საქართველო 6 ერს დაემატება - ინგლისთან გასამართი მატჩის თარიღიც ცნობილია

AutoSharing Option
ინგლისური გამოცემა The Telegaph-ის მიხედვით, რომელიც ხშირად წინასწარ ახმოვანებს 6 ერის ბრიტანული ქვეყნების პოზიციებს, წერს, რომ 6 ერს არა სამხრეთ აფრიკის ნაკრები, არამედ საქართველო დაემატება. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ ყოფილა, გამოცემა ინგლისსა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის გასამართი მატჩის თარიღსაც ასახელებს - ეს შეხვედრა 14 ნოემბერს გაიმართებაო...

წყაროს ცნობით, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ინგლისთან, უელსსა და ირლანდიასთან ერთად იქნება. 

მოგეხსენებათ, მორაგბეებთან გამართული შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებდა ისტორიული შანსის გამოსაყენებლად და 6
ერის ქვეყნებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. 

როგორც ჩანს ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ბორჯღალოსნები უდიდეს შესაძლებლობას მიიღებენ, რომელსაც, ცხადია გამოყენება სჭირდება. 

alt"ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს 1-ელ ნოემბერს უმასპინძლებს

alt"ბორჯღალოსანთა" მწვრთნელად ლევან მაისაშვილი რჩება

მკითხველის კომენტარები / 56 /
რას წუწუნებთ ვერ გავიგე. ვართ ყველაზე ძლიერ ჯგუფში სადაც დაიწყება ჩვენი კლასის რეალური პროგრესი.
ლაშა
08 სექტემბერი 2020 12:51
4
ოფიციალური განცხადება არ ყოფილა და გაზეთის სტატიაზე რა ალიაქოთი ატეხეთ?!
Lou
08 სექტემბერი 2020 12:46
5
მართლა ზედმეტად ძლიერი ჯგუფი შეგვხვდა, სამწუხაროა მაგრამ მთავარია მოვხვდით ექვს ერში და განვითარების საშუალება მოგვეცა. ფიჯის ძალიან კარგი შანსი აქვს ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს, მაგისი რესურსი აქვთ ნამდვილად, აჩვენეს კიდეც საფრანგეთი რომ დაამაეცხეს, თუ შეიკრიბა და შეთამაშდა უძლიერესი გუნდი ხდება ფიჯი. ჩვენ რაც შეგვეხება ვფიქრობ ფიჯის ჯგუფში გაცილებით კომფორტულად ვიქნებოდით ვიდრე უელსთან ინგლისთან და ირლანდიასთან. ბოლო ბოლო იტალიასთან გვაქვს დასამტკიცებელი რომ უფრო ძლიერები ვართ, ათასი ნატურალიზებული მორაგბე რო ყავთ ზელანდიიდან ჩვენები შრომობენ და თავიანთი რესურსით ცდილობენ გაისარჯონ.
თორნიკე
08 სექტემბერი 2020 12:44
0
მაგარია, მთავარია მიგვიღეს და ვითამაშებთ მსოფლიო რეიტინგში 3.4 და 5 გუნდებთან.გილოცავთ
გოჩა
08 სექტემბერი 2020 12:31
0
ჯერ არ მიუღიხარ, გაზეთის სტატიაა მხოლოდ
Lou
08 სექტემბერი 2020 12:55
0
ყველას გილოცავთ. დაიწყო ქართული რაგბის ახალი ისტორია.
ლაშა
08 სექტემბერი 2020 12:29
3
ჯერ საერთოდ არ გვრებულობდნენ ეხლა მიგვიღეს და ისეთ ჯგუფში სადაც ფიჯის უნდა ყოფილიყო. ყველანაერად გვებრძვიან და ფეხს გვიდებენ რომ მცირეოდენი წარმატების შანსიც არ გვქონდეს. ძალიან უსამართლოდ და არასწორადაა მოწყობილი სამწუხაროდ მსოფლიო რაგბი და 6 ერიც. ურთულესი იქნება ამ მდგომარეობაში ესეთ მონსტრებთან თამაში და ამის ჩამფიქრებლებსაც ეს უნდათ დიდი ანგარიშით დავთმოთ ყველა შეხვედრა და მერე თითი გამოიშვირონ აი თქვენი შანსი და როგორ გამოიყენეთ ფაქტი სახეზეაო, არადა მეორე ჯგუფში უკეთეს შედეგს დავდებდით. არასპორტულად გვერბრძვიან და უსამარტლოდ გვექცევიან უკვე მერამდენედ და ბოლოც არუჩანს. არადა ვინს გინდა ამ სამი გუნდიდან მოუგო იქ ქემაინც იტალიასტან შეიძლებოდა მოგებაზე ფიქრი.
beeq.777
08 სექტემბერი 2020 12:22
10
ეგ კიდე უკეთესი გამოვა ბოლო ადგილზე გასულები ერთმანეთს ხვდებიან. იტალია იქ თუ ბოლოზე გავა მაინც დაგვეჯახება. მთავარია ფიჯიმ მოუგოს.
giorgi
08 სექტემბერი 2020 15:30
0
აქ იმაზეა საუბარი რომ ამ ჯგუფში ფიჯელებს უნდა ეთამაშათ კალენდრით და ჩვენ იაპონიის ნაცვლად მეორე ჯგუფში სადაც იტალია იქნებოდა, რომ სახე გაგვეძრო მაგათთვის :)
კოტე
08 სექტემბერი 2020 14:57
2
ყველა გამოხმაურება
ესე შეიძლება უკეთესი გამოვიდეს. თუ იტალიამ წააგო ყველა თამაში და ბოლოზე გავიდა. მე 4 თამაში მაგათAნ გვექნება.
giorgi
08 სექტემბერი 2020 12:15
0
დავიღუპეთ??!! )))
aburjga
08 სექტემბერი 2020 12:14
16
რას ქვია დავიღუპეთ... მაგათთან ხოხიალი და ბევრი ქულით წაგება უკეთესი თუ არ იყოს ვიდრე მუდმივად მესამე ეშელონის გუნდებთან მოგება. ფაქტია რომ დაბალ ტემპზე თამაშობს ჩვენი ნაკრები და ამ მაღალ ტემპს რაც ექვსი ერი აჩვენებს თუ შეეჩვია გაცილებით უკეთეს შედეგს დადებენ ჩვენი ბიჭები მსოფლიოზე
თორნიკე
08 სექტემბერი 2020 12:48
0
არის, ასრულდა ოცნება! არის ასრულდა მიზანი!
იპოლიტე: ""მე თქვენ გეკითხებით არის თუ არა ეს ბილეთი"
08 სექტემბერი 2020 12:12
1
არა და იაპონიას თუ ჩავანაცვლებთ, იტალია, შოტლანდია, საფრანგეთთან უნდა გვეთამაშა... მარა რას დაეძებს კაცი რახან სადმე ჩაგვაკვეხეს :)))
Irakli Apkhaidze
08 სექტემბერი 2020 12:06
3
არიქა, იტალიას რომ მოვუგოთ, ხომ ჩაისვარა მთელმა სარაგბო ჯილამ, ეს არაკაცები, ამას წინათ ნამიბიასთან თამაშს ვუყურე, მსაჯმა რეები აკეთა, რომ არ მოგვეგო და იტალიაზე უკეთესად არ წარმოვჩენილიყავით. რატომ აფერხებენ ასე უაზროდ რაგბის განვითარებას ვერ ვხვდები. რაც მეტ გუნდს ეცოდინება ეს საოცრად ლამაზი თამაში კარგად, მით უფრო მეტი ფული არ შეუვათ იმ დასაწვავ ფედერაციაში? ვინ არიან ეს ღორები?!
vvv
08 სექტემბერი 2020 13:25
5
მეც ეგრე ვიცი იტალია უნდა ყოფილიყო ჩვენთან
sormona
08 სექტემბერი 2020 12:29
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული