საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის დრო შეიცვალა - მიზეზი განათების სისტემის გაუმართაობაა

AutoSharing Option
რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ტურში "ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს "მესხის სტადიონზე" ერკინება. დაანონსებული 18 საათის ნაცვლად, მატჩი 16 საათზე დაიწყება.

მატჩის დაწყების დროის ცვლილება გამოიწვია "მესხის სტადიონის" (რომელსაც სპეციალურად ამ მატჩისთვის იჯარით იღებს საქართველოს რაგბის კავშირი) განათების სისტემის ტექნიკურმა გაუმართაობამ. "მესხის სტადიონის" ადმინისტრაცია ვერ იძლევა გარანტიას, რომ მატჩის მსვლელობისას სტადიონის განათება არ გამოვა მწყობრიდან!

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე მატჩის ბილეთები იყიდება ონლაინრეჟიმში გვერდზე: www.TKT.ge/Rugby

"მესხის სტადიონის" სალაროებში ბილეთები გაიყიდება 9 მარტიდან.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს რაღა უბედურებაა.ამდენი ხნის გასაკეთებელი რა გამოუჩნდათ?თანაც ორ კვირაში, განათება, მატჩის ბოლოსაკენ თუღა დასჭირდებოდათ
სოსო
28 თებერვალი 2020 15:24
0
სასწრაფოდ პრემია-დანამატები ყველას ვინც სტადიონის ტექნიკურ უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი ! ! ! :)
დიმა
28 თებერვალი 2020 12:48
1
2 კვირაში კიარა 2 დღეში გააკეთებენ რომ უნდოდეთ მაგრამ რატო შეწუხდნენ დროის გადმოტანა უფრო ადვილია.
28 თებერვალი 2020 10:16
0
სირცხვილის და თავმოყვარეობის გრძნობა საერთოდ არ იცის რა არის ვესაც ეს ეხება? 21-ე საუკუნეში მოქმედ სტადიონზე ორ კვირაში დენის პრობლემას რომ ვერ აგვარებ, ეროვნულ ნაკრებს გრუნტზე თუ ყანაში (საქართველო-ბელგია) რომ ათამაშებ 6 ერში თამაშის პრეტენზია ლოგიკურია ამის მერე?!
!!!
28 თებერვალი 2020 10:07
1
საქართველო-ბელგის მატჩი ჩატარდა არა ყანაში არამედ ქალაქში და მის ერთერთ უბანში,საიდანაც გასული საუკუნის 70 წლებიდან საქრთველოში დაიწყო რაგბის თამაშის აღორძინება! ზუსტად ქუთაისში პასილოკში,სადაც ეს მატჩი ჩატარდა,ცხონებული დუგლას კავთელაშვილის მწრთვნელობის დროს ჩამოყალიბდა სარაგბო გუნდი "აია"ბატონი დუგლასი და აიას მრავალი მორაგბე ამ უბანში ცხოვრობდნენ.80 წლების მეორენახავარში გუნდი "აია" დუგლას კავთელაშვილის ხელმძღვანელობით ზედიზედ სამჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი!
....
28 თებერვალი 2020 11:54
2
14 მარტამდე ვერ გადაწყდება პრობლემა? რაღაც სისულელე მოიმიზეზეს, კარგი რა, სირცხვილია! მაგონდება იგივე რუსეთთთან "ლოკომოტივის" გათიშული განათება!
მერაბი
28 თებერვალი 2020 09:49
0
ძალიან კარგი, თამაშები დღის შუქზე უნდა ტარდებოდეს, უფრო ადვილია აღსაქმელად
ბუ
28 თებერვალი 2020 09:24
0
2 კვირა არ ყოფნის გაკეთებას? მაგ დროში ახალს დაამონტაჟებს კაცი
გიორგი გორგაძე
28 თებერვალი 2020 00:36
1
როგორ არ ყოფნის, ოღონდ ფულია დასახარჯი გასაკეთებლად და მაგის გადამხდელები არიან?...
zaza
28 თებერვალი 2020 01:36
1
გათიშეთ პარლამენტი, კანცელარია, ქაჯეთის ციხე სოლოლაკში, მერია და მთელი რესურსები მიმართეთ მესხის სახელობის სტადიონისკენ
ოღონდაცა რაააააააა??????
27 თებერვალი 2020 21:30
11
არადა ვაკეში მეტრო რო იყოს ერთ ხაზს გადმოჭიმავდა კაცი დავიწვი თქვენი საცოდაობით :D
ნოდო
27 თებერვალი 2020 21:24
3
14 მარტს არის მატჩი... 14 მარტამდე მიხედეთ საქმეს! და ნუ დააცინინებთ რუსებს ამ "ლამფუჩკების" გამო!!!....
D M
27 თებერვალი 2020 20:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული