საქართველო 6 ერს დაემატება - ინგლისთან გასამართი მატჩის თარიღიც ცნობილია

AutoSharing Option
ინგლისური გამოცემა The Telegaph-ის მიხედვით, რომელიც ხშირად წინასწარ ახმოვანებს 6 ერის ბრიტანული ქვეყნების პოზიციებს, წერს, რომ 6 ერს არა სამხრეთ აფრიკის ნაკრები, არამედ საქართველო დაემატება. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ ყოფილა, გამოცემა ინგლისსა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის გასამართი მატჩის თარიღსაც ასახელებს - ეს შეხვედრა 14 ნოემბერს გაიმართებაო...

წყაროს ცნობით, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ინგლისთან, უელსსა და ირლანდიასთან ერთად იქნება. 

მოგეხსენებათ, მორაგბეებთან გამართული შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებდა ისტორიული შანსის გამოსაყენებლად და 6
ერის ქვეყნებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. 

როგორც ჩანს ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ბორჯღალოსნები უდიდეს შესაძლებლობას მიიღებენ, რომელსაც, ცხადია გამოყენება სჭირდება. 

alt"ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს 1-ელ ნოემბერს უმასპინძლებს

alt"ბორჯღალოსანთა" მწვრთნელად ლევან მაისაშვილი რჩება

მკითხველის კომენტარები / 56 /
მაგარია. :)
,,ჰა ბურთი (ოვალური :)), ჰა მოედანი. :)
მიშა
08 სექტემბერი 2020 13:06
1
ესე შეიძლება უკეთესი გამოვიდეს. თუ იტალიამ წააგო ყველა თამაში და ბოლოზე გავიდა. მე 4 თამაში მაგათAნ გვექნება.
giorgi
08 სექტემბერი 2020 12:15
0
საერთოდ არ უნდოდათ ჩვენი მიწვევა დდ რა იტალიააა მთავრობა ჩაერია ჩვენი პირადად გახარია და შეაწუხენ ეტყობა ქართულად ხოდა სადაც აწყობდათ იქ დაგვამატეს.
zaza
08 სექტემბერი 2020 14:49
4
ჯიგრულ პონტში შეაწუხა?
las
08 სექტემბერი 2020 17:50
3
რას წუწუნებთ ვერ გავიგე. ვართ ყველაზე ძლიერ ჯგუფში სადაც დაიწყება ჩვენი კლასის რეალური პროგრესი.
ლაშა
08 სექტემბერი 2020 12:51
4
გელა ნუგზარაშვილის დუბლით დავამარცხებთ მოწინააღმდეგეს!
მიდი გელა!
08 სექტემბერი 2020 14:24
20
მიდი გელა "ნა ბალშოი"!

ამაზე უკეთესი შანსი ფსიქოლოგიური ბარიერის დაძლევის არასდროს გვქონია!

წარმატებები და გამარჯვება საკუთარ შეშებზე!
დიმა
08 სექტემბერი 2020 14:56
2
შეგეშალა ოქროჯან .... ნუგზარ გელაშვილის
კონსტანტინე თავართქილაძე
08 სექტემბერი 2020 14:50
6
ფაჩულია ითამაშებს?
lasha
08 სექტემბერი 2020 13:19
19
კიი. ფაჩულიაც ითამაშებს და აჩი არველაძეც..
lasha - s
08 სექტემბერი 2020 13:50
2
ფაჩულია არა, მაგრამ ბითაძე ზამენაში არის
არისტო
08 სექტემბერი 2020 13:35
0
ყველა გამოხმაურება
მართლა ზედმეტად ძლიერი ჯგუფი შეგვხვდა, სამწუხაროა მაგრამ მთავარია მოვხვდით ექვს ერში და განვითარების საშუალება მოგვეცა. ფიჯის ძალიან კარგი შანსი აქვს ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს, მაგისი რესურსი აქვთ ნამდვილად, აჩვენეს კიდეც საფრანგეთი რომ დაამაეცხეს, თუ შეიკრიბა და შეთამაშდა უძლიერესი გუნდი ხდება ფიჯი. ჩვენ რაც შეგვეხება ვფიქრობ ფიჯის ჯგუფში გაცილებით კომფორტულად ვიქნებოდით ვიდრე უელსთან ინგლისთან და ირლანდიასთან. ბოლო ბოლო იტალიასთან გვაქვს დასამტკიცებელი რომ უფრო ძლიერები ვართ, ათასი ნატურალიზებული მორაგბე რო ყავთ ზელანდიიდან ჩვენები შრომობენ და თავიანთი რესურსით ცდილობენ გაისარჯონ.
თორნიკე
08 სექტემბერი 2020 12:44
0
ფოლადი ცეცხლში იწრთობა,გაუმარჯოს ქართუს.
ადოლფა
08 სექტემბერი 2020 22:18
4
ვერ გავიგე, რის 6 ერი? 8 ერი! მეორე, რის სამხრეთ აფრიკა, ამ ჯგუფში ფიჯი იყო. მესამე, ადრე წერდით, რომ იაპონია ამბობს უარს და არა ფიჯი. ხვიჩა, გთხოვ გადაამოწმე. და შესწორებები, თუ საჭიროა, დადე.
alexandre
08 სექტემბერი 2020 14:24
9
ოფიციალური განცხადება არ ყოფილა და გაზეთის სტატიაზე რა ალიაქოთი ატეხეთ?!
Lou
08 სექტემბერი 2020 12:46
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული