"ბორჯღალოსნებმა" შემტევი რაგბით მეორე ტაიმში რუმინეთი გატეხა და გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველ თებერვალს, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთს 41:13 მოუგო.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ნაცად შემადგენლობაზე გააკეთა აქცენტი და გულშემატკივრებს შემტევ რაგბის დაჰპირდა.

დაჰპირდა და შეუტიეს კიდეც, მეტოქეს მაღალი ტემპი შესთავაზეს და დებიუტში თედო აბჟანდაძემ ბრწყინვალე რეიდი ლელოთი დაასრულა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა.

ამას სტუმართა იერიში და საჯარიმოდან ფლორინ ვლაიკუს მიერ ანგარიშის შემცირება მოჰყვა.

ტრავმირებული გიორგი კვესელაძე მე-15 წუთზე ლაშა მალაღურაძემ შეცვალა.

21-ე წუთზე ვლაიკუმ ისევ ზუსტად შეასრულა საჯარიმო
და ვლახები წინ გაიჭრნენ.

საქართველოს ნაკრების თამაშში წუნი შეინიშნებოდა, ორჯერ საკუთარი აუტი წააგეს, თუმცა პირველი ტაიმის დასასრულს უპირატესობას დაეუფლნენ, აბჟანდაძემ საჯარიმო გაიტანა და პირველი ტაიმი 8:6 დასრულდა.

მეორე ნახევარი ჩვენმა გუნდმა პირველის მსგავსად კარგად დაიწყო და მირიან მოდებაძემ ლელო დადო, ხოლო აბჟანდაძემ მახვილი კუთხიდან გარდასახვა გააცუდა.


სამწუხაროდ, ვლაიკუმ მალე ლელო გაგვიტანა, გარდასახა კიდეც და ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში მანვე საჯარიმო ვერ გამოიყენა.

აქედან მოყოლებული  "ბორჯღალოსნებმა" ინიციატივა ხელთ იგდო - ბექა გიგაშვილმა, ორჯერ დავით კაჭარავამ და გიორგი ჭყოიძემ შეტევები ლელოთი დააგვირგვინეს, აბჟანდაძემ გარდასახვები გამოიყენა და 41:13.


მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
შემომაქვს წინადადება-დედაქალაქს ერთი ხუთი წლით ჩამოერთვას რაგბსა და ფეხბურთში საეთაშორისო მატჩების მასპინძლობა,ეგებ ცოტათი მოენატრებათ სპორტის ეს სახეობები და აქტიურად დაიწყებენ სტადიონზე სიარულსა და ქომაგობას) თან მზესუმზირის ,,ლომკაც,,გაუქრებათ
ბათუმის ფანი
20:25 01-02-2020
6
ნუ ამას არ ველოდი ყოჩაღ მაისაშვილი და მილტონას შემოევლოს ჩემი თავი ბევრი გააკეთა ჩვენი რაგბისთვის მარა ბიჭები შებორკილი იყვნენ ბოლო ორი წელია აი ესაა ჩვენი კოზირი ლაღი და შემტევი თამაში რუმინეთს ადერც უგებდით მარა ასე ლაღად ვერა ფუი ეშმაკს თვალი არ ეცეთ.
dato
19:59 01-02-2020
1

სიახლეები პოპულარული