ირლანდიელები საქართველოს "6 ერში" ვერ ხედავენ - "ისინი იტალიაზე ღირებული ვერ იქნებიან"

AutoSharing Option
ირალნდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ ბრაუნმა განაცხადა, რომ ირლანდიური მხარე "6 ერის" ფორმატის შეცვლის წინააღმდეგია და იქ საქართველოს, ფაქტობრივად, ვერ ხედავს.

"თანხა, რაც "6 ერიდან" შემოგვდის ირლანდიურ პროფესიონალურ და სამოყვარულო რაგბის აფინანსებს. ირლანდია რომ დაქვეითდეს და მეორე დონის შეჯიბრში მოუწიოს თამაში საქართველოსთან, რუსეთთან, ესპანეთსა და გერმანიასთან, ეს რეალობა აღარ გვექნება.

ფინანსური დანაკარგის გამო 2 პროფესიონალური გუნდის გაუქმება დაუყოვნებლივ მოგვიწევს. ჩვენ იმის კეთება უნდა განვაგრძოთ რასაც ვაკეთებთ და ის უნდა დავიცვათ.

საქართველოზე ყოველთვის საუბრობენ, რომ მათ იტალია უნდა ჩაანაცვლონ "6
ერში". იტალიამ საქართველოს ნაკრებს რამდენჯერმე მოუგო და შედეგის ნახვა ყველას შეუძლია. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ შეჯიბრებაში საქართველოს ჩათვლით რაიმე სახის ღირებული პროგრესი გვექნება.

მიკვირს, რაგბის დასტაბილურების ნაცვლად ჩვენ ამ თამაშის დესტაბილიზაციას ვცდილობთ. ასე რომ, არსებულის შენარჩუნება ეგზისტენციალურად (სასიცოცხლოდ) მნიშვნელოვანია,"- განაცხადა ბრაუნმა.

მომზადებულია The Irish Times-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 27 /
ერთი გამოსავალი გვაქვს. 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა მოვიგოთ!
კონსტანტინე
31 მაისი 2020 19:16
1
მოეგოთ ჩვენებს იტალიისთვის და ამდენი საბლატაო არ ექნებოდათ,ერთხელ მოეგოთ თუნდაც ირლანდიისთვისაც და ამდენს ვერ გაბედავდნენ,ასე რომ როცა იცი რომ ფულზე იყიდება ყველაფერი ამ შემთხვევაში შედეგი უნდა დადო ანუ ფაქტი.მამუკა გორგოძე მართალი იყო რაც თქვა ადრე.ასე რომ ერთი ადგილის თამაშს თავი დაანებეთ და საკუთარ ნაკლზე ვისაუბროთ ჯობია.
nu achmaxebt
31 მაისი 2020 18:19
0
ჩვენ აღარ ვართ იმ დონეზე მაგათთან ვარჯიშებს დავეწაფოთ.
ddgfdf
31 მაისი 2020 17:30
2
რაგბის განვითარებისთვის არ გვჭირდება, მაგათგან ფიტნესის გარდა ვერაფერს ვერ ისწავლი ისედაც. აი თამაშები კარგი იქნებოდა.
ddgfdf
31 მაისი 2020 17:28
1
არის სიმართლეც ამ კაცის მათქვამში
31 მაისი 2020 15:32
10
ამის *სიმართლე* მარტო ფულშია ! იტალიას რაც შეეხება , მათზე საერთოდ არ ღირს ლაპარაკო , იმდენი ითრია ფეხი შეხვედრაზე , სანამ საქათველოს ნაკრებს , თაობათა ცვლა არ დაეწყოდა , ამას 7 მოთამაშის ტრავმა არ დაემატა ? თან იტალიაში ათამაშეს , თან მათთვის სასურველ დროს ! ამ წაგების შემდეგ , ოკეანიის ტურნეზე ყველა თამაში მოვიგეთ , არადა ოკეანიის ქვეყნები , იტალიას ისე ღეჭავენ და ყლაპავენ . ძვალსაც არ აფურთხებენ ! 6 ერი - ფულია და მეტი არაფერი !
კახაბერი
31 მაისი 2020 16:05
9
მოდი და თქვი ამის მერე რამე,საკუთარი ცხვირის იქეთ ვერაფერს ხედავს ტიპი.ამას რა უნდა ელაპარაკო საერთოდ.აღმასრულებელი დირექტორია არადა.ისეთი წარმოდგენა მრჩება რო რაგბში მოღვაწეთა 80 პროცენტი ამისნაირად აზროვნებს,ამიტომაა რაგბი ფეხბურთთან შედარებით არარაობა მსოფლიოში
master
31 მაისი 2020 15:31
4
Six Nations don't want promotion & relegation, because for Five Nations Italy is their own first line of self-defense. With the introduction of promotion & relegation France or Scotland eventually will get relegated.
Q. G.
31 მაისი 2020 15:04
3
აბსოლიტურად მართლები არიან ! იტალია მათთვის ბარიერია , უფრო სწორედ ხურდა ფული - შემდეგ ყველაზე სუსტი ირლანდიაა დაამაშია ძაღლის თავი დამარხული , თავს და ფინანსებს იცავს ირლანდიის სარაგბო კავშირი !
კახა
31 მაისი 2020 16:09
3
რაიო?
07
31 მაისი 2020 15:37
4
აი ამისნაირების გამო იქნება ფეხბურთი ყოველთვის ნომერ პირველი სპორტი
ნუ ბლოკავ!!
31 მაისი 2020 14:45
4
ჩაკეტილი, კომერციული ტურნირია ეს 6 ერი და ლოგიკურია, რომ არ უნდათ საქართველო.მათთვის არ არის მომგებიანი არანაირად ჩვენი მანდ ყოფნა. უბრალოდ ეგენიც ერთ ადგილს ტკეპნიან და სამხრეთ ნახევარსფეროელებს ერთი კი არა, ათი თავით ჩამორჩებიან. ასეთები არიან ეს ბრიტანელები. ცოტა ხანში არგენტინაც მოუგებს 6 ერის გამარჯვებულს. ჩვენთვის კი ნამდვილად შორიც არის ეს ტურნირი და ჯერჯერობით სხვა ვარიანტი იქნება უკეთესი.
: )))))))
31 მაისი 2020 14:06
1
არ ვუნდებვართ და თუ გინდა შეეცი,ისე როგორც ჩვენ არ გვინდა გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია,ბელგია...ამ გუნდებთან თამაშით ჩვენი რაგბი წინ ხომ ვერ მიდის?!
niko
31 მაისი 2020 13:52
3
ადმინ-ბატონო, ეგეთ სიტყვებს არ ბლოკავ და ტოროსინის სიტყვების წყარო რომ დაგისახელე, ის მაშინვე მიაბლოკე. არადა გრამი უზრდელობა არ იყო.
ღლონტი
31 მაისი 2020 19:15
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული