"ბოლომდე ვიბრძოლებ" - ქართული რაგბის ლეგენდები არჩევნებში მხარს ირაკლი აბუსერიძეს უჭერენ [VIDEO]

AutoSharing Option
ქართული რაგბის ლეგენდები საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ირაკლი აბუსერიძეს უჭერენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნები 30 იანვარს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება.

ჯერჯერობით ოფიციალურად კანდიდატურა მხოლოდ მოქმედმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ დააყენა, თუმცა პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებენ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად პარლამენტის წევრი ირაკლი აბუსერიძე და რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების ყოფილი მენეჯერი ბაჩო ხურციძე.

ირაკლი აბუსერიძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "სპორტი იმედზე" საკუთარი პროგრამა წარადგინა და განაცხადა, რომ კანდიდატურას ოფიციალურად ერთ კვირაში წარადგენს.

"2015 წელს, როცა რაგბის
კავშირის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ვგეგმავდი, კანდიდატურა მოვხსენი, რადგან დაძაბულობამ პიკს მიაღწია და რაგბის კავშირის გახლეჩვა არ მინდოდა. ამ გადმოსახედიდან, შევცდი, დიდი შეცდომა დავუშვი, რადგან ქართული რაგბი დღეს უფრო ცუდ მდგომარეობაშია.

როგორც სახლს სჭირდება ფუნტამენტი, ასევე მნიშვნელოვანია ბავშვთა რაგბის განვითარება. თუ ბავშვთა რაგბი არ განვითარდება, ეროვნულ გუნდს შევსება არ ექნება. დღეს ქართულ ბავშვთა რაგბიში ერთი მწვრთნელი 35-40 ბავშვს ავარჯიშებს, მწვრთნელთა რაოდენობა არასაკმარისია. უნდა შეიცვალოს ვითარება და ერთი მწვრთნელი 15-20 ბავშვს უნდა წვრთნიდეს.

ასევე მნიშვნელოვანია ქალთა რაგბის განვითარება. დღეს 7-ქალა რაგბის ნაკრები გვყავს, მაგრამ 15-ქალა ნაკრები არ გვყავს. ასევე, მძიმე ვითარებაა რეგიონალურ რაგბიში.

საქართველოს ჩემპიონატში ბევრი სარაგბო მატჩი ყოფილა, როცა სასწრაფო დახმარების მანქანა არ ყოფილა. ყველა გუნდს ფიზმომზადება უნდა ჰყავდეს, რაც ტრავმების მიღებას შეამცირებს.

რაგბის კავშირში ბევრი პროფესიონალია, რომელთა ხელში გავიზარდე. ვეტერანები, რომლებიც უცხოეთში კარიერას დაასრულებენ, მათი ცოდნა ქართული რაგბის განვითარებას გამოადგება.

პრეზიდენტობაზე კანდიდატურას შემდეგ კვირაში შევიტან. წარსულისგან განსხვავებით, კანდიდატურას არ მოვხსნი, ბოლომდე ვიბრძოლებ", - აღნიშნა აბუსერიძემ.

აღსანიშნავია, რომ აბუსერიძეს მხარს უჭერენ ლაშა ლომიძე, შალვა სუთიაშვილი, გოდერძი შველიძე, კარლენ ასეიშვილი, ვიტო კოლელიშვილი, დავით ზირაქაშვილი, ილია ზედგინიძე და მამუკა გორგოძე.

მორაგბეების მხარდაჭერის მიმართვა სოციალურ ქსელში გავრცელდა, ხოლო გორგოძის განცხადებით, თუ ვერ მოხერხდა კანდიდატების გაერთიანება, ის მხარს აბუსერიძეს დაუჭერს.

"მივესალმები, თუ კანდიდატები გაერთიანდებიან და თავიანთ გამოცდილებას ერთად მოახმარენ რაგბის განვითარებას, დაძლევენ არსებულ რეგრესს და პროგრესისკენ წავლენ. თუ ეს გაერთიანება არ მოხდა, მაშინ მე მხარს ვუჭერ ირაკლი აბუსერიძეს, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ბოლო წლებში არსებული შედეგებიდან გამომდინარე, ახალი ძალა და სისხლია საჭირო", - განაცხადა გორგოძემ "იმედთან" საუბარში.


altრაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად გოჩა სვანიძე წარადგინეს

altსაქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნების თარიღი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 38 /
ხურციძის ლეკვებო არ გამოგდით არაფერი!
გიორგი
29 იანვარი 2020 22:41
2
აი ილო ზედგინიძეს რომ დაეყენებინა კიდე ჰა ჯანდაბას,მაგრამ ამ წერაკითხვის აბსოლუტურმა უცოდინარმა. . .გასაგებია ნუ ყველაფერი . . .
Napoleoni
24 იანვარი 2020 00:57
0
პრეზიდენტი გყავთ მცოდნე კარგად, რომ შეჭამა ფულები და დემაგოგიური აბსურდული განცხადებების კეთების მეტი არაფერი უკეთებია. აბუ უყვარს ხალხს რაგბის სამყაროსაც და ის შეძლებს ამ ოჯახის გამთლიანებას!!!!!!!
K.g
29 იანვარი 2020 09:35
1
მაგრად მტკივა გული - სვანიძეს ხელახლა აირჩევას ალბათ ყველა მოერიდება, და ვფიქრობ ბაჩო ხურციძე თავის კანდიდატურას ბოლო წუთს მოხსნის და დარჩება არჩევანი ცუდსა და უარესს შორის.
genadi
22 იანვარი 2020 18:36
0
ვა ბაჩო თუ მაგარი მენეჯერია რას მიკეთებდა ოთხი წელი. მისი მენეჯერული მონაცემების შედეგია რაგბის უკუსვლა? არჩევნებამდე 1 თვით ადრე მისი წამოსვლა მიგვანიშნებს ვინ რა თამაშს თამშობს. მენეჯერი არ ვიცი მაგრამ კარგი ლეკვია....
K.g
29 იანვარი 2020 10:07
0
არასერიოზული და თანამდებობისთვის შეუფერებელი კანდიდატი!
Gigi
22 იანვარი 2020 02:39
0
შესაფერისი კანდიდატი ვინ გყავთ მოქმედი პრეზიდენტი? რომელმაც მხოლოდ წარუმატებლობა მოუტანა ქართულ რაგბს....
K.g
29 იანვარი 2020 09:47
0
მიუხედავად ამ ბიჭების დიდი პატივისცემისა, გაუგებარია, რა ავტორიტეტი აქვს აბუსერიძეს მსოფლიო რაგბიში. ან მისი ხედვა რა არის, ან პროგრამა? რამდენად მოახერხებს გამოწვევებთან გამკლავებას? მესმის , რომ მათი მეგობარი და თანამებრძოლია, მაგრამ გია ნიჟარაძეს აშკარად ჩამორჩება.
????
21 იანვარი 2020 23:09
2
დ.ა მე რა გამეგება და რა არა, შენი საქმე არ არის! გულშემატკივარი ვარ და აზრს გამოვთქვამ.წინა პრეზიდენტი რომ არ ვარგა გასაგებია, მაგრამ ეს მოკაჩავე-მოძველბიჭო, წერა-კითხვის უცოდინარი რომ გახდება პრეზიდენტი, საკუთარი თვალით ნახავ შედეგს. რახან კარგი მოთამაშე იყო, არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტიც კარგი იქნება.
: )))))))
31 ივლისი 2020 10:20
0
შენ რა გაგეგება ნეტა ვინ ვის ჩამორჩება.დიახ აქვს დამსახურება და რაგბის განვითარების საკმაოდ კარგი გეგმა.... ისინი ვინც რაგბი უკან დაწია და სამარცხვინო შედეგებამდე მიგვიყვანა უნდა წავიდნენ ......
დ.ა.
29 იანვარი 2020 09:33
2
SL ვინმემ დაგავალა ყველა კომენტარს გამოეხმაურეო თუ თვითონ ხარ ასეთი უაზროდ მონდომებული?
ლაშა
21 იანვარი 2020 09:37
0
გიპასუხებ ძმაო, მეცალა და ვუპასუხე ყველას ვისაც საჭიროდ ჩავთვალე, შეურაწმყოფას არ მივაყენებ. მართლა ყელში ამოვიდა.და აი შენ რატომ გაისარჯე, მე რატომ მაკრიტიკებ?
SL
21 იანვარი 2020 13:11
5
როგორი 9 ნომერიც იყავი, ისეთი პრეზიდენტი იქნები, ასე რომ არ გვინდა არააა, შეეშვით სპორტს ეს პარლამენტარი პატრიოტები...
თენგო
20 იანვარი 2020 22:46
5
და როგორი ცხრა ნომერი იყო?!
SL
21 იანვარი 2020 00:41
6
საოცარი ინტელექტი გაქვს))))
Si. O
20 იანვარი 2020 22:38
1
რა მძიმე დღეშია კოლელიშვილი გავგიჟდი როგორ მძიმედ საუბრობს აშკარად ანევრიზმა აქვს გახეთქილი ან ტვინში სისხლ ჩაქცევა ჰქონდა მაგან იცის ასეთი შედეგი ამიტომ აქვს აკრძალული თამაში ესეიგი ექიმებისგან ძალიან მეწყინა
დარსალია
20 იანვარი 2020 22:16
0
კობიაშვილი ქართული ოცნების და პარლამენტის წევრი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი აბუსეიძე ქართული ოცნების და პარლამენტის წევრი სურვილი ფედერაციის პრეზიდენტობის რა უბედურება გვჭირს ქართველებს იამვარში ტუ აირჩიეს ოქტომბრამდე თან პარლამენტის წევრიც იქნება ორს კი არა ერთს საქმეს ვერ აბამთ ან იქ იყავი ან აქ ბიჯოს
ნოდო
20 იანვარი 2020 22:14
5
მართალი ხარ ნოდო, მოდი შენ აგირჩევთ!
SL
21 იანვარი 2020 00:43
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული