"ბორჯღალოსნების" 2020 წლის პირველ მატჩამდე 23 დღე დარჩა. ტრადიციულად, ჩვენი გუნდი წლის დასაწყისში რაგბი ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება და ტიტულის მე-12-ედ მოპოვებას ეცდება.
5-თვიანი შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნები" საკუთარი ქომაგის წინაშე პირველად პირველ თებერვალს, „დინამო არენაზე“ ითამაშებენ, მეტოქე კი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე უმთავრესი კონკურენტი, რუმინეთის ნაკრებია.
2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის "ბორჯღალოსნები" იანვრის ბოლოს შეიკრიბებიან და ნაკრების გაფართოებული შემადგენლობაც მაშინ გახდება ცნობილი. მანამდე, ტრადიციულად, საქართველოში მყოფი "ბორჯღალოსნები" და ნაკრების კანდიდატები კვირაში რამდენჯერმე „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე იკრიბებიან და
ისტორია და მონაგარი
რაგბი ევროპის 6-გუნდა ჩემპიონატი 2000 წლიდან იმართება. 2016 წლამდე მას ერთა თასი ეწოდებოდა, მას შემდეგ კი რაგბი ევროპის ჩემპიონატად გადაკეთდა. ტურნირმა რამდენჯერმე შეიცვალა ფორმატი. თავიდან გამარჯვებული ერთი წლის შედეგების მიხედვით ვლინდებოდა, მერე გამარჯვებულის გამოსავლენად ორი წლის ჯამი ითვლებოდა, 2010 წლიდან კი კვლავ ერთწლიან ციკლს დაუბრუნდა.
შედეგად, რაგბი ევროპის ჩემპიონი 17-ჯერ გამოვლინდა და აქედან 11-ჯერ მთავარი ჯილდო საქართველომ ჩაიბარა, 5-ჯერ - რუმინეთმა და ერთადერთხელ - პორტუგალიამ (2004 წელს). აღსანიშნავია, რომ ამ წელს ჩვენს გუნდს ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდა და საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა.
2011 წლიდან "ბორჯღალოსნები" ტურნირის უმთავრეს ფავორიტად იქცა და 9 გათამაშებიდან 8 პირველ ადგილზე დაასრულა, აქედან 6-ჯერ ზედიზედ (2017 წელს ჩემპიონი რუმინეთი გახდა), რაც სარეკორდო მაჩვენებელია. განვლილ 20 წელიწადში "ბორჯღალოსნებს" რაგბი ევროპაზე ზუსტად 100 მატჩი აქვს ჩატარებული და მათგან 83-ში გამარჯვება მოიპოვა, 4 კი ფრედ დაასრულა.
2013-17 წლებში "ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ 23 შეხვედრა მოიგო, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია. ჩვენი გუნდი ლიდერობს საკუთარ მოედანზე მიჯრით მოგებული მატჩების რაოდენობითაც. სერია 2009 წელს დაიწყო და დღემდე 29 მატჩს ითვლის.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
თუ ქართველი გვინდოდა კილასონიას რას ვერჩით? რატომ არ გაკეთდა მასზე არჩევანი? იმიტომ თუ ამიტომ? და კონკრეტულად მაინც რატომ?
ყრილობა, პლენუმი და ცეკა მე არ ვიცი, მე ვიცი, რომ ამ გადაწყვეტიებით მნიშვნელოვანი დრო დაიკარგა (თვეები) და კიდევ დაიკარგება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი.
რატომ? რატომ და იმიტომ, ყველამ რომ კარგად ვიცით - იმიტომ!