რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: უნდა ჩავფიქრდეთ, როგორ დავამარცხოთ საქართველო

AutoSharing Option
რუსეთის მორაგბეთა ნაკრების უელსელმა მწვრთნელმა ლინ ჯონსმა კორონავირუსის გამო "ბორჯღალოსნებთან" გადადებულ მატჩზე 365news.biz-თან ინტერვიუში ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს:

"რუსეთის ნაკრების მოთამაშეები რთულ სიტუაციაში აღმოჩდნენ, გრძელი გზის გავლა მოგვიხდა, რამდენიმე გადაფრენა, რათა თბილისში მოვხვედრილიყავით და აი, ჩვენ აქ ვართ.

საქართველოსთან მატჩი ფრანგებს უნდა ემსაჯათ. საფრანგეთში კორონავირუსი საკმაოდ ძლიერად ვრცელდება, სავარაუდოდ, იმაზე უფრო ძლიერად, ვიდრე საქართველოსა და რუსეთში. უპირველესი ახლა ადმიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.

რა თქმა უნდა, საქართველოსთან მატჩის გადატანა სწორი გადაწყვეტილება იყო. ბევრი კორონავირუსს სერიოზულ საფრთხედ არ აღიქვამს, მაგრამ ჩვენ შეიძლება ბევრი
ადამიანი დავკარგოთ, განსაკუთრებით ხანდაზმულები და ეს ძალიან სამწუხაროა. დღეს რომ სტადიონზე ათიათასობით ადამიანი მოსულიყო, კორონავირუსი საქართველოში სწრაფად გავრცელდებოდა და ეს საშინელება იქნებოდა.

მაყურებლების გარეშე თამაში? შეიძლებოდა, მაგრამ მსაჯების გარეშე ვერ ვითამაშებდით.

საქართველოში სათამაშოდ მზად ვიყავით. ამ შეხვედრის წინ მოთამაშეები აღფრთოვანებულნი იყვნენ. ჩვენი გუნდი საქართველოსთან მატჩს ყოველთვის ელის. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ რუსეთს უკანასკნელ წლებში არასოდეს არ დაუმარცხებია საქართველო. ვფიქრობ, ეს სამწუხარო ტრადიცია უნდა შევწყვიტოთ.

ამაზე სერიოზულად ჩაფიქრებაა საჭირო. ამ იდეის განსახორციელებლად გეგმა გვჭირდება, რადგან არ შეგვიძლია მათი დამარცხების მოლოდინში ერთი და იგივე ვაკეთოთ. მათ ჩვენთან შედარებით წინ წაიწიეს. საუკეთესო ქართველი მორაგბეები საფრანგეთის ძლიერ გუნდებში ასპარეზობენ.  უნდა დავჯდეთ და მოვიფიქროთ გეგმა, რომლის მიხედვით გამარჯვების მოპოვებას შევძლებთ, რადგან ჯერ არაფერი არ იცვლება. შენ თუ არ იცვლები, შედეგებიც იგივე რჩება.

მე ამ გეგმის მხოლოდ ნაწილი ვარ. უნდა ვიმუშაოთ ერთად როგორც ერთიანმა ერმა, რომ ნაბიჯი გადავდგათ წინ და იმავე საქართველოსთან ჩამორჩენა შევამციროთ".

მკითხველის კომენტარები / 22 /
ვაი შენს პატრონს უბედურს! თქვენ ახლა ჯერ არგავარდნასა და სამომავლოდ ბელგია-ესპანეთის დამარცხებაზე იფიქრეთ, საქართველომდე კი ძალიან შორს ხართ!
სიმართლე
14 მარტი 2020 19:55
1
ჩაფიქრდით ხო.
მაგრამ მაინც მიგჯირყვნით
a
14 მარტი 2020 19:59
1
ჯერ ეს ყველაფერი მხოლოდ ღიმილის მომგვრელია, ხოლო მერე, რუმინეთი და ბელგია, რომ ქულებს გაინაწილებელებენ. უკვე სასაცილოც იქნება.
იდალგო
14 მარტი 2020 21:57
2
გასაგებია რომ საქართველო ოდესმე წააგებს რაგბში რუსეთთან,მაგრამ რატომღაც მგონია რომ ამ საუკუნეში ეგ არ მოხდება)
ბათუმის ფანი
15 მარტი 2020 11:03
2
კაი ბევრი ფიქრი მოგიწევთ,
ირაკლი ქუთაისელი
14 მარტი 2020 21:11
2
რა ბოლო წლებია არ მოგვიგიაო საქართველოსთან გიჟია ოხერი ერთი კინკილა მოგება აქვთ ისიც პირველი შეხვედრაში წინა საუკუნეში და ზუსტად საუკუნე აშორებს ოკუპანტის მოდგმას რგბის კლასში საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან
ნიკო
15 მარტი 2020 09:29
0
ძაან ბევრი აფ მოგივიდეს ფიქრი და არ ჩაგეძინოს )))
1111
15 მარტი 2020 15:13
0
როცა მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელები ან მოთამაშეები, ჩვენზე რაიმე დამამცირებელს ამბობენ, მხოლოდ მაშინ ვხვდებით ათმაგად მოტივირებულები.../ და რაგბში მოტივაცია სულ გვაქ და ეს კაცი მგონი ჩვენ უფრო გვეხმარება , ვიდრე რუსებს...
Vasili
15 მარტი 2020 03:42
0
რა უნდა მოიფიქროთ, თქვე ბეჩავებო? მორალურად გაფუჭებულია Თქვენი გუნდი. არც მომავალი გყავთ და ენას Ძვალი არა აქვს.Თამაში გადაიდო და პირიქით Შვებით ამოისუნთქეთ
: )))))))
14 მარტი 2020 20:38
2
მარსზე უფრო მალე გაფრინდებით ვიდრე ჩვენ რაგბში დაგვამარცხებთ. ასე რომ სხვა რამეზე დაფიქრდით ტყუილად ნუ მოსცდებით.
G.LA
15 მარტი 2020 11:26
0

სიახლეები პოპულარული