დიდი ალბათობით "ბორჯღალოსნები" ფორმატშეცვლილ "6 ერში" იასპარეზებს

AutoSharing Option
როგორც იცით, იაპონიის მორაგბეთა ნაკრებმა კორონავირუსის გამო ფორმატშეცვლილ "6 ერის" ერთჯერად გათამაშებაზე მონაწილეობაზე უარი განაცხადა და "ბორჯღალოსნებს" ტურნირზე ჩართვის შესაძლებლობა გაუჩნდა. ერთდროულად რამდენიმე გამოცემის ცნობით ("გარდიანი", BBC, rte.ie) კი ამომავალი მზის ეროვნულ გუნდს სწორედ საქართველოს ნაკრები შეცვლის.

"8 ერის" ტურნირი 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე ჩატარდება და თუ ჩვენი გუნდი მართლაც მიიღებს მონაწილეობას,  ჯგუფში საფრანგეთთან, იტალიასთან და შოტლანდიასთან ერთად ისპარეზებს. მეორე ჯგუფში უელსი, ირლანდია, ინგლისი და ფიჯი არიან.

BBC იტყობინება, რომ 24 ოქტომბერს ჩვენი ნაკრების შოტლანდიასთან გასვლითი ტესტ-მატჩიც გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ნაკრების თამაშს როდესაც ვუყურებდი ყოველთვის იმედიანად ვხდებოდი ვიცოდი ერთი რამ ისინი იბრძოლებენ ბოლომდე მიუხედავად მეტოქისა და ეს დამსახურება იყო ბიჭების ეხლა არ აქვს მნიშვნელობა თუ რაფერ დროშას აფრიალებთ და რომელ პოლიტიკური ნიშნით ხართ მონათლული უბრალოდ გააკეთეთ ერთი კარგი საქმე და ის თქვენ დაგიბრუნდებათ არჩევნები კარზე მომდგარი გაიღვიძეთ
იბერიელი68
22:19 31-08-2020
0
და როცა ასეთი შანსი კარგა ხანი შეიძლება აღარც გვქონდეს საქმეს რა გვიფუჭებს? ისევ და ისევ ჩვენი უთავბოლობა და დაქსაქსულულობა: ამის ქოცობა, იმის ნაცობა და ა.შ.
გუგა
19:38 30-08-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული