"ბორჯღალოსანთა" მწვრთნელად ლევან მაისაშვილი რჩება

AutoSharing Option
უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელად ინგლისელ რორი ტიგს ან სამხრეთაფრიკელ სვის დე ბრუინს დანიშნავენ. ამაზე განცხადება საქართველოს რაგბის კავშირმა გააკეთა.

"ბოლო პერიოდში უცხოურ და ქართულ მედიაში ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომ თითქოს ამა თუ იმ სპეციალისტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება "ბორჯღალოსანთა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

საქართველოს რაგბის კავშირი ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ დეკემბრამდე, ანუ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე, "ბორჯღალოსანთა" სამწვრთნელო შტაბში რაიმე სახის ცვლილება არ იგეგმება".

ასე რომ, საქართველოს ნაკრებს კვლავ ლევან მაისაშვილი გაწვრთნის.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ინგლისელი მწვრთნელი სჯობა. ბიჭებს ინგლისში გაუხსნიდა გზას.
დავით
15:14 03-09-2020
4
ლევან მაისაშვილს დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ,ვიცი,რომ ქართული რაგბის ულისათვის ბევრ რამეს დასთმობს და სთმობს კიდეც.უკვე სამაოდ დიდი ხანია,ნაკრების სხვადასხვა მწვრთნელებთან გუნდში მუშაობს და თვითონაც ხომ გაიყვანა ნაკრები მსოფლიოს თასზე.ასე რომ მგონია,უკვე საკმაოდ გამოცდილი და საქართველოს ნაკრების ავან ჩავანში ღრმად ჩახედული სპეციალისტია.ამიტომ მისი ყოფნა ნაკრების სათავეში,ჩემში არავითარ ნეგატივს არ იწვევს.უფრო პირიქით.თუ გამოჩნდება ვინმე,მასთან შედარებით მაღალი კლასის სპეციალისტი,დარწმუნებული ვარ,ლევანი როგორც აქამდეც მომხდარა,არ გამოეკიდება თანამდებობას,მაგრამ თუ არავინ გამოჩნდა,მასაც უკვე თავისუფლად შეუძლია ნაკრების მწვრთნელობა და შესაძლოა ბევრ უცხოელზე უკეთაც.ეს ჰო,მაგრამ ამ განცხადებაში მე სხვა რამე მენიშნა ცუდად.დეკემბერში,ახალ არჩევნებამდეო.ესე იგი დეკემბრამდე ასე უპატრონოდ უნდა იყოს ქართული რაგბი გამოკიდებული და პარალიზებული?ფული არ არი,ხელმძღვანელი არ არი,გამოდის რომ გულშემატკივარიც აღარავინაა ფედერაციაში და ყველა ბიძინას ფულებს შეჰხაროდა?ესე იგი აქაც დალპა ყველაფერი?არ მინდა ამის დაჯერება,მაგრამ ეს სრული უმოქმედობა,სხვას რას უნდა ნიშნავდეს?ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დაგროვდა...მე უბრალო გულშემატკივარი ვარ და შიგნით რა ხდება,წარმოდგენაც კი არა მაქვს.ჭორებზეც კი არ მიმიწვდება ხელი...კითხვა კი პასუხს მოითხოვს და პრობლემაც მოგვარებას.სარაგბო თემმა ან შიგნით უნდა მოაგვაროს პრობლემები,როგორც აქამდე მომხდარა,ან კიდევ,ყველამ ყველაფერი გაიგოს და ყველას თავისი მიეზღოს.ძალიან ბევრი დრო დაიკარგა და ასე სეირის ყურება,უკვე დანაშაულია.დეკემბრამდე კი,ალბათ ყველაფერი ბოლომდე დაიშლება.
სოსო
14:19 03-09-2020
0

სიახლეები პოპულარული