წლის შემდეგ, ბორჯღალოსნების უმეტესობისთვის კარგად ნაცნობ საფრანგეთს საერთაშორისო ტესტ-მატჩისთვის მსოფლიო თასს მიღმა პირველად ვეწვევით და სენტ-ეტიენში ვეთამაშებით
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე ამბობს, რომ შეთანხმება დაახლოებით იმ პერიოდში შედგა, რა დროსაც სამხრეთ აფრიკასთან ივნისის ტესტ-მატჩი დაიგეგმა:
"დეკემბრის ბოლომდე, იანვრის დასაწყისში, გულშემატკივრებისთვის კიდევ რამდენიმე სიახლე გვექნება და
გვსურდა ყველა ამბავი ერთად მოგვეგროვებინა. საფრანგეთთან ნოემბრის ტესტ-მატჩი, დაახლოებით იმავე პერიოდში დაიგეგმა, რა პერიოდშიც სამხრეთ აფრიკას შევუთანხმდით, თუმცა დასაზუსტებელი იყო რიცხვი და სტადიონი. საფრანგეთში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, იქ ჩასვლა ყველა ქვეყნიდან იოლია და ვფიქრობ, ბორჯღალოსნების თამაშის ხილვის შესაძლებლობა ბევრ ქომაგს ექნება".
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
აქედან, თავიდან უნდა დაიწყოთ და არა ბოლოდან - საახალწლო სიურპრიზი ხომ არ არის?