მიმართეთ საქართველოს რაგბის ნაკრებს შოტლანდიასთან პრინციპულ მატჩამდე

AutoSharing Option
მიმართეთ საქართველოს ნაკრებს შოტლანდიასთან პრინციპულ მატჩამდე.

საუკეთესო 15 კომენტარი ამოირჩევა და 16:00-ზე გამოვაქვეყნებთ.

შეგახსენებთ, 22:30-ზე საქართველოს რაგბის ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 84 /
რა გითხრათ ბიჭებო!დარწმუნებული ვარ,რომ მოტივაცია,საკმარისზე მეტი გაქვთ და ეს აღარ გჭირდებათ.არც იმაში მეპარება ეჭვი,რომ რაც შეგეძლებათ,თავს არ დაზოგავთ.მხოლოდ იმას გეტყვით,რომ ისინიც ისეთივე ადამიანები არიან,როგორც თქვენ და თქვენმა უმრავლესობამ,ეს უკვე გამოსცადა.ითამაშეთ თქვენი თამაში ბიჭებო.ითამაშეთ ისე,როგორც შეგიძლიათ.ისიამოვნეთ თამაშით და გვასიამოვნეთ ჩვენც.დღევანდელი და შემდეგ 8 ერზეც მოწინააღმდეგეები,ძალიან ძლიერები არიან და ვიცით,მაგრამ ქვემოდან მაღლა კი ნუ დაუწყებთ ყურებას,არამედ თვალებში ჩახედეთ და გაუსწორეთ.დაე იგრძნონ,რომ არაფერს დაუთმობთ.არც არაფერი დაუთმოთ.თუ რამე უნდათ,მოვიდნენ და წაგართვან.დაგიმტკიცონ,რომ მართლაც მაგრები არიან.რამდენჯერმე გვქონდა შანსი,რომ ელიტის გუნდები დაგვემარცხებინა და ყოველ ჯერზე,სულ ცოტა გვაკლდებოდა.ახლა 5 თამაში გვიწევს მათთან ზედიზედ და შანსი გვაქვს,რომელიმე მეტოქესთან,ეს ნავსი გავტეხოთ.იმედი მაქვს,რომ გავტეხავთ.კარგ თამაშს და წარმატებებს გისურვებთ.
სოსო
23 ოქტომბერი 2020 11:47
0
ხელს ვაწერ!
ყველაზე კარგი მიმართვა UP
₾ადო
23 ოქტომბერი 2020 13:18
1
კარგია ეს წააკითხეთ, და არა ის ხმალი ურტყიო და არა -ატატატაააა მოიდა ზურაბააა- კომენტარები
semi
23 ოქტომბერი 2020 14:23
1
რაგბის სიყვარულმა შვილი კარათბურთზე მიმაყვანინა, იცით რატომ? "გორგოძილას" გზა რომ გაიაროს და საქართველოს ღირსეული შვილი გახდეს. წარმომიდგენია დღეს რა ხდება იმ 23 კაციან განაცხადში მოხვედრილი ბიჭების გულში... დღეს და მომავალ 4 სუპერ მატჩში უმაღლესი რანგის ტურნირებში საქართველოს დასამკვიდრებელი გამოცდებია და მჯერა ბიჭები წარმატებით გართმევენ თავს. საქართველოს ლომგულებო მიაწექით ნარშავებს!!!
ნიკოლოზი
23 ოქტომბერი 2020 11:47
6
ნოემბერი იქნება იდეალური თვე ქართული სპორტისთვის,რადგან საქარათველო გავა ევროპის ჩემპიონატზე პირველად და რაგბში პირველად დაამარცხებს 6ერის გუნდს..
ეს იქნება შემდგომ წლებში ნორმალური მოვლენა, უფრო დიდი წარმატებებიც გვექნება მაგრამ თქვენ იქნებით ის ხალხი, ვინც ამ დიდ საქმეში ერთ აგურს კი არა დიდ ლოდს დადებს, ლოდს რომელიც იქნება ერთგვარი ბოძი დიდი წარმატებებისა!

ითამაშეთ სიამოვნებისთვის, მთავარი ის არის რომ თამაშის მერე საკუთარ თავებს უთხრათ მე, ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი გავაკეთეთ.. ერთად მდგომი ქართველების დამარცხება ნამდვილად რთული საქმეა და ბევრს არ გამოსვლია ეს !!!

ისიამოვნეთ და გვასიამოვნეთ!

ლაშა
23 ოქტომბერი 2020 13:29
1
Ბიჭებო, თქვენი გამარჯვება ერს იმუნიტეტს გაუზრდის!
კონსულტანტი
23 ოქტომბერი 2020 11:26
2
დასაფასებელია მებრძოლი შოტლანდიელი ერის ,,მამაცი გულები",მაგრამ დღეს ქართველ ლომგულებთან ვერაფერს გახდებიან.
ჯუბა
23 ოქტომბერი 2020 13:42
5
ჩვენო მორაგბეებო, თქვენ საუკეთესო ქართველები ხართ!
თემური
23 ოქტომბერი 2020 13:11
1
თქვენ იცით რას ნიშნავს ჩვენთვის თითეული მოგებული მეტრი მოედანზე, ისიამოვნეთ და გვასიამოვნეთ ბიჭებო, საქართველო თქვენთან ერთად მიაწვება შერკინებაში
ozurgeteli
23 ოქტომბერი 2020 13:00
0
დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებთ ჩვენი ქვეყნის გასახარებლად!!!! თქვენს გვერდით ვართ. ერთად ყველაფერს შევძლებთ!!!!!
ექსპერტი
23 ოქტომბერი 2020 13:20
0
თავდადება და ჟინი არასოდეს გაკლიათ. ითამაშეთ წნეხის გარეშე და ეცადეთ გამოავლნოთ თქვენი შესაძლებლობები
1
23 ოქტომბერი 2020 13:14
0
წარმატებები ბიჭებო! უფალის წყალობა არ მოგკლებოდეთ!
რუსლანი
23 ოქტომბერი 2020 11:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული