ლინ ჯონსი: "ბორჯღალოსნების" დასამარცხებლად რუსეთმა მათთან ხშირად უნდა ითამაშოს

AutoSharing Option
Sport 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა ლინ ჯონსმა სეზონის განახლებასა და გუნდის ამოცანებზე ისაუბრა და "ბორჯღალოსნებთან" ხშირად თამაშის სურვილი გამოთქვა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს.

- უელსში სახლში ვზივარ. რაც თბილისიდან დავბრუნდი, სადაც საქართველოს ნაკრებს უნდა შევხვედროდით, აქ ვიმყოფები. ჩვენთან სიტუაცია ისეთივეა, როგორც მთელ მსოფლიოში. განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე სახლიდან გასვლა არ შეიძლება.

- რუსეთის ნაკრებისთვის საქართველოსთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ასეთი გუნდების დამარცხება გვინდა ვისწავლოთ, მათ რაც შეიძლება ხშირად უნდა ვეთამაშოთ.

- რუმინეთთან მატჩმა კრიზისის გადალახვა დაგვანახა? არა მგონია, ეს კრიზისი
ყოფილიყო. რუნინელებთან ფეხით თამაში საჭირო დონეზე იყო, ამან შედეგი გამოიღო. გასულ წელს ევროპირველობაზე ამდენი ტრავმირებული მოთამაშე არ გვყოლია. იძულებული ვიყავით შემადგენლობა შეგვეცვალა. მესამე-მეოთხე მატჩები ახლგაზრდებმა უკეთ ჩაატარეს.

- მსოფლიოს თასის შემდეგ გუნდმა სტილი შეცვალა, გადავწყვიტეთ უფრო შემტევი რაგბი გვეთამაშა, ბურთი დაგვეჭირა, ვცდილობდით თამაში გავეშალა. ყველაფერი უცბად არ გამოდის.

- გაზაფხულზე რაგბის კონტინენტურ ლიგას უნდა აეღო სტარტი, სადაც რუსული კლუბები გერმანულ, რუმინულ და მომავალში ქართულ გუნდებს დაუპირისპირდებოდნენ. მატჩები ბოლო წუთამდე ინტენსიური იქნებოდა. ასეთი ტურნირი პოზიტიურ გამოცდილებას შეგვძენდა. 20 წლის წინ უელსის ნაკრებს პრობლემები ჰქონდა, მაგრამ საკლუბო რეფორმა ნაბიჯის წინ გადადგმაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.

altრუსეთის ნაკრების მორაგბე: მიყვარს ქართული სამზარეულო - მარტში საქართველოსთან თამაში ადვილი იქნებოდა

altსაქართველოში რაგბის ბევრი გულშემატკივარი არ არის, უბრალოდ რუსეთის წინააღმდეგ საქომაგოდ მოდიან, - ამბობს რუსეთის ნაკრების ვიცეკაპიტანი

altrugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ

altრუსეთის ნაკრების მწვრთნელი: უნდა ჩავფიქრდეთ, როგორ დავამარცხოთ საქართველო

altრუსი მორაგბე: ბოლოს და ბოლოს საქართველოს ნაკრები უნდა დავამარცხოთ - ეს შეგვიძლია

მკითხველის კომენტარები / 9 /
ქართულმა კლუბებმა რუსების მოგონინ მამაძაღლურ ტურნირში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ და რაც უფრო ცოტას ვეთამაშებით რუსებს მით უფრო ავიმაღლებთ კლას.
გიორგი
19:49 24-04-2020
3
ხო მაგრამ ჩვენ ლი ჯონსის ბოდვა არ გვაწყობს და ვინც მაგას აYვება მოღალატეა.
ddgfdf
19:38 24-04-2020
4

სიახლეები პოპულარული