საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი ცნობილია?!

AutoSharing Option
სხვადასხვა ბრიტანული წყაროს ცნობით, საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ფავორიტი კანდიდატი 35 წლის ინგლისელი რორი ტიგი გახლავთ.

ტიგი ბოლოს "გლოსტერში" უკანახაზელების მწვრთნელად მუშაობდა, იქამდე კი იმავე სტატუსით იმყოფებოდა ტოპ14-ის კლუბ "ბორდოში". სხვათა შორის, იმ დროისთვის წამყვან ევროპულ სარაგბო ჩემპიონატებში მომუშავე ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახლდათ.

გარდა ზემოთაღნიშნული გუნდებისა, ტიგს უმუშავია "სარასენზსა" და "ვოსპში", ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებ გუნდში.

საქართველოს ნაკრები კი მთავარ მწვრთნელს 2019 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ ეძებს, როცა გუნდი მილტონ ჰეიგმა დატოვა. ამჟამად "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ლევან
მაისაშვილი გახლავთ.

The Rugby Paper-ი კი წერს, რომ ტიგის მთავარი კონკურენტი საქართველოს ნაკრების დამრიგებლის პოსტზე სამხრეთაფრიკელი სვის დე ბრუინია, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების შეტევის მწვრთნელის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.

alt"ბორჯღალოსნების" კიდევ ერთი შანსი - იაპონიამ "6 ერში" თამაშზე უარი თქვა


მკითხველის კომენტარები / 14 /
სასწრაფოდ მთელი ინტენსივობით მოამზადეთ ნაკრები. ახლა უნდა ვაჩვენოთ რა შეგვიძლია.
ამ შანსს თუ არ გამოვიყენებთ მერე ვუცადოთ ათეული წლები
თენგო
08 სექტემბერი 2020 12:55
0
მაისაშვილის ხელში გუნდი უკეთ ათამაშდა ბევრად უკეთ ვიდრე ჰეიგის ბოლო 6 წელი. აცალეთ ამ ადამიანს, ქართველ უცხოელო მწვრთნელი ზედმეტი ხარჯია როდესაც მთლიანად არეული სარაგბო სამყარო და დიდი 10 გუნდებსაც დაფინანსება არ აქვთ საკმარისად. იმის მაგივრად უცხოელ მწვრთნელშ ფული ყაროთ ადგილობრივდახარჯეთ და მოთამაშეების განვითარებას შეუწყეთ ხელი. დღეს ინფორმაციის მიღება ბევრად უფრო ადვილია და ვერაფერ სასწაულს უცხოელი მწვრთნელი ვერ მოიტანს თან ასეთი მოერადი ხარისხის და ბევრად ახალგაზრდა და გამოუცდელი. ნაკრების ზოგ მოთამაშეზე ახალგაზრდაა თან
niko
02 სექტემბერი 2020 19:08
2
ან აცადეთ მაისაშვილს ან დროულად მოძებნეთ ვინმე ნორმალური !!!!!! სირცხვილია, წელიწადზე მეტია გაიძახით ნაკრების მწვრთნელს ვეძებთო, მართლა რა დაგემართათ ?!
ანუ !!! რა გადაწყვეტილებასაც იღებთ დრულად მიიღეთ დროულად !!!
?!
02 სექტემბერი 2020 13:22
2
არ გვჭირდება უცხოელი მეორეხარისხოვანი მწვრთნელები, მაისაშვილი მშვენივრად უძღვება ჯერ-ჯერობით საქმეს. აცალეთ ამ კაცს მუშაობა. ისე საინტერესოა მართლაც, რაგბს პატრონი არ ყავს და ვინ არჩევს ამმწვრთნელებს
თენგაბი
02 სექტემბერი 2020 03:26
3
ეს მართლა მაიმუნობაა! ვინაა საერთოდ და რა გაუკეთებია? იმას ამბობდნენ, კოტერზე ნაკლები არ უნდა ვიყვანოთო, და იყოს მაისაშვილი, ბევრად სჯობს!
zuka
01 სექტემბერი 2020 23:16
4
აბუმ ფრანგი მწვრთნელი გვინდაო და ეს რომ ინგლისელია, მეორე კი აფრიკელი?
talakha
01 სექტემბერი 2020 20:18
1
აბუსერიძის გეგმები და ნათქვამი არსად გაიშვას. ისე რაგბისტები აბუს ღირსები კი არიან, მაგაზე დალაგებულს და განათლებს ვერ აიტანენ:):):)
mecnieri
01 სექტემბერი 2020 23:08
7
და აბუ უკვე კანდიდატებს არჩევს? საერთოდ კი ისმის მისი გეგმები, რას აპირებს არჩევის შემთხვევაში? სვანიძე რომ გაიპარა, გასაგებია, მაგრამ ქვეყნის პრობლემაა მოსაგვარებელი
????
01 სექტემბერი 2020 22:44
1
ვერგავიგე რასაჭიროა სხვისი ძებნა როდესაც ლევანი მშვენიერი მწვრთნელია და ამ ახალგაზრდა რეგბისტებთან ერთად ამდენი წელია მოდის და წარმატებულიც არის. Ჯობია იმაზე იმუშაოს თუ როგორ მოვახერხოთ რვა ერში შესვლა
იბერიელი68
01 სექტემბერი 2020 19:53
7
დატოვეთ ლევანი! ვის ეძებთ,რას ეძებთ!?
მწრთვნელი
01 სექტემბერი 2020 19:44
8
ხოდა გადაავსებს ლევან მაისაშვილი ნაკრებს ლელოს მოთამაშეებით, აფსუს რამდენი კარგი ბიჭი ჩაიკარგა?
moragbe
01 სექტემბერი 2020 22:40
2
მე მგონი ისევ მაისურაძე დარჩეს ჯობია. ცუდი ბიჭი არ ჩანს და იქნებ ერთი ტოპ მწვრთნელი საქართველოში ეს ბიჭი აღმოჩნდეს
grisha
01 სექტემბერი 2020 19:23
7
რას ამბობთ, რა მაისურაძე, რის მაისურაძე. როგორ შეიძლება მაგისი მთავარი მწვრთნელობა? ოციანებს ისედაც ბოლომდე აცლის სიქას და შედეგს მაინც ვერ დებს. მაგისი ნაკრებიდან ორი კაცი ძლივს ქაჩავს ხოლმე დიდ ნაკრებს, სულ ტრამვებს იკიდებენ ბიჭები და მერე ზოგი ერთი თავსაც ანებებს. მე თუ მკითხვთ მაისურაძე სადაც არის იქაც არ უნდა იყოს.
otia
01 სექტემბერი 2020 20:23
10
რა საინტერესოა, პრეზიდენტი არ ჰყავს რაგბის კავშირს და ვინ ელაპარაკება ამ კაცს და ვისი სახელით? და კიდევ სვის დე ბრუნს უარი ათქმევინეს ისეთი წერილები დ მესიჯები აფრინეს "დიდმა ქართველებმა და დიდმა მორაგბეებმა"და ახლა გახა საინტერესო? აბა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვსო რომ ბრძანებდნენ ნიჟარაძე და ხურციძე? ახალა გაუარა თუ როგორ არის საქმე?
misha
01 სექტემბერი 2020 19:14
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული