ირლანდიელები საქართველოს "6 ერში" ვერ ხედავენ - "ისინი იტალიაზე ღირებული ვერ იქნებიან"

AutoSharing Option
ირალნდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ ბრაუნმა განაცხადა, რომ ირლანდიური მხარე "6 ერის" ფორმატის შეცვლის წინააღმდეგია და იქ საქართველოს, ფაქტობრივად, ვერ ხედავს.

"თანხა, რაც "6 ერიდან" შემოგვდის ირლანდიურ პროფესიონალურ და სამოყვარულო რაგბის აფინანსებს. ირლანდია რომ დაქვეითდეს და მეორე დონის შეჯიბრში მოუწიოს თამაში საქართველოსთან, რუსეთთან, ესპანეთსა და გერმანიასთან, ეს რეალობა აღარ გვექნება.

ფინანსური დანაკარგის გამო 2 პროფესიონალური გუნდის გაუქმება დაუყოვნებლივ მოგვიწევს. ჩვენ იმის კეთება უნდა განვაგრძოთ რასაც ვაკეთებთ და ის უნდა დავიცვათ.

საქართველოზე ყოველთვის საუბრობენ, რომ მათ იტალია უნდა ჩაანაცვლონ "6
ერში". იტალიამ საქართველოს ნაკრებს რამდენჯერმე მოუგო და შედეგის ნახვა ყველას შეუძლია. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ შეჯიბრებაში საქართველოს ჩათვლით რაიმე სახის ღირებული პროგრესი გვექნება.

მიკვირს, რაგბის დასტაბილურების ნაცვლად ჩვენ ამ თამაშის დესტაბილიზაციას ვცდილობთ. ასე რომ, არსებულის შენარჩუნება ეგზისტენციალურად (სასიცოცხლოდ) მნიშვნელოვანია,"- განაცხადა ბრაუნმა.

მომზადებულია The Irish Times-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 27 /
უკვე ამაზრზენია ამათი მოსმენა და პირდაპირ გადმონთხევა იმისი, რომ მათი ინტერესი მხოლოდ ფულია და არა რაგბის განვითარება მსოფლიოს მასშტაბით! მე არ ვიცი რომელიმე სპორტში თუ არსებობს ასეთი "გაუმაძღარი" ბიუროკრატია... მიყვარს ეს სპორტი და მიყვარს ჩვენი ბიჭების გამო, მაგრამ რომ ვუყურებ ასე ღიად, რომ გამოდიან რაგბის "მაფიოზები" და დემაგოგობენ იმსათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ფული მიიღონ, წარმოდგენა მეკარგება ამ სპორტზე... ერთხელ და სამუდამოდ ვიღაცამ ხომ უნდა ამოიღოს ხმა!!!
ბექა
31 მაისი 2020 13:23
5
კალათბურთიც რაღაც მასეთი პონტია,ამას ვერ შეედრება,მარა ფული თუ არ გაქვს კალათბურთში ვერსად ითამაშებ
Master
31 მაისი 2020 18:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული