ლევან მაისაშვილი: ესპანეთის 30 ქულით დამარცხება შეგვეძლო

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge

"ბორჯღალოსანთა" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი თვლის, რომ ჩვენს გუნდს მადრიდში ესპანეთის ნაკრების 30-ქულიანი სხვაობით დამარცხება შეეძლო, თუმცა სიჩქარის გამო დაშვებულმა შეცდომამ მათ ქულების აღების საშუალება არ მისცა.

საქართველოს ნაკრები 23:10 მოგებული შეხვედრის პირველ ტაიმში დომინანტი იყო, სამი ლელო გაიტანა და 23:5 დაწინაურდა. ამ ტაიმით კმაყოფილია მაისაშვილი:

"თამაში კარგად დავიწყეთ და მთელი პირველი ტაიმი ბურთს ვაკონტროლებდით. გვქონდა შეცდომებიც, რომელთა შედეგად მეტოქისგან აგრესიული კონტრშეტევები მივიღეთ, თუმცა დაცვამ კარგად იმუშავა. მოლში, რომლიდანაც ლელო მივიღეთ, ყურადღება მოვადუნეთ, მერე კი ამ კომპონენტშიც კარგად
ვიმუშავეთ და მომდევნო მოლებში ესპანეთს წინააღმდეგობა გავუწიეთ. მთლიანობაში, პირველ ტაიმში მრავლად გვქონდა მომენტები, როდესაც ქულა უნდა აგვეღო და ის ჩვენთვის სასურველი სცენარით წარიმართა".

მეორე ტაიმში "ბორჯღალოსნებმა" მონაგარს ვეღარაფერი შემატა და დაცვაში დიდი დრო გაატარა. ესპანეთმა მხოლოდ გაწითლებულ დროში შეძლო ლელოს გატანა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა:
"მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქის ნახევარზე ადვილად გადავედით და დასარტყმელი ჯარიმა მოვიპოვეთ. აქ მეტოქის დაუფასებლობა დაგვემართა, ვიჩქარეთ, ასაღები ქულა ვერ ავიღეთ და დაიწყო ჩვენი პრობლემები - დისციპლინა, ყვითელი ბარათი და აღმოვჩნდით წნეხში. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ თამაში ვერ ვმართეთ და ესპანეთმა ის მიიღო, რაც თავად სურდა. მიუხედავად იმისა, რომ ხაზი რამდენჯერმე გაიჭრა, მთლიანობაში სიტუაციას ვაკონტროლებდით, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი მოცემულობა, - ამბობს მაისაშვილი და განაგრძობს:
- პირველი ტაიმის შემდეგ, მეორეში მინიმუმ 20 ქულა უნდა აგვეღო, მაგრამ თავი იჩინა კლასის ნაკლებობამ, რაზეც აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ. ეს იყო ჭკუის სასწავლებელი მატჩი, რადგან ასეთ რამეს მაღალ დონეზე არ პატიობენ. ერთი წუთით არ იყო იმის საფრთხე, რომ სადავეები ხელიდან გაგვქცეოდა, მაგრამ მივიღეთ ის, რომ მეტოქეს მეტად ჰქონდა ბურთი და მთელი ძალით ცდილობდა ჩამორჩენის შემცირებას. აი, ეს მოსდევს სიჩქარეს და სისტემიდან ამოვარდნას. შეგვეძლო მინიმუმ 30 ქულით მოგვეგო და რატომ ვერ შევძელით ეს, დეტალურ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ".

ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების კვართით პირველად ითამაშა და დებიუტი ლელოთი აღნიშნა აკაკი ტაბუცაძემ. მისი გარჯით კმაყოფილი დარჩა მთავარი მწვრთნელი:
"ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ტაბუცაძე ამოცანას თავს კარგად გაართმევდა. რომ არა ტრავმა, მას რუმინეთთანაც ვათამაშებდი. დიდ 10-ში მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ფეთქებადი და სწრაფია შეტევაში, ხოლო დაცვაში - სტაბილური. ლელოს გატანა ნაწილობრივ გამართლებაა, თუმცა მას მინიმუმ 3-ჯერ ჰქონდა ამის შანსი და რამდენიმე ეპიზოდში პასი დაუგვიანეს. მას აქვს ლელოს გატანის ალღო და ჩვენ არ ვართ განებივრებულნი ასეთი სწრაფი მოთამაშეებით".

"ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს 22 თებერვალს ქუთაისში, "აია არენაზე" გამართავს. ბელგიელებთან შეხვედრა 15 საათზე დაიწყება და მას ჩვენი გუნდი გადახალისებული შემადგენლობით შეხვდება:

"ბიჭები კლუბებს დაუბრუნდებიან და მიუხედავად იმისა, რომ ბელგიასთან მატჩი საერთაშორისო ფანჯარაში ჯდება, ტოპ 14-იდან რამდენიმე მორაგბეს არ გამოვიძახებთ. ამ დღეს საფრანგეთში ტურის თამაშები იმართება და მორაგბეებს კლუბში დამკვიდრების საშუალებას მივცემთ. ამავდროულად, გამოვცდით რამდენიმე ახალ მოთამაშეს. ბელგიამ რუსეთის ნაკრები დიდი სხვაობით დაამარცხა, რაც ჩემი აზრით, უფრო რუსების უხეირობის ბრალი იყო და არა იმის, რომ ბელგიამ განსაკუთრებულად მოუმატა. მიუხედავად ამისა, მეტოქის დაუფასებლობა არ იქნება და მისთვის სრული სერიოზულობით მოვემზადებით".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
ვულოცავ გუნდს გამარჯვებას, ნუ დაგავიწყდებათ მსოფლიოს შემდეგ გუნდს ფაქტიურად არ უთამაშია, ვხედავ სისწრაფეს, რაც კარგია, მოუმატებენ სიზუსტეს და ექსტრა გუნდი იქნება. ვფიქრობ მსოფლიომდე ოთხი წელია, ამიტომ ორი წელი შეიძლება ქართველ მწვრთნელს დაეთმოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ მწვრთნელის შეცვლაზე.
ჟორა
10 თებერვალი 2020 19:30
7
ეგრე უელსმაც მოდუნდა მეორე ტაიმში ჩვენთან თუ ვინმეს გონია იქ ჩვენი ბრალი იყო?
vova
10 თებერვალი 2020 19:08
6
თუ მოდუნებასა და თამაშის ხარისხს შორის მსგავსებას ვერ ხედავ, რაღა ვილაპარაკოთ
მთ
10 თებერვალი 2020 20:10
1
მაისაშვილი არის გამოსაცვლელი....
a,a.
10 თებერვალი 2020 17:09
14
პირველი ტაიმი რუმინეთთან და მეორე ტაიმი ესპანეთთან მართლა კაი იყო და მე პირადად სიამოვნება მივიღე. თუ მხოლოდ ამით ვიმსჯელებთ ნაკრებმა ბევრად სანახაობრივი თამაში აჩვენა ვიდრე მიჩვეულები ვიყავით აქამდე, მაგრამ უნდა ვეცადოთ ორივე ტაიმი მაღალ დონეზე ჩავატაროთ თორემ უფრო ძლიერ გუნდებთან თუნდაც იგივე ტონგასა და სამოასთანაც გაგვიჭირდება წარმატების მიღწევა. მაისაშვილი მართლა კარგი მწვრთნელია და თუ ტოპ კლასის უცხოელ მწვრთნელს ვერ მოვძებნით(მინიმუმ მილტონზე მაღალი დონისას) ჯობია მაისაშვილი დარჩეს.
irakli81
10 თებერვალი 2020 16:48
4
100%!
გივი-გია
10 თებერვალი 2020 17:54
0
შესწორება: მეორე ტაიმი რუმინეთთან და პირველი ესპანეთთან :)))
irakli81
10 თებერვალი 2020 17:32
0
მეორე ტაიმი ჩავარდა. ცუდი ა ძალიან.
ჯ. ჩ.
10 თებერვალი 2020 16:24
0
თამაშის ხარისხი არის კატასტროფული
მთ
10 თებერვალი 2020 15:58
3
6 ერისთვის შეილება კატასტროფაა ჩვენი დონისთვის სუპერია
შოკირებული გულშემატკივარი
10 თებერვალი 2020 21:06
0
პირველი ტაიმი მართლაც სანაქებოდ ვითამაშეთ, ჩვენი ყველა პლიუსები გამოჩნდა მოლში, შერკინებაში დომინანტობა, დერეფანშიც და რაქებშიც, მეორე ტაიმში მაგრად ავირიეთ, მაისაშვილი მაღალი დონის მწვრთნელია, კარგ ანალიზს აკეთებს, ჰეიგისგან ეტყობა ბევრი რაიმე ისწავლა, ამ ეტაპზე უცხოელი მწვრთნელის საჭიროება სულაც არაა, ჯობია ლევანმა ჩაამთავროს ეს ციკლი.
მერაბ მაღლაკელიძე
10 თებერვალი 2020 15:51
7
სასურველი,საჭირო ტემპი მეორე ნახევატში ვერ შევინარჩუნეთ სინბინიც ვერ იყო კლასის მაჩვენებელი უელსზევით ჩავლებას ვერც ვიდეო და მითუმეტეს რეფერი ვერ უნდა ხედავდენ მიბაძეთ გორგოძეს,ნემსაძეს, ზირაქაშვილს...და თითქმის ყველას, მბოჭავებს მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შემავალი ნაკრებებიდან პირველ ნახევარში მსოფლიო დონეზე, ჭკვიანურად სწრაფად აბჟანდაძემ ნაკლებად აფრასიძემ და უფრო ნაკლებად ტაბუცაძემ (ჩქარობდა,მინიმუმ სამი ლელო უნდა დაედო) ითამაშეს .უფრო ძლიერ გუნდებთან ჩალიჩავამ კაჭარავამ და სხვათაც..ბევრმა, როგორც სფანიშთან რომ ითამაშეს, ისე ითამაშონ, როგორც ჭეიშვილი სუთიაშვილი ... ყველა თამაშში თამაშობენ და უფრო მეტად ,ყველაზე თავდაუზოგავად, შარიქაძე თამაშობს, ტოფ მსოფლიოს რაგბის შვიდეულში უკვე ვიქნებოდით კიდევ ერთი შენიშვნა და ბევრია ამგვარი შენიშვნები,ესპანელი "მძიმეები" შეტევისას ჩვენს სწრაფებზე "მსუბუქებზე"მიდიან სხვა გუნდებიც ასე მოიქცევიან .არ "დაგვიმტვრიონ" პროცენტულად დიდი ალბათობაა.ვისწავლოთ ჯერ ჯერობით ჩვენზე ძლიერებისგან:კარტერს,იაშვილს....როგორ იცავდენ ფიზიკურად უფრო ძლიერი თანაგუნდელები...
მონპელიეფან
10 თებერვალი 2020 15:36
1
ტოპ 14 დან აუცილებლად უნდა გამოიძახოთ ჯერ არ არის მსოფლიოზე გასვლა გადაწყვეტილი ეროვნული ნაკრების ნიერ არ წავაგოთ ბელგიასთან და საეტთოდ უცხოელი მინიმუმ ჰეიგის დონის მწვრთნელი საჩქაროდ გვესაჭიროება სფანიშყთან მეორე ნახევარში თამაში ტაქტიკით და
არასწორი მოქმედებებით მწბრთნელისა წავაგეთ, მსოფლო დონის გუნდის ძალა და კლასი კი სწორედ თამაშის ბოლო თხუთმეტ წუთში სჩანს. რუსეთს კი მისმა უხეირო თამაშმა კი არა ბელგიის ათმაგად გაძლიერებულმა გუნდმა წააგებინა
მონპელიედან
10 თებერვალი 2020 13:32
9
თქვენ არამგონია მაისაშვილზე კარგად გესმოდეთ რაგბი. ჰეიგის დროს საქართველოს ასეთ ტემპში და შემტევი რაგბი არ უთამაშია.
კახა
10 თებერვალი 2020 13:43
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული