საქართველოში რაგბის ბევრი გულშემატკივარი არ არის, უბრალოდ რუსეთის წინააღმდეგ საქომაგოდ მოდიან, - ამბობს რუსეთის ნაკრების ვიცეკაპიტანი

AutoSharing Option
რუსეთის მორაგბეთა ნაკრების დაღესტნელმა ვიცე-კაპიტანმა ტაგირ გაჯიევმა კორონავირუსის გამო "ჯვაროსნებთან" გადადებულ მატჩზე "РИА Новости"-სთან ისაუბრა.

"მატჩები და ტურნირები მაყურებლების გარეშე უნდა ჩატარდეს. ვთვლი, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ქართველებთან ცარიელი ტრიბუნების წინ ვითამაშებდით. რისკი ყოველთვის არსებობს და ვირუსისგან დაზღვეული არავინ არის. თუმცა ასევე შესაძლებელია ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე დაინფიცირდე. იქ რისკი არაფრით ნაკლები არაა, ვიდრე მოედანზე. საინტერესო მატჩი იქნებოდა. რა თქმა უნდა, საქართველოსთან სავსე სტადიონზე თამაში გაცილებით საინტერესოა. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგ გუნდთან თამაში ყოველთვის კარგი გამოცდილებაა.

თვით მსოფლიოს თასზე თამაში
ასეთი ემოციური არ არის. დიახ, გისტვენენ, ყვირიან, მაგრამ ეს უკეთ თამაშს გაიძულებს. მსოფლიოს თასზე ბევრი ნეიტრალური მაყურებელია, რომლებიც ორივე გუნდს ქომაგობენ. აქ კი 50-ათასიანი სტადიონი, ყველა ხმის ჩახლეჩამდე ყვირის, უსტვენს. იქ შენი თავისა შენ თვითონ არ გესმის.

მინდა სპორტი ყოველთვის პოლიტიკის გარეშე იყოს. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ადამიანია, რომლებიც რაგბის გულშემატკივრები არ არიან, უბრალოდ რუსეთის წინააღმდეგ საქომაგოდ მოდიან. სხვა გუნდებთან ამდენი მაყურებელი არ მიდის".

მკითხველის კომენტარები / 38 /
მტყუანს...?
ზორბეგი
24 მარტი 2020 20:30
0
მორიგი მდაბიო რუსი!!!
თემური
24 მარტი 2020 20:05
7
ეს გაჯიევი ისეთი მაგარი რუსუა რა:))
ლაშა
24 მარტი 2020 19:52
3
როგორც გურულები იტყვიან ნამეტანი აბდალია ეს კაცი ხო იცი ხო ისე მე ეს კაცუნია კაცი სხვანაირად მოვიხსენიე მოვუკითხე მოსაკითხი გულში და ხმამაღლაც მაგრამ ადმინი არ იზამს მაგნაირ ტექსტს და
ნიკოლზ
24 მარტი 2020 19:49
5
გაიგეთ ხალხო?რუსეთთან თამაშზე, რუსების კაპიტანს,სავსე სტადიონი ეცოტავება.ესე იგი უფრო მეტი ხალხია საჭირო და უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვება.
სოსო
24 მარტი 2020 18:45
1
იმდენი შენი კორონა დ.....
jjj
24 მარტი 2020 18:40
6
შეეე ღლეო!)))
24 მარტი 2020 18:36
7
არავის გაერჭო
c
24 მარტი 2020 18:28
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული