მიხეილ ხარატი: "ბორჯღალოსნები" უფრო შემტევ და სწრაფ რაგბის ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის მარკეტინგის დირექტორმა მიხეილ ხარატმა მედიას ის თასები წარუდგინა, რომელთა შესანარჩუნებლად "ბორჯღალოსნები" უახლოესი ორი თვის განმავლობაში იბრძოლებს.

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატს "ბორჯღალოსნები" 1-ელ თებერვალს თბილისში, "დინამო არენაზე" რუმინეთთან მატჩით იწყებს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

ბილეთები უკვე იყიდება. ამ ეტაპზე ბილეთები იყიდება ონლაინბმულზე: www.TKT.GE/RUGBY ხოლო "დინამო არენის" სალაროებში ბილეთები მატჩის კვირას (27 იანვრიდან) გაიყიდება.

ტრადიციულად, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ურთიერთშეხვედრაში "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის" იბრძოლებენ, რომელიც ამ გუნდებს შორის 2002 წლიდან თამაშდება. აქამდე "ბორჯღალოსნებმა" ეს თასი 12-ჯერ აღმართა, ხოლო
რუმინელებმა - 6-ჯერ.

"რაგბი ევროპის ჩემპიონატს ტრადიციულ მეტოქესთან, რუმინეთთან მატჩით ვიწყებთ და ამავდროულად, გუნდები გარდამავალი "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის" იბრძოლებენ.

პრინციპულ შეხვედრას ორივე გუნდი განსაკუთრებული მოტივაციით ხვდება, მით უმეტეს, რომ ახალი ოთხწლიანი ციკლი იწყება და ორივე გუნდი განახლებული შემადგენლობით ითამაშებს.

რუმინელები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ. შეცვლილია ჩვენი გუნდიც, უფრო შემტევ, სწრაფ რაგბის ითამაშებს და დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი საქართველო-რუმინეთი იქნება" - განაცხადა ხარატმა.

Sportall.Ge

9 თებერვალს, საქართველოს დროით 15:45 საათზე, ესპანეთის ნაკრებს მადრიდში შევხვდებით. ორკვირიანი შესვენების შემდეგ, 22 თებერვალს, 15 საათზე, "ბორჯღალოსნები" ქუთაისში, "აია არენაზე" ბელგიას მასპინძლობს.

მეოთხე რაუნდში, 7 მარტს, რაგბი ევროპაზე დაბრუნებულ პორტუგალიის ნაკრებს საფრანგეთში, პარიზში, "სტად ჟან ბუენზე" შევხვდებით. წლევანდელ რაგბი ევროპას 14 მარტს თბილისში, რუსეთის ნაკრებთან მატჩით ვასრულებთ. რომელ სტადიონზე გაიმართება დასკვნითი შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია, რაზეც ხარატმა განაცხადა:

"პორტუგალიის რაგბის კავშირის თხოვნით, მათთან შეხვედრა პარიზში, 45-ათასიან სტადიონზე გაიმართება. რაც შეეხება რუსეთთან შეხვედრას, კარგად გვესმის, რომ ბელარუსთან მატჩს არა მხოლოდ ქართული ფეხბურთისთვის, არამედ ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ მინდვრის საფართან დაკავშირებით გაჩნდება რაიმე კითხვა და ორი კვირა არ იქნება საკმარისი რეაბილიტაციისთვის, მზად ვართ, განვიხილოთ სხვა სტადიონზე თამაშის შესაძლებლობა. რადგან საქართველო-რუსეთის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, ამ შემთხვევაში ალტერნატივად "მიხეილ მესხის" სტადიონი გამოდგება, სადაც 25 ათასი მაყურებელი ეტევა".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ისევ ის ძველი სიმღერა,საქართველო-რუსეთის მიმართ ინტერესი ძალიან დიდი რომ არის,იმიტომ ვართ ქაჯები
მთ
17 იანვარი 2020 17:08
5
ეს ძველი სიმღერაა. შემტევი რაგბი. ამას ჩაგვჩიჩინებდნენ მთელი ბოლო წლების მანძილზე, რომ ჰეიგი იმიტომ მოიყვანეს, რომ სამხრეთული რაგბი უნდა გვეთამაშა. რაც გამოვიდა ხომ ვნახეთ. ის კი არა არშიც ვიყავით დომინანტები იმაშიც დავიჩაგრეთ და ეს ჯერ კიდევ ადრე ფიჯისთან, იაპონიასთან გამოჩნდა. ერთი მაინტერესებს ეს კაცი მარკეტინგის დირექტორი რატომ უნდა საუბრობდეს თუ რა ფორმაციით ითამაშებს ნაკრები?
ანდრო
17 იანვარი 2020 20:40
1
ბათუმში რომ ჩატარდეს არის ვარიანტი?
giorgi
17 იანვარი 2020 18:03
2
საქართველო-რუსეთი რომ ბათუმში ჩატარდეს არ შეიძლება?
თუ იქაც მინდვრის საფარი შეილახება და დაზიანდება?
გიო
21 იანვარი 2020 14:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული