რუსეთის მორაგბეთა ნაკრების დაღესტნელმა ვიცე-კაპიტანმა ტაგირ გაჯიევმა კორონავირუსის გამო "ჯვაროსნებთან" გადადებულ მატჩზე "РИА Новости"-სთან ისაუბრა.
"მატჩები და ტურნირები მაყურებლების გარეშე უნდა ჩატარდეს. ვთვლი, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ქართველებთან ცარიელი ტრიბუნების წინ ვითამაშებდით. რისკი ყოველთვის არსებობს და ვირუსისგან დაზღვეული არავინ არის. თუმცა ასევე შესაძლებელია ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე დაინფიცირდე. იქ რისკი არაფრით ნაკლები არაა, ვიდრე მოედანზე. საინტერესო მატჩი იქნებოდა. რა თქმა უნდა, საქართველოსთან სავსე სტადიონზე თამაში გაცილებით საინტერესოა. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგ გუნდთან თამაში ყოველთვის კარგი გამოცდილებაა.
თვით მსოფლიოს თასზე თამაში
მინდა სპორტი ყოველთვის პოლიტიკის გარეშე იყოს. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ადამიანია, რომლებიც რაგბის გულშემატკივრები არ არიან, უბრალოდ რუსეთის წინააღმდეგ საქომაგოდ მოდიან. სხვა გუნდებთან ამდენი მაყურებელი არ მიდის".