ლევან მაისაშვილი: ბელგიასთან მატჩში ერთადერთი ამის ნახვა არ მინდოდა...

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/GeorgianRugby

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების დამაჯერებელი ძლევის შემდეგ "ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა განვლილი მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"თამაშს პირველივე წუთიდან ყველა კომპონენტში ვაკოტროლებდით, რაც თავიდანვე გვქონდა დაგეგმილი. ბიჭებს ვუთხარი, რომ ანგარიშის მიუხედავად ყველა შეტევაში ისე გვეთამაშა, თითქოს ეს იყო ჩვენთვის ბოლო შანსი და მათ ამოცანას თავი კარგად გაართვეს. ტექნიკურად და ფიზიკურად დიდი უპირატესობა გვქონდა, თუმცა ხანდახან, ასეთ შემთხვევაშიც არაა მარტივი ქულების აღება და მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისთვის.

„ერთადერთი, რისი ნახვაც დღეს არ მინდოდა, ეს ეგოისტური თ
ამაში იყო, რაც ამ შემთხვევაში მინიმუმამდე დავიდა. ყველა თამაშობდა გუნდისთვის, რაც ძალიან კარგია. რაგბი ევროპაზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენ რას გავაკეთებთ. ფიზიკურად, ტექნიკურად თუ ტაქტიკურად, შეგვიძლია ვიყოთ დომინანტები და თუ ეს ვერ შევძელით, მხოლოდ ჩვენი ბრალი იქნება და არა მეტოქის. მე არ ვაკნინებ მოწინააღმდეგეს. დავალებები ამ თამაშში უკეთ შესრულდა, ვიდრე წინა ორ შემთხვევაში და ეს ძალიან კარგია.

ლაშა ჯაიანს და დემე თაფლაძეს დიდი ხანია ვიცნობ. ორივემ ბრწყინვალედ ჩაატარა დღევანდელი შეხვედრა და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ მათ პერსპექტიული მომავალი აქვთ. სადაც შანსი გვექნება, მათ აუცილებლად მივცემთ თავის გამოჩენის შესაძლებლობას,"- აღნიშნა მაისაშვილმა.

მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
ტაბუცაძე მომეწონა! ერთი მეგობრული შენიშვნა ოღონდ,ჩათვლის მოედანში ცოტა დაცემაზე ივარჯიშე,ისე უხერხულად ეცემი გული მისკდება არაფერი მოიტეხო)))
ბათუმის ფანი
13:40 23-02-2020
0
ყოჩაღ ბატონ ლევანს და მწვრთნელთა შტაბს. გუნდის წარმატებაში მათი წვლილი არანაკლებია, ვიდრე მოთამაშეების. გუნდი გამართულ, თანამედროვე რაგბს თამაშობს. მართალია ხარვეზები არის, მაგრამ ისიც აღმოიფხვრება და ვფიქრობთ თუ ამ გზაზე ვივლით უეჭველად შევწვდებით 6 ერის დონეს და შემდეგ უნდა ვიფიქროთ უფრო მაღალ მწვერვალებზე. წარმატებები!
თენგაბი
14:49 23-02-2020
0

სიახლეები პოპულარული