საქართველოში რაგბის ბევრი გულშემატკივარი არ არის, უბრალოდ რუსეთის წინააღმდეგ საქომაგოდ მოდიან, - ამბობს რუსეთის ნაკრების ვიცეკაპიტანი

AutoSharing Option
რუსეთის მორაგბეთა ნაკრების დაღესტნელმა ვიცე-კაპიტანმა ტაგირ გაჯიევმა კორონავირუსის გამო "ჯვაროსნებთან" გადადებულ მატჩზე "РИА Новости"-სთან ისაუბრა.

"მატჩები და ტურნირები მაყურებლების გარეშე უნდა ჩატარდეს. ვთვლი, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ქართველებთან ცარიელი ტრიბუნების წინ ვითამაშებდით. რისკი ყოველთვის არსებობს და ვირუსისგან დაზღვეული არავინ არის. თუმცა ასევე შესაძლებელია ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე დაინფიცირდე. იქ რისკი არაფრით ნაკლები არაა, ვიდრე მოედანზე. საინტერესო მატჩი იქნებოდა. რა თქმა უნდა, საქართველოსთან სავსე სტადიონზე თამაში გაცილებით საინტერესოა. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგ გუნდთან თამაში ყოველთვის კარგი გამოცდილებაა.

თვით მსოფლიოს თასზე თამაში
ასეთი ემოციური არ არის. დიახ, გისტვენენ, ყვირიან, მაგრამ ეს უკეთ თამაშს გაიძულებს. მსოფლიოს თასზე ბევრი ნეიტრალური მაყურებელია, რომლებიც ორივე გუნდს ქომაგობენ. აქ კი 50-ათასიანი სტადიონი, ყველა ხმის ჩახლეჩამდე ყვირის, უსტვენს. იქ შენი თავისა შენ თვითონ არ გესმის.

მინდა სპორტი ყოველთვის პოლიტიკის გარეშე იყოს. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ადამიანია, რომლებიც რაგბის გულშემატკივრები არ არიან, უბრალოდ რუსეთის წინააღმდეგ საქომაგოდ მოდიან. სხვა გუნდებთან ამდენი მაყურებელი არ მიდის".

მკითხველის კომენტარები / 38 /
შე ბეყე, რაგბი ქართული ტრადიციული თამაშია და საიდან დაასკვენი მაგ. აზრზე არ ხარ რაგბის.
ლალუკა
25 მარტი 2020 01:14
5
ტრადიციული ქართული თამაშია "ლელო" და არა "რაგბი". საქართველოში ლელო გაზეთია და პოლიტიკური მოძრაობა. წარმოიდგინეთ ბრიტანეთში პარტიას ფუტბოლი, რაგბი ან გოლი ერქვას. სხვისი ყანის თოხნაში, ჩვენი არ გვახსოვს.
ვეტერანი
25 მარტი 2020 11:42
1
გაჯიევისაგან რას ელოდით?
გერა
25 მარტი 2020 00:20
4
საიდან დაასკვნა ამ ბელენგვერამ საქართველოში რაგბი არ უყვართ და ლამის სპორტის ნომერ პირველი სახეობა არაა ან რატომ გონია რომ მარტო მაგის უბადრუკი ნაკრრების სანახავად დადის ხალხი სტადიონზე რა თქმა უნდა კარგია სპორტის და პოლიტიკის გამიჯვნა მაგრამ რუსთი არის ოკუპანტი ქვეყანა ქვეყანა რომელმაც ჯერჯერობით წაგვგლიჯა ჩვენი წინაპრებისა და ჩვენი თანამედროვეთა სისხლი მორწყული სამშობლოს არა ერთი ნაწილი ეს ყველამ კარგად ვიცით ამ ბელენგვერას ვუხსნი ჩემი ჭკუით ისე მაგის სამშობლოც ოკუპირფბული აქვს იმ ქვეყანას რომლის ღირსებასაც თავად იცავს რუსი მას არასდროს აღიარებს მის სწორად ყველთვის შავ ტ...ა მაიმუნი იქნება დედა რუსეთისთვის როგორც ყველა კავკასიელი და არა მარტო კავკასიელი როცა თამაში შედგება შევავსოთ სტადიონი და ნაცვლად რუსეთის ჰიმნზე სტვენისა დავიყვიროთ დავიღრიალოთ ყველამ აუცილებლად რუსულად რასია ოკუპანტ ან მსგავსი რამ რა ვიცი მე ასეთ რამეს ვნატრობ აგრერ რა ხანია რუსულად იმიტომ რომ ხომ უნდა გაიგონ რუსბიჭობამ რატომ ვაწყობთ ობსტრუქციას საბჭოეთის მუსიკალურ ჰიმნზე
აკინ
24 მარტი 2020 22:16
4
ლამის სპორტის პირველი სახეობა არაა რაგბი საქართველოში.პირველი ფეხბურთია.ისე ცოდნისთვის რუსეთთან თამაშისთვის ნახევარი ბილეთეიც არ იყო გაყიდული ბოლო თამაშზე
Buxrika
25 მარტი 2020 00:26
4
მე გამოგიგზავნი თუ გენდომება ნაკრების ბოლო 20 საშინაო თამაშის ვიდეოს და თავად ნახე დადის თუ არ დადის
s s
24 მარტი 2020 22:08
2
თუნდაც ეგრე იყოს! გაჯი, თამაშისთვის კარგად მოემზადე, თავზე გადასახვევი დოლბანდი მოიმარაგე. მე შენ გეტყვი, ჯერ არ წაგიგია ჩვენთან, თუ რა?
: )))))))
24 მარტი 2020 22:03
1
უსიტყვოდ!
soxumeli veterani
24 მარტი 2020 21:58
1
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მართალია !!!!
რაგბის ქომაგი
24 მარტი 2020 21:57
35
რას ნიშნავს სპორტი პოლიტიკის გარეშე? შეიძლება საკუთარი ქვეყნის ნაკრების წევრი იყო სპორტის რომელიმე სახეობაში და საკუთარი ქვეყანა არ გიყვარდეს და არ გაღელვებდეს მისი ბედი? ხოდა, თუ საკუთარი ქვეყანა გიყვარს და მისი ბედი გაღელვებს, შეიძლება არ გაღელვებდეს სხვა ქვეყნის მიერ მისი ბომბვა, აგრესია და ოკუპაცია?! სპორტი პოლიტიკის გარეშე, იგივეა, რაც სპორტი სპორტული სიმბოლიკის და გამარჯვების სურვილის გარეშე.
ვაჟა ზაზაევიჩი
24 მარტი 2020 20:42
1
ამ პლასტმასის ფაბერჟეს უთხარით ჯერ საქართველოს შესახებ გაიგოს რამე და მერე გამოთქვას თავისი ფაბერჟული აზრები. საქართველოში უფრო მეტი გულშემატკივარია ვიდრე რუსეთში და მაყურებლით თუ მის გარეშეც შანსიც კი არ აქვთ მატჩის მოგების. და კიდევ, ეს ისეთივე რუსია როგორც პუტინია აფრიკელი.
ქართველი
24 მარტი 2020 20:31
0
ეს ვერაა მატორზე!
ქართველი
24 მარტი 2020 20:31
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული