ლექსით მოგმართავთ ბიჭებო და ეხება არა მარტო ახლანდელ შემართებას, არამედ მომავალ შეხვედრებსაც. -წინ გამარჯვება გველის/ უკან მხნეობა ჩვენი/ ქართველნო, ღვთის მადიდებელნო/ უჩვენეთ ქართველი კაცის ღირსება ჩვენი...
დღეს კიდევ ერთხელ დაგვივლის ჟრუანტელი სხეულში! დღეს კიდევ ერთხელ ავივსებით სიამაყით, მამაც გულებთან ტოლსწორად დგომის გამო! ჩვენც გვეტკინება, მაგრამ თავს კიარ დავუხრით, პირიქით უფრო მეტი ბრძოლითა და ჟინით დავანახებთ მსოფლიოს, რომ მამაცი გულების პირისპირ მამაცი კაცები დგანან!!!
ბიჭებო იცოდეთ რომ მოგებას არავინ ითხოვს,უბრალოდ ისე ითამაშეთ რომ თავაწეულები გამოხვიდეთ მოედნიდან და ჩვენ მთელმა საქართველომ სიამაყით დაგიკრათ გულიანი ტაში....
უბრალოდ მინდა იცოდეთ როცა თქვენ მოედანზე გადიხართ სისხლი მიდუღდება ვიყინები 80წუთი .. მინდა იცოდეთ ყოველი შეჯახება ყოცელი დარტყმა მესმის და ვგრძნობ.. მინდა იცოდეთ ვლოცულობ გამარჯვებისთვის ...გამძლეობისთვის და ვლოცულობ საქართველოსთვის...უფალი იყოს ჩვენი მფარველი წინ გმირებო ერთად გამარჯვებისკენ
ჩვენო ლომებო, ჩემი შეხსენება არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც მინდა გითხრათ ჯანსუღ ჩარკვიანის სიტყვებით: „თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“! დღეს თქვენს წინაშე არიან შოტლანდიელი ლომები, მაგრამ არ შედრკეთ, არ დაგავიწყდეთ, ვისი გორისა ხართ! გფარავდეთ წმინდა გიორგი!
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი,
დადგეს ყიჟინის კორიანტელი,
რომ საქართველოს რწმენის აკვანი
კვლავ იდგეს ტურფა და სანატრელი.
მამულისათვის, მამულისათვის
ტყვია მიზანში მოსახვედრია.
თავისუფლება ისე არ მოდის,
თავისუფლება ლომთა ხვედრია.
ყველა როდი ვართ ღირსი,
დაფერილია ეს სიტყვა ყველგან
სისხლით, გმირული სისხლით.
ვერ დაიცავდა მაღალ ღირსებას,
მართალი რომ თქვას კაცმა, –
ვერ ივარგებდა მორაგბეებად
ხერხეულიძე ცხრა ძმა?
ან არაგველნი, ან გმირი ცოტნე,
ანდა დემეტრე თავდადებული...
ცოდვა კი არის, ღმერთმანი, ცოდვა, –
ადრე არიან დაბადებულნი.