მიმართეთ საქართველოს რაგბის ნაკრებს შოტლანდიასთან პრინციპულ მატჩამდე

AutoSharing Option
მიმართეთ საქართველოს ნაკრებს შოტლანდიასთან პრინციპულ მატჩამდე.

საუკეთესო 15 კომენტარი ამოირჩევა და 16:00-ზე გამოვაქვეყნებთ.

შეგახსენებთ, 22:30-ზე საქართველოს რაგბის ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 84 /
ბიჭებო, ჩვენი პატივისცემა კარგა ხანია მოპოვებული გაქვთ, იყო მომენტები როდესაც ვმარცხდებოდით 1 ეშელონებთან ვუყურებდი ეკრანს და ვცდილობდი დამეცვა ქართული რაგბის ღირსება და დილეტანტ გულშემატკივარს ან დადარდიანებულ ქომაგს ვაგულიანებდული რომ ეს ყველაფრის დასაწყისია და რომ ჩვენ ვვითარდებით, იგივეს ვაკეთებდი კომენტარებში, მეგობრებში როდესაც ამა თუ იმ თემის განხილვა წავიდოდა და დიახ რაგბი ჩვენი თამაშია, არასდროს ისეთი ამაყი არ ვყოფილვარ როგორიც მაშინ თქვენი წარმატებული თამაშის და ბრძოლის დროს, ვაჩვენოთ ეს ყველაფერი ევროპელ ძმებს კიდევ ერთხელ, და მოვიპოვოთ მათ თან ბრძოლით და თამაშით ღირსება და პატივისცემა, სულ წინ ვიაროთ, ამინ!
დათო
23 ოქტომბერი 2020 12:07
1
ჩვენ შეიძლება დღეს ბრძოლა წავაგოთ, მაგრამ ყველას უნდა დავუმტკიცოთ, რომ ჩვენი თამაშით ღირსნი ვართ 6 ვაქციოთ 7-ად !! # რაგბიჩვენითამაშია!
ავთანდილ მამულაძე
23 ოქტომბერი 2020 12:01
0
რაგბის სიყვარულმა შვილი კარათბურთზე მიმაყვანინა, იცით რატომ? "გორგოძილას" გზა რომ გაიაროს და საქართველოს ღირსეული შვილი გახდეს. წარმომიდგენია დღეს რა ხდება იმ 23 კაციან განაცხადში მოხვედრილი ბიჭების გულში... დღეს და მომავალ 4 სუპერ მატჩში უმაღლესი რანგის ტურნირებში საქართველოს დასამკვიდრებელი გამოცდებია და მჯერა ბიჭები წარმატებით გართმევენ თავს. საქართველოს ლომგულებო მიაწექით ნარშავებს!!!
ნიკოლოზი
23 ოქტომბერი 2020 11:47
6
რა გითხრათ ბიჭებო!დარწმუნებული ვარ,რომ მოტივაცია,საკმარისზე მეტი გაქვთ და ეს აღარ გჭირდებათ.არც იმაში მეპარება ეჭვი,რომ რაც შეგეძლებათ,თავს არ დაზოგავთ.მხოლოდ იმას გეტყვით,რომ ისინიც ისეთივე ადამიანები არიან,როგორც თქვენ და თქვენმა უმრავლესობამ,ეს უკვე გამოსცადა.ითამაშეთ თქვენი თამაში ბიჭებო.ითამაშეთ ისე,როგორც შეგიძლიათ.ისიამოვნეთ თამაშით და გვასიამოვნეთ ჩვენც.დღევანდელი და შემდეგ 8 ერზეც მოწინააღმდეგეები,ძალიან ძლიერები არიან და ვიცით,მაგრამ ქვემოდან მაღლა კი ნუ დაუწყებთ ყურებას,არამედ თვალებში ჩახედეთ და გაუსწორეთ.დაე იგრძნონ,რომ არაფერს დაუთმობთ.არც არაფერი დაუთმოთ.თუ რამე უნდათ,მოვიდნენ და წაგართვან.დაგიმტკიცონ,რომ მართლაც მაგრები არიან.რამდენჯერმე გვქონდა შანსი,რომ ელიტის გუნდები დაგვემარცხებინა და ყოველ ჯერზე,სულ ცოტა გვაკლდებოდა.ახლა 5 თამაში გვიწევს მათთან ზედიზედ და შანსი გვაქვს,რომელიმე მეტოქესთან,ეს ნავსი გავტეხოთ.იმედი მაქვს,რომ გავტეხავთ.კარგ თამაშს და წარმატებებს გისურვებთ.
სოსო
23 ოქტომბერი 2020 11:47
0
კარგია ეს წააკითხეთ, და არა ის ხმალი ურტყიო და არა -ატატატაააა მოიდა ზურაბააა- კომენტარები
semi
23 ოქტომბერი 2020 14:23
1
ხელს ვაწერ!
ყველაზე კარგი მიმართვა UP
₾ადო
23 ოქტომბერი 2020 13:18
1
წარმატებები ბიჭებო! უფალის წყალობა არ მოგკლებოდეთ!
რუსლანი
23 ოქტომბერი 2020 11:47
0
როგორ გვეამაყებით ბიჭებო ველით თქვენს თავდაუზოგავ თამაშს ცეცხლის ენებით და ბრძოლის ჟინით აგვინთეთ გულები!!! ვიცით რომ არ დავიჩოქებთ მერიფილდზე, იმიტომ რომ #რაგბიყველასია თქვენი კი საქართველოს სასახელო ბიჭები ხართ!!!
ირაკლი
23 ოქტომბერი 2020 11:44
1
ბიჭებო ხომ იცით რაც უნდა ქნათ?:))
:))
23 ოქტომბერი 2020 11:30
0
Ბიჭებო, თქვენი გამარჯვება ერს იმუნიტეტს გაუზრდის!
კონსულტანტი
23 ოქტომბერი 2020 11:26
2
ბიჭებო გვეამაყებით და თქვენს გვერდით ვართ!!! რაგბი ჩვენი თამაშია!!!!
კონსტანტინე თავართქილაძე
23 ოქტომბერი 2020 11:26
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული