იტალიის ნაკრების მორაგბე: ექვსი ერიდან ჩვენ გაგვაგდონ და საქართველო მიიღონ - რა სისულელეა

AutoSharing Option
rugbypass-ზე წერილი გამოქვეყნდა იტალიის მორაგბეთა ნაკრებზე, რომელიც ექვს ერზე მეტად და მეტად წარუმატებლად ასპარეზობს (უკანასკნელად 2015 წელს იმარჯვეს). გამოცემის ცნობით, იტალიის ნაკრების მორაგბე ჯეიკ პოლედრის მოჰბეზრდა ყოველი წაგების შემდეგ მათი გუნდის ტურნირიდან გაგდებაზე საუბარი.

აი, რა განაცხადა გაღიზიანებულმა პოლედრიმ:

"მსოფლიოს კლასის გუნდებთან თამაში უზარმაზარი გამოწვევაა. ჩვენ ტურნირზე საუკეთესო ნაკრები ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ვცდილობთ, ასეთი ვიყოთ. ექვს ერზე საუკეთესო გუნდებთან ასპარეზობა ჩვენთვის კარგი გაკვეთილების მიღების საშუალებაა.

რაც შეეხება ბევრ საუბარს იმაზე, რომ ტურნირიდან ჩვენ გაგვაგდონ და საქართველო მიიღონ, ეს ჩვენთვის
უბრალოდ სისულელეა. საქართველო საკმაოდ კომფორტული ანგარიშით დავამარცხეთ (2018 წლის ნოემბერში 28:17).

ეს შორსმჭვრეტელური არ არის, როდესაც ამბობენ: "ო, უბრალოდ გააგდეთ ისინი, რადგან სულ მარცხდებიან". სრულყოფისათვის ჩვენ ასეთ მატჩებში მონაწილეობა გვჭირდება. ჩვენ გაგდებაზე საუბრები იტალიისთვის ძალიან მავნებელია".

მკითხველის კომენტარები / 37 /
არავინ იძახის თქვენს გაგდებას, ჩვენ მე7 ერობა გვინოდოდა, თუმცა ეგეც მალე იქნება მაკარონ
evrojorjia
10 თებერვალი 2020 21:32
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული