ბიჭებო, ჩვენი პატივისცემა კარგა ხანია მოპოვებული გაქვთ, იყო მომენტები როდესაც ვმარცხდებოდით 1 ეშელონებთან ვუყურებდი ეკრანს და ვცდილობდი დამეცვა ქართული რაგბის ღირსება და დილეტანტ გულშემატკივარს ან დადარდიანებულ ქომაგს ვაგულიანებდული რომ ეს ყველაფრის დასაწყისია და რომ ჩვენ ვვითარდებით, იგივეს ვაკეთებდი კომენტარებში, მეგობრებში როდესაც ამა თუ იმ თემის განხილვა წავიდოდა და დიახ რაგბი ჩვენი თამაშია, არასდროს ისეთი ამაყი არ ვყოფილვარ როგორიც მაშინ თქვენი წარმატებული თამაშის და ბრძოლის დროს, ვაჩვენოთ ეს ყველაფერი ევროპელ ძმებს კიდევ ერთხელ, და მოვიპოვოთ მათ თან ბრძოლით და თამაშით ღირსება და პატივისცემა, სულ წინ ვიაროთ, ამინ!
რაგბის სიყვარულმა შვილი კარათბურთზე მიმაყვანინა, იცით რატომ? "გორგოძილას" გზა რომ გაიაროს და საქართველოს ღირსეული შვილი გახდეს. წარმომიდგენია დღეს რა ხდება იმ 23 კაციან განაცხადში მოხვედრილი ბიჭების გულში... დღეს და მომავალ 4 სუპერ მატჩში უმაღლესი რანგის ტურნირებში საქართველოს დასამკვიდრებელი გამოცდებია და მჯერა ბიჭები წარმატებით გართმევენ თავს. საქართველოს ლომგულებო მიაწექით ნარშავებს!!!
რა გითხრათ ბიჭებო!დარწმუნებული ვარ,რომ მოტივაცია,საკმარისზე მეტი გაქვთ და ეს აღარ გჭირდებათ.არც იმაში მეპარება ეჭვი,რომ რაც შეგეძლებათ,თავს არ დაზოგავთ.მხოლოდ იმას გეტყვით,რომ ისინიც ისეთივე ადამიანები არიან,როგორც თქვენ და თქვენმა უმრავლესობამ,ეს უკვე გამოსცადა.ითამაშეთ თქვენი თამაში ბიჭებო.ითამაშეთ ისე,როგორც შეგიძლიათ.ისიამოვნეთ თამაშით და გვასიამოვნეთ ჩვენც.დღევანდელი და შემდეგ 8 ერზეც მოწინააღმდეგეები,ძალიან ძლიერები არიან და ვიცით,მაგრამ ქვემოდან მაღლა კი ნუ დაუწყებთ ყურებას,არამედ თვალებში ჩახედეთ და გაუსწორეთ.დაე იგრძნონ,რომ არაფერს დაუთმობთ.არც არაფერი დაუთმოთ.თუ რამე უნდათ,მოვიდნენ და წაგართვან.დაგიმტკიცონ,რომ მართლაც მაგრები არიან.რამდენჯერმე გვქონდა შანსი,რომ ელიტის გუნდები დაგვემარცხებინა და ყოველ ჯერზე,სულ ცოტა გვაკლდებოდა.ახლა 5 თამაში გვიწევს მათთან ზედიზედ და შანსი გვაქვს,რომელიმე მეტოქესთან,ეს ნავსი გავტეხოთ.იმედი მაქვს,რომ გავტეხავთ.კარგ თამაშს და წარმატებებს გისურვებთ.
როგორ გვეამაყებით ბიჭებო ველით თქვენს თავდაუზოგავ თამაშს ცეცხლის ენებით და ბრძოლის ჟინით აგვინთეთ გულები!!! ვიცით რომ არ დავიჩოქებთ მერიფილდზე, იმიტომ რომ #რაგბიყველასია თქვენი კი საქართველოს სასახელო ბიჭები ხართ!!!
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ყველაზე კარგი მიმართვა UP