რუსი მორაგბე: ბოლოს და ბოლოს საქართველოს ნაკრები უნდა დავამარცხოთ - ეს შეგვიძლია

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებთან" მატჩის წინ რუსეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა რამილ გაისინმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

"საქართველო საკმაოდ სერიოზული მოწინააღმდეგეა. მასზე ბევრი ლაპარაკი საჭირო არ არის, ჩვენ ყველაფერი გვესმის. რაც ვთამაშობ, არასოდეს არ დაგვიმარცხებია. უნდა განვეწყოთ და ისტორია შევქმნათ, ბოლოს და ბოლოს დავამარცხოთ, ახლა ჩვენ საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავს.

დიახ, ბევრი ტრავმირებული გვყავს, მაგრამ ჩვენს გუნდში არაერთი პროგრესირებადი ახალგაზრდაა. გუნდის ბირთვი უკვე ჩამოყალიბდა. კარგ რაგბის ვთამაშობთ. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრების ძლევა შეგვიძლია. ყველაფერი ჩვენს განწყობაზეა დამოკიდებული", - ციტირებს გაისინს საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი.

საქართველოსა და რუსეთის
ნაკრებების მატჩი 14 მარტს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 28 /
ეს ის ნაკრები არაა, ბელგიამ რომ გადაურბინა? იმ ბელგიამ, ჩვენ თორმეტი ლელო რომ დავუდეთ და მათთვის ერთის გატანის შანსიც არ მიგვიცია? ამათ უნდა შექმნან ისტორია?
ზურა
20:20 10-03-2020
1
კი, შიში შეგიძლია დაამარცხო, მაგრამ არა საქართველოს რაგბის ნაკრები! რაგბი ჩვენი ეროვნული გუნდური სპორტია. თქვენი არის ჰოკეი და წარმატებას გისურვებთ..
გრიშო
20:20 10-03-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული