იტალიის ნაკრების მორაგბე: ექვსი ერიდან ჩვენ გაგვაგდონ და საქართველო მიიღონ - რა სისულელეა

AutoSharing Option
rugbypass-ზე წერილი გამოქვეყნდა იტალიის მორაგბეთა ნაკრებზე, რომელიც ექვს ერზე მეტად და მეტად წარუმატებლად ასპარეზობს (უკანასკნელად 2015 წელს იმარჯვეს). გამოცემის ცნობით, იტალიის ნაკრების მორაგბე ჯეიკ პოლედრის მოჰბეზრდა ყოველი წაგების შემდეგ მათი გუნდის ტურნირიდან გაგდებაზე საუბარი.

აი, რა განაცხადა გაღიზიანებულმა პოლედრიმ:

"მსოფლიოს კლასის გუნდებთან თამაში უზარმაზარი გამოწვევაა. ჩვენ ტურნირზე საუკეთესო ნაკრები ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ვცდილობთ, ასეთი ვიყოთ. ექვს ერზე საუკეთესო გუნდებთან ასპარეზობა ჩვენთვის კარგი გაკვეთილების მიღების საშუალებაა.

რაც შეეხება ბევრ საუბარს იმაზე, რომ ტურნირიდან ჩვენ გაგვაგდონ და საქართველო მიიღონ, ეს ჩვენთვის
უბრალოდ სისულელეა. საქართველო საკმაოდ კომფორტული ანგარიშით დავამარცხეთ (2018 წლის ნოემბერში 28:17).

ეს შორსმჭვრეტელური არ არის, როდესაც ამბობენ: "ო, უბრალოდ გააგდეთ ისინი, რადგან სულ მარცხდებიან". სრულყოფისათვის ჩვენ ასეთ მატჩებში მონაწილეობა გვჭირდება. ჩვენ გაგდებაზე საუბრები იტალიისთვის ძალიან მავნებელია".

მკითხველის კომენტარები / 37 /
პასუხი მარტივია - გაგდებაზე არავინ საუბრობს. უბრალოდ ტარდებოდეს ყოველწლიური შინ+გარეთ ორმატჩა რაუნდი ექვსი ერის მაჩანჩალასა და ექვსი ერის გამარჯვებულს შორის და მათ შორის გამარჯვებულმა ღირსეულად დაიკავოს მომდევნო წელს ადგილი ექვს ერში.
23 თებერვალი 2020 04:03
0
ძლიერი (სამხრეთელი) მწრთვნელი; 2 წელი მზადება/ტესტები 1 დონის გუნდებთან; იტალიელების თბილისში შემოტყუება (თუნდაც ფინანსური დაინტერესებით) სათამაშოდ და მერე ვნახოთ ვინ რა "სისულელეებზე" ილაპარაკებს!
დიმა
13 თებერვალი 2020 10:35
2
მსოფლიო რაგბის ფედერაცია რო უდგენს გუნდებს ვინ ვის შეხვდეს ტესტებზე მანდ უკვე ჩანს რა კომერციაც არის ჩვენ თუ 6 ერს არ ვიმსახურებთ არც იტალია მითუმეტეს ბოლოს როდის მოგებას ვინ ჩივის 20ქულაზე ნაკლებად როდის წააგეს თუ ახსოვთ მაგ 6 ერში ფული ფული თორე იტალია რო 6 ერს თავისი სისუსტით პოპულარობას უკარგავს ნეიტრალურ გულშემატკივარში რათ უნდა ორი აზრი
ნოდო
11 თებერვალი 2020 22:00
2
წავიკითხვე ყველას კომენტარი და მინდა ყველას პატივისცემით მოგმართოდ, რომ იყავით ობიექტური საკუთარი ნაკრებისა და მეტოქეებთან მიმართებაში, 6 ერისთვის ჯერ მზად არანაირად არ ვართ, არც ადამიანური რესურსით, არც ფინანსურით და არც რაგბის ცოდნის კულტურით სამწუხაროდ! სხვა საკითხია იტალია რამდენად ღირსია მე-6 ერად რომ შეუერთდა დიდ რაგბის თემს!!! თითქმის 80% ჩვენი მოთამაშეების ელემენტალურად რაქის წარმოქმნის დიდ უცოდინრობის დემონსტრირებას ახდენენ ყოველ თამაშზე, ბურთით ხელში ცდილობენ პირდაპირ მიწაზე წავიდნენ (ჩვენი საამაყო და ყოვლის მცოდნე კომენტატორები ამას მიძალებას ეძახიან, თანაც დიდი სიამაყით აჟიტირებენ აღნიშნულ ფრაზებს), საუბარი აღარ მაქვს ბურთით ხელში დომინანტი ხელის გამოთავისუფლებაზე რათა კონტაქტის დროს დინამიკაში შეიქმნას მეტოქესთან მიმართებაში საკუთარი უპირატესობა მომდევნო შეტევის განვითარებისთვის, ეს თემა შორს წაგვიყვანს დავუბრუნდები ისევ რაქს რისი თქმაც მინდოდა, - აუქციე მეტოქეს გვერდი და ბოჭვის მიღების შემდგომ ჩამოაყალიბე ეს დალოცვილი რაქი, პირდაპირ ნუ შეასკდები და კოჭებში ნუ ჩაუგორდები მეტოქეს ხო შეიძლება?! (ხანდახან მაინც.., მცდელობასაც ვერ ვხედავ ასეთი აზროვნების ჩვენი მოჶამაშეებისაგან სამწუხაროდ, ყველაზე არა მაქვს საუბარი კიდევ ერთხელ ავღნიშნავ.).
გურია
11 თებერვალი 2020 16:22
10
6 ერში თამაში პირველ რიგში არის შესაძლებლობა მეტი ისწავლო, გავითარდე და სათამაშო კლასი აიმაღლო.
რატომ მოგვიგო იტალიამ, იმიტომ რომ რეგულარულად თამაშობს ტოპ ნაკრებებთან. ვფიქრობ არასწორია ის არგუმენტი რომ ჯერ იტალიას მოუგოთ და მერე გამოვთქვათ პრეტენზია 6 ერში მიღებაზე. წელიწადში ორი სამი საყველპუროდ "გადმოგდებული" ტესტ მატჩები საქმეს ვერ უშველის.
WTF
11 თებერვალი 2020 15:53
3
Absoluturad urezonoa imis mtkiceba, rom dportuli tvalsawrisit( komerciuls ar vgulisxmob) chven shansi ar unda mogveces. 11 qula komfortuli sxvaobaa? Da 30 qulit zedized wagebuli 25 tamashic girseuli marcxia? Pativcemulo italielelo, ori azri araa, rom tqvens daras chvenc 20 weli gvetamasha " elitashi" , tqvenze uketesi shedegi gveqneboda. Da kidev, isev komercias rom she eshvat ra princopitaa 6 eri dauketeso turniri? Msoplios 9 chempuonatidan marto 1 rom moigo? Saertodac tu gindat dges sadme legaluri aparteidi, fashizmi da praqtikasi ganxorcielebuli rasobrivi upiratesobis teoria naxot, es rugbia
Zura
11 თებერვალი 2020 15:03
2
ასწლობით სხვათა მონობაში ყოფნამ გვიბიძგა არაქართული , ალბათ სასიცოცხლოდ, გადასარჩენად, ალბათ სააჭირო, ჯაბანთა ,სუსტთა ქველი თვისებების გამომუშავებისკენ. შეგვისისხლხორცდა ქართველთა mier,ურთიერთ ვერ გატანა,ეროვნულ დონეზე ჭირისას, მხარში არ ამოდგომა თანამემამულის დაკნინებით დაუმსახურებლად,არაჯჯანსაღი მომხvეჭელობისკენ ,კარიერისკენ სვლით ბრმად,სხვა ეროვნების ქვეშ თავამოყოფით ,ვითომ ეშმაკობების ყენებით, რეალურად კი შურის სიბრმით,ურთიერთ დამცირებებით, ვითომ წინსვლისკენ მცდელობებით,ვფართხალებთ ამოუღწევლად წუმპეებში არაადამიანობისა - ჯამში გადავარებისკენ მოძრაობის დასწრაფებით ჩვენისავე, პირადულადაც და ეროვნულადაც.უძლიერესი ჯიშ ჯილაგის, გენების მფლობელები ,სხვებთან შედარებაში ,ათასწლობით გამომუშავებული ყოფის წყალობით . ვკარგავთ ყველაფერს კარგს , განუმეორებელს სხვა ხალხებისთვის. სპორტშიც საფუძვლიანად ვჭაკობთ ,ვაპიარებთ, სხვათა ამყოლენი უსუსურთ,ნაკლებად მნიშვნელოვანს, და ამავე დროს უძლიერესთა ვერ დანახვა- დაფასებით. ვაკნინებთ ჩვენს მართლა მაგრებს დღეს დღეობით მსოფლიოში .ყველაზე ყველაზეს....ვკარგავთ უთავოდ მიწებს ამ უძლიერესთა ზრდისთვის საჭირო საზრდო სანოვაგის უმნიშვნელოვანეს თუ არა ერთად ერთ წყაროს...უძლიერესები კი ბლომად არიან ქართველები ,თავ თავიანთ სპორტულ საქმეში მსოფლიოში ნამბერ ვან!ტალახაძეც, საგინაშვილიც,მოჭიდავეებიც...ეროვნული სიამაყენი ქართველთა ბევრ სპორტულ სახეობებში... ბევრი სხვანიც იბრძვიან სპორტს ვგულისხმობ...მრავლად ვწართველობთ...ვატარებთ ხელის გულზე კარგზე კარგებს? ვეფერებით ეროვნულად? არა !ვაპიარებთ რიგითებს , ვკარგავთ ყველა პოზიციებს უტვინობითა ჩუენითავე იქ სადაც მსოფლიოში უძლიერესები ვართ და საკაცობრიო მნიშვნელობის საქმენიც საამაყონი გვაქვს ქმნილი, სპორტის მიღმაც, ხორბალი ,ღვინო იქნება ეს თუ ჩაკრულო და პოლიფონია და ათულობით სხვა განუმეორებელი ქმნილებები ..მსოფლიოსთვის უსასყიდლოდ მირთმეულ- ნაბოძები ან სხვათა მიერ უსინდისოდ ძალით მითვისებული და თავისად გასაღების მცდელობებით საქვეყნოდ .. ვერ ვანვითარებთ ნაკლებად განვითარებულსაც ჩვენსას და სხვათა ჯანსაღსაც ,მარგებელს, ვერ ვნერგავთ დროულად, ხალხისთვი საჭიროს...არ გვიყვარს სამშობლო ,ენა მამული ...და სარწმუნოებაც გადამთიელი დამპყრობების ,ვითომ ქრისტიან გუნდიაევების ქვეშ ვცდილობთ მოვაქციოთ, უტვინობითვე ჩვენისავე ...ასე რომ ვერ ვართ, ვერა.... ...
The rugby
11 თებერვალი 2020 14:11
10
ერთი შენ კიდევ თავი დაანებო იქნებ ამ ბრახა-ბრუხა ქართულს! გავიგეთ, რომ ქართველი ერი ცუდი ყოფილა. ეს ხალხი, რაგბისტებს ვგულისხმობ, სახალხო საქმეს აკეთებენ ყველანაირი გაგებით. და კრიტიკის გამოთქმასაც თავისი კულტურა უნდა.
გიორგი
11 თებერვალი 2020 17:36
5
ისე წაგებულის პოზიციიდან თავის მართლება არაა სწორი, მარა ფაქტია ჩვენ რო ვეთამაშეთ იტალიას, დაახლოებით 6 კაცი გვაკლდა რომელსაც იმ დროს გუნდის დიდი ძალა ერქვა. კარგი იქნება შიდა ჩემპიონატს თუ ავწევთ, ისე წელიწადში 3-5 მილიონი ბიუჯეტი ეყოფათ ნაკრების მოთამაშეებს ჩვენს კლუბებში რო დავტოვოთ სათამაშოდ და ასე თუ განვითარდებით. ფეხბურთში უამრავი დავხარჯეთ და შედეგი განსაკუთრებული არ გვაქვს მაინც.
გიორგი
11 თებერვალი 2020 12:33
1
P.S. გლახუნას კომენტარს კი ორივე ხელით თვალდახუჭული ვაწერ თანხმობას მაგრამ ამ საჭირბოროტო სიმართლეს ათწლობით ვიძახით შეაყარე კედელს ცერცვივით და სიტყვები მხოლოდ ჰაერის რყევადღა გვრჩება ამიტომა ბრძნობად ჩამოყალიბებული მსოფლიოში- სიტყვას არ დაეჯერება საქმით თუ ვერაა შექვიტკირებული...
The Rugby....
11 თებერვალი 2020 12:24
1
შევეშვათ ამბიციურ ყბედობას იმ დღიდან როცა მსოფლიო ჩემპიონატებზე ვიღებთ მონაწილებს ყველაფეტი ჩვენს ხელშია აგერ უკვე ოც წლამდე ვადაა რაგბისტების რამოდენიმე თაობა შეიცვალა ...ჰა ბურთი და მოედანი ყოველ ოთხ წელიწადში ...რაც ვართ.. ეგ ვართ ..თუმცა ვერც იტალიელები ვერაფერს ვერ აჩვენებენ ვორლდშიფზე...აჩვენე შედეგი მსოფლიოზე და ყველა ექვსი შვიდი და სხვა ერების კარებებს შელეწავ...და ეს გაუთავებელი წუწუნი უფულობაზე უგუნდობაზე უყურადღებობააზე...ცუდ მოცეკვავეს რაც უშლის ყველამ ვიცით .ასე ვიტყვი გულახდილად და მოვიყვან დიდი აფრიკელი სპორტსმენის ბიკილას სიტყვებს -ადიდასები თვითონ ვერ დარბიან... ასე რომ რაც ვართ ...არც მეტი არც ნაკლები
The Rugby....
11 თებერვალი 2020 12:13
3

სიახლეები პოპულარული