ირლანდიელები საქართველოს "6 ერში" ვერ ხედავენ - "ისინი იტალიაზე ღირებული ვერ იქნებიან"

AutoSharing Option
ირალნდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ ბრაუნმა განაცხადა, რომ ირლანდიური მხარე "6 ერის" ფორმატის შეცვლის წინააღმდეგია და იქ საქართველოს, ფაქტობრივად, ვერ ხედავს.

"თანხა, რაც "6 ერიდან" შემოგვდის ირლანდიურ პროფესიონალურ და სამოყვარულო რაგბის აფინანსებს. ირლანდია რომ დაქვეითდეს და მეორე დონის შეჯიბრში მოუწიოს თამაში საქართველოსთან, რუსეთთან, ესპანეთსა და გერმანიასთან, ეს რეალობა აღარ გვექნება.

ფინანსური დანაკარგის გამო 2 პროფესიონალური გუნდის გაუქმება დაუყოვნებლივ მოგვიწევს. ჩვენ იმის კეთება უნდა განვაგრძოთ რასაც ვაკეთებთ და ის უნდა დავიცვათ.

საქართველოზე ყოველთვის საუბრობენ, რომ მათ იტალია უნდა ჩაანაცვლონ "6
ერში". იტალიამ საქართველოს ნაკრებს რამდენჯერმე მოუგო და შედეგის ნახვა ყველას შეუძლია. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ შეჯიბრებაში საქართველოს ჩათვლით რაიმე სახის ღირებული პროგრესი გვექნება.

მიკვირს, რაგბის დასტაბილურების ნაცვლად ჩვენ ამ თამაშის დესტაბილიზაციას ვცდილობთ. ასე რომ, არსებულის შენარჩუნება ეგზისტენციალურად (სასიცოცხლოდ) მნიშვნელოვანია,"- განაცხადა ბრაუნმა.

მომზადებულია The Irish Times-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 27 /
სანამ სიმართლეს თვალს არ გავუსწორებთ მანამდე ვივილით ერთ წრეზე, ექვსი ერი არის კომერციული ტურნირი და შესაბამისად მაგათი ამომავალი წერტილი იყო, არის და იქნება ფული, ამ მოჯადოვებული წრის გარღვევა შესაძლებელია მხოლოდ სპორტული მიღწევებით, თუნდაც მსოფლიოზე, თუნდაც მაღალი დონის გუნდებთან მოგებით იმ იშვიათ ტესტებზე, შიდა ჩემპიონატის დონის ამაღლებით, საერთაშორისო საკლუბო ტურნირებში მონაწილეობით და წარმატებებით და ა.შ. სხვაგვარად, ფინანსური დონით ჩვენ ექვსი ერის მონაწილე ქვეყნებს ჩვენ კარგა ხანს ვერ დავეწევით და შესაბამისად ისევ სპორტული მხრიდან უნდა მივაწვეთ..... წარმატებები !!!
........
31 მაისი 2020 22:01
0
მოეგოთ ჩვენებს იტალიისთვის და ამდენი საბლატაო არ ექნებოდათ,ერთხელ მოეგოთ თუნდაც ირლანდიისთვისაც და ამდენს ვერ გაბედავდნენ,ასე რომ როცა იცი რომ ფულზე იყიდება ყველაფერი ამ შემთხვევაში შედეგი უნდა დადო ანუ ფაქტი.მამუკა გორგოძე მართალი იყო რაც თქვა ადრე.ასე რომ ერთი ადგილის თამაშს თავი დაანებეთ და საკუთარ ნაკლზე ვისაუბროთ ჯობია.
nu achmaxebt
31 მაისი 2020 18:19
0
არ ვუნდებვართ და თუ გინდა შეეცი,ისე როგორც ჩვენ არ გვინდა გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია,ბელგია...ამ გუნდებთან თამაშით ჩვენი რაგბი წინ ხომ ვერ მიდის?!
niko
31 მაისი 2020 13:52
3
ადმინ-ბატონო, ეგეთ სიტყვებს არ ბლოკავ და ტოროსინის სიტყვების წყარო რომ დაგისახელე, ის მაშინვე მიაბლოკე. არადა გრამი უზრდელობა არ იყო.
ღლონტი
31 მაისი 2020 19:15
2
უკვე ამაზრზენია ამათი მოსმენა და პირდაპირ გადმონთხევა იმისი, რომ მათი ინტერესი მხოლოდ ფულია და არა რაგბის განვითარება მსოფლიოს მასშტაბით! მე არ ვიცი რომელიმე სპორტში თუ არსებობს ასეთი "გაუმაძღარი" ბიუროკრატია... მიყვარს ეს სპორტი და მიყვარს ჩვენი ბიჭების გამო, მაგრამ რომ ვუყურებ ასე ღიად, რომ გამოდიან რაგბის "მაფიოზები" და დემაგოგობენ იმსათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ფული მიიღონ, წარმოდგენა მეკარგება ამ სპორტზე... ერთხელ და სამუდამოდ ვიღაცამ ხომ უნდა ამოიღოს ხმა!!!
ბექა
31 მაისი 2020 13:23
5
კალათბურთიც რაღაც მასეთი პონტია,ამას ვერ შეედრება,მარა ფული თუ არ გაქვს კალათბურთში ვერსად ითამაშებ
Master
31 მაისი 2020 18:56
0
ერთი გამოსავალი გვაქვს. 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა მოვიგოთ!
კონსტანტინე
31 მაისი 2020 19:16
1
ჩაკეტილი, კომერციული ტურნირია ეს 6 ერი და ლოგიკურია, რომ არ უნდათ საქართველო.მათთვის არ არის მომგებიანი არანაირად ჩვენი მანდ ყოფნა. უბრალოდ ეგენიც ერთ ადგილს ტკეპნიან და სამხრეთ ნახევარსფეროელებს ერთი კი არა, ათი თავით ჩამორჩებიან. ასეთები არიან ეს ბრიტანელები. ცოტა ხანში არგენტინაც მოუგებს 6 ერის გამარჯვებულს. ჩვენთვის კი ნამდვილად შორიც არის ეს ტურნირი და ჯერჯერობით სხვა ვარიანტი იქნება უკეთესი.
: )))))))
31 მაისი 2020 14:06
1
მოდი და თქვი ამის მერე რამე,საკუთარი ცხვირის იქეთ ვერაფერს ხედავს ტიპი.ამას რა უნდა ელაპარაკო საერთოდ.აღმასრულებელი დირექტორია არადა.ისეთი წარმოდგენა მრჩება რო რაგბში მოღვაწეთა 80 პროცენტი ამისნაირად აზროვნებს,ამიტომაა რაგბი ფეხბურთთან შედარებით არარაობა მსოფლიოში
master
31 მაისი 2020 15:31
4
იტალიამ არაერთ ბობოლას მოუგო, სანამ 5 ერში მიიღებდნენ. ჩვენ კიდევ ადრე რომ ვუგებდით იაპონიას და ფიჯის, ბოლო თამაშები უშანსოდ წავაგეთ. იტალიასთან ორიდან ორი მარცხი გვაქვს, ბობოლებთან იმაზე უფრო უიმედოდ ვაგებთ, ვიდრე 4 წლის წინ. ფინანსურად ახლოსაც არ ვართ იტალიასთან. არათუ იტალიის ჩანაცვლების, 7 ერამდე გაფართოვების ლოგიკასაც კი ვერ ვხედავ. რამე შეჯიბრება რომ ჩამოგვეყალიბებინა ოკეანელებთან და იაპონიასთან ერთად, გაცილებით საინტერესო იქნებოდა, იაპონიას მანამდე 4 ერში თუ არ შეეხვეწებოდნენ.
Lasha
31 მაისი 2020 21:03
0
აი ამისნაირების გამო იქნება ფეხბურთი ყოველთვის ნომერ პირველი სპორტი
ნუ ბლოკავ!!
31 მაისი 2020 14:45
4
ყოველთვის მოაქვთ მაგალითად იტალიელებთან ჩვენი მარცხი, უბრალო სტატისტიკა და მორჩა, მეტი არაფერი აინტერესებთ. სხვა ფაქტორებს არავინ განიხილავს. თუნდაც იტალიელების მაჩანჩალობას. ნათელი იყო, ასეც იქნებოდა. იმ თამაშს კარგახანს ველოდით ყველანი და სამწუხაროდ, თავად თამაშს ნამდვილად არ ეტყობოდა, რომ ბოლომდე იყო გათავისებული ის მნიშვნელობა, რომელიც მიენიჭებინა მის შედეგს. ის იყო ჩვენი დიდგორი, უეჭველად მოსაგები თამაში, რომელიც ბევრს ენას ჩააგდებინებდა.
ანესთეზეოლოგი
01 ივნისი 2020 07:53
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული