დღეს საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.
7-თვიანი პაუზის შემდეგ ქართველი მორაგბეები ისევ გავლენ მოედანზე.
შოტლანდია - საქართველო
ეს ნაკრებები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ და 4-ივე გამარჯვება შოტლანდიელების ანგარიშზეა.
1. 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაუპირისპირდნენ, რომელიც ახალ ზელანდიაში გაიმართა. "სკოტებმა" ეს მატჩი 15:6 მოიგეს.
2. 2016 წელს საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ესტუმრა და 43:16 დამარცხდა. 6 გაშვებული ლელო და 5 გარდასახვა.
ბოლო ორი შეხვედრა იაპონიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატამდე გაიმართა.
3. პირველ დაპირისპირებაში "დინამო არენაზე" 10:44 დავმარცხდით. 5 გაშვებულს ქართველებმა ასიეშვილის ლელო დაუპირისპირეს.
ურთიერთშეხვედრების ქულებში შოტლანდიას 138, ხოლო საქართველოს 41 აქვს დაგროვებული.
შოტლანდიას ბოლო 5 მატჩიდან 3 აქვს წაგებული. ეს მატჩებია:
1. შოტლანდია - საფრანგეთი 28:17
2. იტალია - შოტლანდია 0:17
3. შოტლანდია - ინგლისი 6:13
4.ირლანდია - შოტლანდია 19:12
5. იაპონია - შოტლანდია 28:21
რაც შეეხება საქართველოს - 5 მატჩიდან 4 გამარჯვება.
1. პორტუგალია - საქართველო 24:35
2. საქართველო - ბელგია 78:6
3. ესპანეთი - საქართველო 10:23
4. საქართველო - რუმინეთი 41:13
5. ავსტრალია - საქართველო 27:8
მატჩი თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყება.
მოლოდინი: მეტი პასები, მეტი სისწრაფე, მეტი დრიბლინგი, მეტი ინდივიდუალიზმი..
ვნახოთ, წარმატებები ჩვენებს