რუსეთის ნაკრებს "ბორჯღალოსნების" დამარცხებისათვის ძალიან დიდ პრემიალურებს დაჰპირდნენ

AutoSharing Option
1-ელ ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები რუსეთს თბილისში უმასპინძლებს. რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იგორ არტემევი "ბორჯღალოსნების" დამარცხების შემთხვევაში მოთამაშეებს დიდ პრემიალურებს დაჰპირდა.

"ხუმრობითაც და სერიოზულადაც, რომ საქართველოს დასამარცხებლად ჩვენს მოთამაშეებს ძალიან დიდ პრემიალურებს ვთავაზობთ. როგორც გახსოვთ, პრინციპული მეტოქის ძლევას 25 წელზე მეტია ვერ ვახერხებთ.

წელს კორონავირუსთან დაკავშირებით ისტორია იყო, მაგრამ რუსეთის საინტერესო ჩემპიონატი ჩავატარეთ, საქართველოში კი შეჯიბრებებთან დაკავშირებით ცოტა სხვაგვარი სიტუაცია იყო. ეს შეიძლება დაგვეხმაროს", - ციტირებს არტემევს Sport24.

საქართველოს ნაკრები რუსეთს 23-ჯერ შეხვდა და 21
მატჩში სძლია, უკანასკნელად კი რუსებმა 1993 წელს იმარჯვეს (15:9). ერთადერთი ფრე 2002 წელს დაფიქსირდა (12:12). საერთო ანგარიში 579:260 საქართველოს სასარგებლოდ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
იმაზე რას იტყვით ხალხო, ქართველმა მორაგბეებმა რუსეთის მოქალაქეობა რომ მიიღეს და ჩვენს დასაპირისპირებლად ამზადებენ?
გიო
23 ოქტომბერი 2020 10:58
0
რა ენაღვლება დაპირდება , იცის მაინც არ მოუწევს გადახდა
ალეკო
03 ოქტომბერი 2020 21:56
0
პრემიაზე ვერ გახვალთ გაიხიშტებით პუტლერიჩებო
აკინ
03 ოქტომბერი 2020 20:04
2
დაბადების ადგილზე მეტი მნიშვნელობა აქვს იმას თუ რა წარმომავლობის ხარ.
ერთხელ მწერალთა კავშირის კრებაზე აფხაზური დამწერლობისა და ლიტერატურის ფუძემდებელმა დიმიტრი გულიამ განაცხადა რომ აფხაზი მწერალი იყო. კონსტანტინე გამსახურდიამ შეახსენა რომ იგი არ იყო წარმოშობით აფხაზი. დიმიტრიმ არგუმენტად ის მოიყვანა რომ აფხაზეთში იყო დაბადებული რაზეც კონსტანტინემ უპასუხა რომ ბოსელში რომ დაბადებულიყავი ძროხა იქნებოდიო?
ლაშა
03 ოქტომბერი 2020 15:16
0
რატომ არ გამოიძახეს ზურაბ ჟვანია ?
politikanti
03 ოქტომბერი 2020 12:41
2
ადმინ ჩემი კომენტარი დააბრუნე რომ ზოგიერთმა ათჯერ გადაიკითხონ ეგებ აზრი გამოიტანონ
ბათუმის ფანი
03 ოქტომბერი 2020 11:27
1
ვეთანხმები სოსოს და ერც დავამატებ ის ქართველიც მოღალატედ მიმაჩნია თუგინდ რუსეთში იყოს დაბადებული. როგორ უნდა ჩახედოთ თვალებში ჩვენს წინაპრებს
rugby
03 ოქტომბერი 2020 11:15
4
მესმის რატომაც ამბობ,რაგბი,მაგრამ ჩიტი სადაც დაიბადება,იმის ბაღდადი,იქ არისო.რუსეთში დაბადებულ გაზრდილისათვის,ეს ქვეყანა ავია თუ კარგი,მისი სამშობლოა და უყვარს.ის მისი ნაწილია და სამშობლოს ყველა უნდა ემსახუროს.რა თქმა უნდა გამიხარდება,თუ მას ისტორიული სამშობლო უყვარს და მას ემსახურება,მაგრამ ვერ დააძალებ,შენ სამშობლოს წინააღმდეგ გამოდი,ისტორიული სამშობლოს სასარგებლოდო.მშობელს სამშობლოს და შვილს,არ ირჩევენ.ის უპირობოდ უნდა მიიღო და შეიყვარო.ასეთი ადამიანისაგან,ყველაზე სწორი იქნება,ორივე სამშობლოსათვის შეძლების და გვარად სიკეთის მოტანა,დახმარება,მსახურება,ორივე მხარის სასარგებლოდ.
სოსო
03 ოქტომბერი 2020 11:57
4
გადასარევი გიორგი
ცუდი რა დავწერე შე მართლა მაიმუნო?! ადამიანმა ძველი ათენის გმირის მაგალითი მოიყვანა,რომელმაც სამშობლოს ღალატს სიკვდილი არჩია და მე ვუპასუხე რაღა შორს მიდიხარ ქართველებსაც გვყავს ასეთი გმირი თქო,სიცოცხლის გაწირვა ადვილია უფრო,მან შვილი გასწირა!!! ცოტა ტვინი აამოძრავე როცა კითხულობ
ბათუმის ფანი
03 ოქტომბერი 2020 09:43
3
ძალიან დიდი ხნის წინ,ჯერ კიდევ მაშინ,როცა ბერძნული ქალაქი ათენი,ჯერ კიდევ ქალაქი სახელმწიფო იყო და მათი მთავარი მტერი,სპარსეთი,ათენს ორი გმირი მხედართმთავარი ჰყავდა.თემისტოკლე და მილტიადე.ორივეს პირველობა სურდა და დიდი დაპირისპირებაც ჰქონდათ.ქალაქს არ შეეძლო მათი მტრობისათვის ეყურებინა,ერთ მათგანს,ქყვეყანა უნდა დაეტოვებინა.ჩაატარეს გამოკითხვა და ერთი მათგანი,ქალაქიდან გააძევეს.დიდ მხედართმთავარს სხვა წასასვლელი აღარ ჰქონდა და სპარსეთის მეფესთან მივიდა.მეფემ იმსახურა,რამდენიმე ომში,მერე კი უბრძანა,წაეყვანა სპარსეთის ჯარი და ათენი აეოხრებინა.უარის თქმა შეუძლებელი იყო.დაკლეს შესაწირი ხარი და მხედართმთავარი ხარის სისხლს დაეწაფა.დაეწაფა,დაეწაფა და თავი აღარ აუღია.მოკვდა.თავისი ქვეყნის წინააღმდეგ ომს,ამ ქვეყნისაგან გაძევებულმა და უსამართლოდ შეურაცხყოფილმა,სიკვდილი ამჯობინა.20 საუკუნეზე მეტი გავიდა ამ ამბიდან და ეს ისტორია,წაკითხვისას,ისევ აღელვებს ადამიანებს.რა უნდა ვთქვათ რუსეთის ნაკრებში გადაბარგებულ ქართველებზე?ჩამოვლენ რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში და ქართველ ბიჭებს მოიკითხავენ?ისინი სწორედ საქართველოს ნაკრების დამარცხების მიზნით მიჰყავთ თავის ნაკრებში.მათ ეს ძალიან კარგად იციან და მაინც წავიდნენ.მოღალატეობა ეს არის,თორემ კლუბში სათამაშოდ რომ წავა კაცი რუსეთში,ეს ოჯახის შესანახი ფულის შოვნაა და მეტი არაფერი.საქართველოში დაბადებულ რუსზე ვერაფერს ვიტყვი,ვერც რუსეთში დაბადებულ გაზრდილ ქართველზე(ასეთი კაზალიკაშვილია),მაგრამ საქართველოში დაბადებულ გაზრდილი ქართველი,ამ მიზნით რომ რუსეთის ნაკრებში გადავა,ჩემი აზრით ასეთი ადამიანებს,საქართველოში ფეხი აღარ უნდა დავადგმევინოთ.მძორის სუნი აგდით ბიჭებო.მძორისა!
სოსო
02 ოქტომბერი 2020 20:18
4
Batumunis fani xar tu viagaca maimuni xar გიორგი სააკაძესნაირი გმირების ხსენებისას ოდნავ მეტი მორიდება გქონოდა კარგი იქნებოდა. ხოდა მაგის კომენტარს ვინც ლაიკებს უწერთ კიდევ არ გრცხვენიათ?
გადასარევი გიორგი
03 ოქტომბერი 2020 01:15
15
ტუპოი ულტრანაციონალისტური კომენტარი. დაანებეთ სპორტსმენების შეურაცყოფას თავი თქვე დივანის მძორებო მართლა.თან ნიკის ქვეშ ამოფარებული.
ლევანი
03 ოქტომბერი 2020 00:11
39
ყველა გამოხმაურება
ჩვენი ოცწლამდელებიც გადაგირბენენ ვანიებო
hahaha
02 ოქტომბერი 2020 19:52
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული