მიხეილ ნარიაშვილი: რუმინეთთან მძიმე და რთულ მატჩს ველოდებით

AutoSharing Option
დღეს, 31 იანვარს, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მიხეილ ნარიაშვილმა რუმინეთის ნაკრებთან დაპირისპირებამდე კომენტარი გააკეთა.

"შეიძლება ახალი სამწვრთნელო შტაბი გვყავს, თუმცა ჩვენთვის ახალი სახეები არ ყოფილა. მზადება მიდის კარგად და ამ ყველაფერში გვეხმარება ის ფაქტიც, რომ მწვრთნელებს კარგად ვიცნობთ. ველოდებით მძიმე და რთულ მატჩს რუმინეთთან" - განაცხადა ჟურნალისტებთან კაპიტანმა.

საქართველოსა და რუმინეთს შორის 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა 1-ელ თებერვალს "დინამო არენაზე", 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "იმედი" განახორციელებს.

altრუმინეთის მწვრთნელი: საქართველოსგან ძლიერ შერკინებას და მობილურ მოლს ველოდებით

altლევან

მაისაშვილი რუმინეთთან მატჩამდე: ჩვენი თამაში უნდა შეიცავდეს უფრო მეტ საფრთხეს მეტოქისთვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული