რა უნდა გავაკეთო მე უბრალო ადამიანმა, რო მთელი ერი დიდი თუ პატარა ბედნიერების მეცხრე ცაზე ავიყვანო...ზოგიერთები ისე ცხოვრობენ რო ამის შანსიც კი არ აქვთ...თქვენ კი ეს შეგიძლიათ, თქვენ ამის შესაძლებლობა გაქვთ...არ გთხოვთ მოგებას, უბრალოდ ბოლომდე დაიხარჯეთ, იბრძოლეთ და გამარჯვება თვითონ მოვა!!!წარმატებები და იცოდეთ თქვენ მარტო არ ხართ, მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა...
ბიჭებო ერთი იცოდეთ - ძალით არავისზე ნაკლები არა ხართ მსოფლიოში, ამიტომ შოტლანდიელები მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში სადაც არ უნდა შეგხვდეთ იქვე ჩააბეტონეთ. წინ საქართველო!
რაგბი პატრიოტების და გმირების თამაშია, რაგბში იდეალურადაა შერწყმული უხეში ძალა და მაღალი ინტელექტი. როცა ბიჭებს ვუყურებ მგონია ქართული არმია იბრძვის ჩვენი სამშობლოსთვის. ამიტომაა რაგბი საქართველოში ასეთი პოპულარულია. რაგბის თამაში მოითხოვს როგორც ფიზიკურ ძალას, ასევე გონებას, რომ შენი ძალა სწორად გამოიყენო, ამის ყველაზე კაშკაშა მაგალითი საქართველოს ისტორიაში დიდგორია, სადაც ქართველებმა ბრწყინვალედ წარმოაჩინეს ფიზიკური და გონებრივი (სტრატეგია) შესაძლებლობების შერწყმა, ასე რომ გახსოვდეთ ვისი გორისა ხართ. გახსოვდეთ წარსული, იცხოვრეთ აწყმოთი და იფიქრეთ მომავალზე. აი ასეე წარმოვაჩენთ ღირსეულად თავს რვა ერზე. თქვენი იმედი გვაქ სრულიად საქართველოს. გისურვებთ ღირსეულ ბრძოლას.
carmatebebi bichebo . aq ra mosatania magram saitis jurnalistebo cincadzis linki dadet rom sauketeso asistis avtorobistvis rom brdzolobs linki daadet rom gavamarjvebinit
ბიჭებო თქვენ ხართ მთელი საქართველოს სიამაყე, ყველამ ვიცით, რომ მთელ ჯიგარს ჩადებთ ამ შეხვედრაში, ამიტომ მინდა გთხოვოთ რომ მაქსიმალური კონცენტრაციით ითამაშოთ, რომ მარტივად ბურთი ხელში არ ჩაუვარდეთ ხოლმე სკოტებს. დაანახეთ მთელ მსოფლიოს რომ მართლაც ღირსი ვართ 6 ერში თამაშის და შესაბამისი ხელშეწყობის პირობებში გვაქვს პოტენციალი კიდევ მრავალი ნაბიჯი გადავდგათ უკეთესობისკენ. ჩვენ ქართველები ამაყები ვართ ასეთი გუნდით. წარმატებები ყველგან და ყოველთვის.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.