იტალიის ნაკრების მორაგბე: ექვსი ერიდან ჩვენ გაგვაგდონ და საქართველო მიიღონ - რა სისულელეა

AutoSharing Option
rugbypass-ზე წერილი გამოქვეყნდა იტალიის მორაგბეთა ნაკრებზე, რომელიც ექვს ერზე მეტად და მეტად წარუმატებლად ასპარეზობს (უკანასკნელად 2015 წელს იმარჯვეს). გამოცემის ცნობით, იტალიის ნაკრების მორაგბე ჯეიკ პოლედრის მოჰბეზრდა ყოველი წაგების შემდეგ მათი გუნდის ტურნირიდან გაგდებაზე საუბარი.

აი, რა განაცხადა გაღიზიანებულმა პოლედრიმ:

"მსოფლიოს კლასის გუნდებთან თამაში უზარმაზარი გამოწვევაა. ჩვენ ტურნირზე საუკეთესო ნაკრები ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ვცდილობთ, ასეთი ვიყოთ. ექვს ერზე საუკეთესო გუნდებთან ასპარეზობა ჩვენთვის კარგი გაკვეთილების მიღების საშუალებაა.

რაც შეეხება ბევრ საუბარს იმაზე, რომ ტურნირიდან ჩვენ გაგვაგდონ და საქართველო მიიღონ, ეს ჩვენთვის
უბრალოდ სისულელეა. საქართველო საკმაოდ კომფორტული ანგარიშით დავამარცხეთ (2018 წლის ნოემბერში 28:17).

ეს შორსმჭვრეტელური არ არის, როდესაც ამბობენ: "ო, უბრალოდ გააგდეთ ისინი, რადგან სულ მარცხდებიან". სრულყოფისათვის ჩვენ ასეთ მატჩებში მონაწილეობა გვჭირდება. ჩვენ გაგდებაზე საუბრები იტალიისთვის ძალიან მავნებელია".

მკითხველის კომენტარები / 37 /
ასეა თუ ისეა იტალია ჩვენზე ძლიერი ჩანს, როცა შევხვდით ყოველთვის წავაგეთ. სანამ იტალიას არ დავამარცხებთ 6 ერში არავინ მიგვიღებს. არც კი განიხილავენ ამ საკითხს.
ქომაგი
11 თებერვალი 2020 12:11
1
იტალია შეუერთდეს ევროპა რაგბის და მისი გამარჯვებული აღზევდეს ექვს ერში. აი ლოგიკური გამოსავალი.
ოზეკი
11 თებერვალი 2020 12:03
0
იმ 23 დისლაიქის მიმცემს ვეკითხები -აბა დაფიქრდით- არა გვაქვს რუსული ოლიგარქიულ -კრიმინალურ-კლანური მმართველობის სისტემა და მხოლოდ მით სუსტი,უსუსური,უპერსპექტივო სოციალურ,ფინანსურ, უპერსპექტივო მდგომარეობა?! თუ ამის აღიარება არ გაწყობთ ?! - ფაქტი - არსებული ყოფა - ფინანსებით - ერთ გუნდსაც ვერ წარვადგენთ სწორად იმ ევროპულ საკლუბო ტურნირებში და ა ს ე როდემდე ?!-სანამ-თანამედროვე,ანუ დასავლური,ანუ დემოკრატიულ-ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ვ ი- კანონის უ ზ ე ნ ა ე ს ო ბ ი თ განმტკიცებულ სახელმწიფოს არ შევქმნით, მით მხოლოდ პროგრესსა და წარმატებაზე ორიენტირებულს(!) - ვის გაუგია - ოლიგარქია (თან რუსული)
- კრიმინალი და ...სამართალი- პროგრესი- პერსპექტივები ერთად?! მით ეკონომიკურ-ფინანსურ- სოციალური აღორძინება- განვითარება ?! მით ფინანსურად ძლიერი კლუბები და ფინანსურად ძალიან ძლიერი ფედერაცი- ები ?!
გლახუნა
11 თებერვალი 2020 11:49
11
Ჩვენ რომ თავი დაგვანებო, ესპანეთს რო ეთამაშა მანდ ამ ხანში ისიც მეტს შეძლებდა იმიტომ რომ სპორტული "ჟილკა" აქვთ ესპანელებს. Იტალია "შენახული" კაიბიჭივით ყავთ მანდ უპრეტენზიო და უსიცოცხლო.
ანდრი
11 თებერვალი 2020 11:23
1
ნუ გააგდებენ, ჩვენც დაგვიმატონ. ტვითონ რომ სწავლობენ ხომ მოწონთ.
ნიკო
11 თებერვალი 2020 10:42
0
ამდენი წელი საქართველოს ნაკრებს რომ ეთამაშა 6 ერში, სულ მინიმუმ დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ წელს ხის კოვზი არ გვექნებოდა გარანტირებული და მიღებული გამოცდილების რელიზებით ახლანდელ იტალიის ნაკრებს უპრობლემოდ მოვუგებდით.
grisha
11 თებერვალი 2020 10:41
2
ეს ილუზიაა და სხვა არაფერი, იტალიას არც არავინ გააგდებს და ჩვენც არ მიგვიღებენ, ამაზე ფიქრიც კი სისულელეა, 6 ერი არის კომერციული ტურნირი სადაც სტადიონებზე მინიმუმ 50 000 კაცი ზის, ჩვენი სარაგბო სტადიონი მაქსიმუმ 2500 კაციანია, აბა რა ინტერესი უნდა ქონდეთ ჩვენი მიღების? საკლუბო გუნდები და ფრანჩაიზი არის ჩვენი რაგბის წინსვლის ერთადერთი გამოსავალი, ჯობია ამაზე ვიფიქროთ და არა იტალიის ჩანაცვლებაზე რაც ჯერჯერობით აბსურდია და არარეალური და არ მოხდება. ნურც იმის ილუზია გვექნება რომ იტალიას მოვუგებთ.
მერაბ მაღლაკელიძე
11 თებერვალი 2020 10:20
7
ერთი გიჟურ-რეალური იდეა მაქვს )) - ჩამოვაყალიბებდი კომერციულ ტურნირს "ექვსი ერის თასი", დიიდი, ძალიან დიდი საპრიზო ფონდით, რომელიც ზრდადობით პროპორციულად განაწილდებოდა ყველა მონაწილე გუნდზე, დაკავებული ადგილების მიხედვით. მადჩების ჩატარების ადგილი და სტადიონების ქირაობა მხოლოდ დეტალებია, რომელსაც ფული წყვეტავს. ამრიგად ახლანდელი ექვსი ერი .... ჩავძირე .. ეხლა აქეთ შემეხვეწონ. წესებს მე ვადგენ ვინ აღზევდეს და რა სისტემით გავარდეს... ძაან ნუ გამლანძღავთ, ამას მართლა არ ვაპირებ, პროსტო ფული არ მყოფნის ))
SL
11 თებერვალი 2020 09:02
2
მეგობარო ... და მაყურებელი უფასოდ ?!
გლახუნა
11 თებერვალი 2020 13:53
1
რა ექვსი ერი ერთი გუნდიც არ გვყავს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე სადაც
რუსეთი 2 გუნდით გამოდის
იტალია 4 გუნდით
რუმინეთი 1 გუნდით
ესპანეთი 1 გუნდით და
პორტუგალია 1 გუნდით!!!!!!!!
გიგი
11 თებერვალი 2020 03:33
0
გეთანხმებით, ექვს ერზე ჯერჯერობით მხოლოდ ლაპარაკი და ოცნება შეგვიძლია, როცა საკუთარ ჩემპიონატს მოვაწყობთ მაღალ დონეზე, შემდეგ უკვე საქმეზე შეიძლება საუბარი.
გიზოგ
11 თებერვალი 2020 10:45
0
იტალიელები რომ ყეყეჩები არიან ამას არ უნდა ლაპარაკი, თუმცა რაც გლახუნას აქვს აღწერილი ამ მიზეზების გამო ზუსტად იმ ეცროპას არ უნდა რომ მოუგოთ თუნდაც იტალიას. ამიტომაც არის რომ მათთან მატჩები იმართება მათთვის ხელსაყრელ დროს, ამიტომაც არის რომ მსაჯები ვითომდა ობიექტურად, მაგრამ ამ დროს ცოტა-ცოტა წახმარებებით უპირატესობას აძლევს ჩვენთან თამაშის დროს და ა.შ. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ თვითონვე ჩალიჩობენ, რომ ჯერ-ჯერობით ვერ მოვუგოთ 6 ერის წარმომადგებლებს და ეს გაგრძელდება მანამდე სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ჩვენთან თანამშრომლობა მათთვის არის უსაფრთხო. არადა ჩვენ მართლა ძირითადი შემადგენლობა რომ შევკრიბოთ დიდი ეჭვი მაქვს, რომ იტალიას მოვუგებთ და არა მარტო.
ქართველი
11 თებერვალი 2020 01:53
12

სიახლეები პოპულარული