საქართველო 6 ერს დაემატება - ინგლისთან გასამართი მატჩის თარიღიც ცნობილია

AutoSharing Option
ინგლისური გამოცემა The Telegaph-ის მიხედვით, რომელიც ხშირად წინასწარ ახმოვანებს 6 ერის ბრიტანული ქვეყნების პოზიციებს, წერს, რომ 6 ერს არა სამხრეთ აფრიკის ნაკრები, არამედ საქართველო დაემატება. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ ყოფილა, გამოცემა ინგლისსა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის გასამართი მატჩის თარიღსაც ასახელებს - ეს შეხვედრა 14 ნოემბერს გაიმართებაო...

წყაროს ცნობით, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ინგლისთან, უელსსა და ირლანდიასთან ერთად იქნება. 

მოგეხსენებათ, მორაგბეებთან გამართული შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებდა ისტორიული შანსის გამოსაყენებლად და 6
ერის ქვეყნებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. 

როგორც ჩანს ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ბორჯღალოსნები უდიდეს შესაძლებლობას მიიღებენ, რომელსაც, ცხადია გამოყენება სჭირდება. 

alt"ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს 1-ელ ნოემბერს უმასპინძლებს

alt"ბორჯღალოსანთა" მწვრთნელად ლევან მაისაშვილი რჩება

მკითხველის კომენტარები / 56 /
კი ბატონო, ჩვენთვის სასურველი ჯგუფი უფრო არასასურველით შეგვიცვალეს (შესაძლოა, ეს ჩვენსა და იაპონიას შორის სარეიტინგო განსხვავებით ახსნან და რეალურად კი უფრო დიდ ჩათ--ხობასაც ჰქონდეს ადგილი), მაგრამ მთლად იმ დათვივითაც ნუ მოვიქცევით, მუ--ლი რომ იშოვა და - ფუჰ, რა ბანჯგვლიანი ყოფილაო... მაგ პრინციპით, არც ევროპის ჩემპიონატზე (ფეხბურთში)გასასვლელად უნდა ვიკლავდეთ თავებს, ხომ მშვენივრად ვიცით, რომ იქ გიბრალტარისა თუ სან-მარინოს ნაცვლად სუსტების დაჩაგვრაზე კბილებდალესილი მონსტრები მიგველიან... იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ინფორმაცია დადასტურდება (ინგლისური ტელეგრაფი მაინც არ გახლავთ ასავალ-დასავალი) და იქამდე მაინც შევირგოთ ეს აღიარება, სანამ (როგორც ბევრს ჰგონია და უფრო კი სურვილი ჰკლავს) რაგბის თამაშის ხალისს დაგვაკარგინებენ ამპარტავანი ბრიტანელები... ქართული რაგბი ამ ეტაპზე იასონ კვირკველიას პირველ მერცხალს წააგავს, თურქი მეზღვაურები რომ გადაჯეკეს და ინგლისელი მეზღვაურების თავურს რომ თვალსღა აყოლებდნენ შეცბუნებულები... და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ იმ გამარჯვებებს უყრიდნენ საფუძველს, რასაც ათწლეულების შემდეგ ლივერპული, კარდიფ სიტი თუ უელსთან გასვლითი 5:0 დაერქმეოდა... მოდით, წუწუნს შევეშვათ, რაც მისალოცია, რაგბი იქნება თუ ქვეყნის ხელახალი ტურისტული აღმოჩენა (ჯერ-ჯერობით კორონა გადასარევად კარგად იქცევა ჩვენთვის) ერთმანეთს და ქვეყანას მივულოცოთ და იმაზე ვიფიქროთ, რომ ჩვენისთანა ქვეყნისათვის ჰაიჰარად ნაჩუქარი ე.წ. გრინ ქარდები კანონზომიერებებად ვაქციოთ და მტერი და მოშურნე (მე თქვენ გეტყვით და ცოტანი გვყავს) არ გავაცინოთ...
მ. ტ.
08 სექტემბერი 2020 16:23
4
მე იმას მივხვდი, რომ შენ ვერაფერს მიხვდი... გული არ გაიტეხო,- სწავლა სიკვდიმდეო, ჯვარი გწერია...
გგ-ს
08 სექტემბერი 2020 19:05
0
დათვთან დაკავშირებული ტაეპის გამოკლებით იდეალური კომენტარია. ეგეთი დალაგებული კომენტარი ამ ტროლების და ათასი მაიმუნის გადამკიდე ჯერ არ მომისმენია. ბრავო!
ექსპერტი კოტე
08 სექტემბერი 2020 19:02
1
ყველა გამოხმაურება
ყველას გილოცავთ. დაიწყო ქართული რაგბის ახალი ისტორია.
ლაშა
08 სექტემბერი 2020 12:29
3
მაგარია, მთავარია მიგვიღეს და ვითამაშებთ მსოფლიო რეიტინგში 3.4 და 5 გუნდებთან.გილოცავთ
გოჩა
08 სექტემბერი 2020 12:31
0
ჯერ არ მიუღიხარ, გაზეთის სტატიაა მხოლოდ
Lou
08 სექტემბერი 2020 12:55
0
არის, ასრულდა ოცნება! არის ასრულდა მიზანი!
იპოლიტე: ""მე თქვენ გეკითხებით არის თუ არა ეს ბილეთი"
08 სექტემბერი 2020 12:12
1
არა და იაპონიას თუ ჩავანაცვლებთ, იტალია, შოტლანდია, საფრანგეთთან უნდა გვეთამაშა... მარა რას დაეძებს კაცი რახან სადმე ჩაგვაკვეხეს :)))
Irakli Apkhaidze
08 სექტემბერი 2020 12:06
3
მეც ეგრე ვიცი იტალია უნდა ყოფილიყო ჩვენთან
sormona
08 სექტემბერი 2020 12:29
3
არიქა, იტალიას რომ მოვუგოთ, ხომ ჩაისვარა მთელმა სარაგბო ჯილამ, ეს არაკაცები, ამას წინათ ნამიბიასთან თამაშს ვუყურე, მსაჯმა რეები აკეთა, რომ არ მოგვეგო და იტალიაზე უკეთესად არ წარმოვჩენილიყავით. რატომ აფერხებენ ასე უაზროდ რაგბის განვითარებას ვერ ვხვდები. რაც მეტ გუნდს ეცოდინება ეს საოცრად ლამაზი თამაში კარგად, მით უფრო მეტი ფული არ შეუვათ იმ დასაწვავ ფედერაციაში? ვინ არიან ეს ღორები?!
vvv
08 სექტემბერი 2020 13:25
5
ნუ ვიჩქარებთ ზეიმს.უკვე რამდენჯერ ატეხეს ყვირილი პატარძალი მოჰყავთო,მაგრამ სულ ტყუილი გამოდგა.სანამ დადასტურება ოფიციალურად არ მოვა,ნერვების შლას,აზრი არ ექნება.რაც შეეხება სიძლიერეს.აჰა და სამი თამაში ამ მონსტრებთან წავაგეთ,ბოლო თამაში მაინც მეორე ჯგუფის აუტსაიდერთან მოგვიწევს.ეს კი დიდი ალბათობით,მაინც იტალია იქნება.შესაძლოა ფიჯიც და ორივესთან ანგარიშები გვაქვს.მთავარია, ჭორი გამართლდეს.
სოსო
08 სექტემბერი 2020 15:33
8
ღმერთმა ქნას ძმაო!!!
tttt
08 სექტემბერი 2020 16:45
1
ძალიან კარგი ამბავია, ყველას გილოცავთ, განსაკუთრებით რაგბისტებს, თქვენი დამსახურებაა ევროპიდან უალტერნატივოდ საქართველო რომ განიხილება ბობოლებთან დასაწინაურებლად. ნეტა მოგვეცეს იმის საშუალება რომ სისტემატიური სახე ჰქონდეს ამ ამბავს. წარმატებები ბორჯღალოსნებო! მჯერა, მიუხედავად უამრავი პრობლემისა ქართულ რაგბში, ღირსეულად იბრძოლებთ და ვიამაყებთ ქართველობით!
ზურა
08 სექტემბერი 2020 17:17
1
ჯერ საერთოდ არ გვრებულობდნენ ეხლა მიგვიღეს და ისეთ ჯგუფში სადაც ფიჯის უნდა ყოფილიყო. ყველანაერად გვებრძვიან და ფეხს გვიდებენ რომ მცირეოდენი წარმატების შანსიც არ გვქონდეს. ძალიან უსამართლოდ და არასწორადაა მოწყობილი სამწუხაროდ მსოფლიო რაგბი და 6 ერიც. ურთულესი იქნება ამ მდგომარეობაში ესეთ მონსტრებთან თამაში და ამის ჩამფიქრებლებსაც ეს უნდათ დიდი ანგარიშით დავთმოთ ყველა შეხვედრა და მერე თითი გამოიშვირონ აი თქვენი შანსი და როგორ გამოიყენეთ ფაქტი სახეზეაო, არადა მეორე ჯგუფში უკეთეს შედეგს დავდებდით. არასპორტულად გვერბრძვიან და უსამარტლოდ გვექცევიან უკვე მერამდენედ და ბოლოც არუჩანს. არადა ვინს გინდა ამ სამი გუნდიდან მოუგო იქ ქემაინც იტალიასტან შეიძლებოდა მოგებაზე ფიქრი.
beeq.777
08 სექტემბერი 2020 12:22
10
6 ერში გვინდაო და ეხლა ძლიერი მოწინააღმდეგები გვყავს და ფეხს გვიდებენო,ვიყოთ მაშინ ვეთამაშოთ რუსებს,ბელგიას და ვიქნებით სულ ფეხდაუდებელი გამარჯვებულები:))
gurulo
08 სექტემბერი 2020 13:18
0
ეგ კიდე უკეთესი გამოვა ბოლო ადგილზე გასულები ერთმანეთს ხვდებიან. იტალია იქ თუ ბოლოზე გავა მაინც დაგვეჯახება. მთავარია ფიჯიმ მოუგოს.
giorgi
08 სექტემბერი 2020 15:30
0
ყველა გამოხმაურება
აკი ჯგუფში იტალიაო??
მარა მაინც კაი ამბავია!
გამარჯვებები ბიჭებო!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
08 სექტემბერი 2020 15:11
0
გილოცავთ ყველას ეს არის რამოდენიმე თაობის დამსახურება და მოგმართავთ...მამულიშვილნო გფარავდეს ღმერთი წინ გამარჯვებისკენ.
იბერიელი68
08 სექტემბერი 2020 20:36
0
სრულიად ვეთნხმები თქვენს ნააზრევს,რომ ეს არის რამოდენიმე თაობის დამსახურება და არა ვიღაც ცალკეული პირების.
....
10 სექტემბერი 2020 13:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული