ოთხი უცხოელი მწვრთნელი "ბორჯღალოსნებში"

AutoSharing Option
ფრანგულ შეკრებაზე ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს სამი მაღალი დონის სპეციალისტი დაემატება და ისინი გუნდში „შემოდგომის ერთა თასის“ დასრულებამდე დარჩებიან.

ახალი მწვრთნელები იქნებიან: ფრანგი შერკინების მწვრთნელი, საფრანგეთის ნაკრები ყოფილი კვაჭი და შერკინების მწვრთნელი 2019 წლის მსოფლიო თასზე სებასტიან ბრუნო, რომელსაც ‘ბეზიეში’, ‘პოში’, ‘სეილ შარქსსა’ და ‘ტულონში’ უთამაშია;

‘ლონდონ აირიშის’, ‘ალსთერის’ და ირლანდიის ნაკრების ყოფილი მორაგბე, ასევე ‘ალსთერისა’ და ‘გლოსთერის’ ყოფილი მწვრთნელი დევიდ ჰემფრიზი, რომელიც ლევან მაისაშვილის კონსულტანტი იქნება;

შეტევისა და ხაზის მწვრთნელი ნილ დოკი იქნება, რომელსაც ‘ალსთერში’, ‘მზარდ ირლანდიაში’ და ‘ვუსთერ უორიორზში’
უმუშავია.

შევსებით კმაყოფილია მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი:

„მაღალი დონის სპეციალისტებით გაძლიერებას „რვა ერის“ დაანონსებამდეც ვგეგმავდით და სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავდით. საფრანგეთში შემოგვიერთდება სამი მათგანი – შერკინების მწვრთნელი სებასტიან ბრუნო, რომელიც ‘ტულონში’ ქართველებთან ერთად იყო და კარგად ახასიათებენ. თავიდანვე ვიცოდით, რომ შერკინების მწვრთნელი ფრანგი უნდა ყოფილიყო, რადგან ფრანგები ბიჭებთან უფრო თავსებადობაში არიან, ვიდრე ბრიტანელებთან. ბრუნო შერკინებაში გიორგი ჩხაიძესთან ერთად იმუშავებს“.

„ირლანდიელი დევიდ ჰემფრიზი ჩემი კონსულტანტი იქნება. მას ძალიან დიდი საკლუბო და საერთაშორისო გამოცდილება აქვს. საერთო ნაცნობებმა ის კარგად დაახასიათეს და მისი გამოცდილება აუცილებლად გამოგვადგება. დიდი გამოცდილება აქვს შეტევის მწვრთნელ ნილ დოკსაც“.

მოგვიანებით, უკვე უშუალოდ „შემოდგომის ერთა თასისთვის“ ბორჯღალოსნებს მეოთხე მწვრთნელი, მათთვის კარგად ნაცნობი კელვინ მორისი შეუერთდება:

„მსოფლიო რაგბიდან ჩვენთან მოვლინებულია კელვინ მორისი, მაღალი დონის სპეციალისტი. ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ მსოფლიო რაგბიდან სწორედ ის ჩართულიყო ჩვენს მზადებაში, რადგან მას მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც კარგად ვიცნობთ“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ოთხო ცოტაა....
ოზუზი
20:23 16-10-2020
0

სიახლეები პოპულარული