შოტლანდიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან ჩვენმა მოლმა და შერკინებამაც სერიოზულ გამოწვევას გაუძლო

AutoSharing Option
ტესტ-მატჩში "ბორჯღალოსნების" ძლევითა (48:7) და თავისი გუნდის თამაშით შოტლანდიელთა მწვრთნელი გრეგორ თაუნსენდი კმაყოფილი იყო:

"პერიოდულად ძალიან კარგად ვთამაშობდით, განსაკუთრებით ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით. თავს კარგად ვიცავდით და ჩვენმა მოლმა და შერკინებამაც სერიოზულ გამოწვევას გაუძლო. გამოსასწორებელი ბევრი რამაა, თუმცა ეს პირველი თამაში იყო უკანასკნელი შვიდი თვის განმავლობაში.

ჩვენი ფორვარდები მეტოქეს შერკინებაში დაჯარიმებას აიძულებდა და დომინირებდნენ მოლში, რაც კარგი სანახავი იყო. კარგი იყო ისიც, რომ დასკვნით 10-15 წუთში თამაში გავაუმჯობესეთ და ასე იყო პირველი ტაიმის მიწურულსაც. ეს იმის მანიშნებელია, რომ ბიჭები კარგ ფიზიკურ ფორმაში
არიან".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
არ ვიცი ვიზუალურადაც ისენი ჩვენზე ფიზიკურად ერთი თავით მაღლა იდგნენ
რამ დააჩიავა ესე მალე ჩვენი ნაკრები
ვახო
27 ოქტომბერი 2020 15:51
0
ისე თუ გახსოვთ ინგლისთან ერთობლივი ვარჯიში რომ ქონდა შერკონებას...არ მახსოვს ზუსტად როდის იყო მგონი ერთი წლის წინ.მოსამზადებელი ეტაპის პონტში.რასაც დავაკვირდი მის მერე ძალიან მოვისუსტებთ შერკინებაში ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა.ჰოდა კიდევ.ჭეიშვილი ნაკრების დონის ვერ არის.რასაც ვუყურე.
Gio
24 ოქტომბერი 2020 21:37
0
გავუძელითო. დაგვცინის ეს შობელძაგლი.
თენგაბი
24 ოქტომბერი 2020 14:35
0
ბევრი მიზეზი აქვს ამ წაგებას, თუმცა კონტექსტიდან ამოღებულის განხილვას აზრი არა აქვს. მტიანობაში კი რამდენიმე ძირითადი ხაზი იკვეთება: 1) ჰეიგიდან მოყოლებული დაიწყო ჩვენი შერკინების ნელ-ნელა შესუსტება, რომელსაც გაუგებარი არგუმენტით-აქცენტი უკანა ხაზით თამაშზე უნდა გადავიტანოთ მართლდებოდა.მაისაშვილის ჰეიგის ასისტენტია, არც მეტი არც ნაკლები. ის არ არის მასზე მაღალი დონის მწვრთნელი და მისგან უკეთესი შედეგის მოლოდინი აბსურდია. 2) მთავარი არის ძირეული რეფორმები ფედერაციაში და მინიმუმ ნიჟარაძისნაირი კაცის და შესაბამისი გარემოცვის მოყვანა. კარგი მენეჯმენტი, რაც გულისხმობს ფულის, სპონსორების მოზიდვას. რაც შეიძლება მეტ ტურნირში რაც შეიძლება მეტი ქართველი მორაგბის ჩართვას. კარგი ა ნაკრების შექმნას, რომელიც იქნება რეალური რეზერვი და არა გაუგებარი კონგლომერატი 35წლის გადაბერებული და გაგუეგბარ მოთამაშეებისა, რომლების მოწვევასაც არც აპირებ. მეტი ინტეგრაცია ახალგაზრდულ ნაკრებთან და მაქსიმალურად ხელშეწყობა მისი მეტ ტურნირებში ჩართვაში თუ კარგი მატჩებისჩატარებაში. ეს უკანასკნელი ყველაზე კარგად მუშაობს. 3) ეროვნული კონცეფციის შემუშავება. სტილი ყველა ეროვნული ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესია.ჩვენი ქვაკუთხედი უნდა იყოს შერკინება და აქედან უნდა დავიწყოთ განვითარება. ისედაც ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ თამაშს იგებს და აგებს შერკინება. ჩვენი უკანა ხაზის ძირითადი პრობელმა ჩვენი შერკინების სრული კოლაფსი იყო. ამდენი მოლი არც მახსოვს ბოლოს ვინ და ვისთან გაუშვა. ამ ყველაფრის გარდა პატარა კითვები შემადგენლობასთან დაკავშირებით: 1 ხაზი - გასაგებია რომ ჟვაია არ თამაშობს წოსპში, მაგრამ დიდიდ არც გოგიჩაშვილი არ თამაშობს, რომელმაც ძალიან მოუკლო. კაკოვინი მანამდე და ახლა კარლენა მოიკვეთნენ, რატომ? გაუგებარია. ნარო დიდი მორაგბეა, მაგრამ მისი სპეციფიკა არ არის მიწოლა, ძირითადად ის ტექნიკის ხარჯზე დაბლა აგდებს მოწინააღმდეგეს და ძირითადად ეს ისეთ 3 ნომერთან ტანდემში გაოსდის, როგორიც ზირაქა, ჩილაჩავა, გიგაშვილი ა.შ. გამოსდის. ყაულაშვილი 3 ნომერზე ბოლოს როდის იდგა? აქედან ლოგიკური შედეგიც. მეორე ხაზი უბრალოდ არ გვყავს, სამწუხაროდ. გაუგებარია ქერდიყოშვილის თამაში, ჯავახიას ყოლის პირობებში. სამწუხაროდ მესამე ხაზმაც ჩააგდო. გიორგაძემ ძალიან მოუკლო. გორგაძის ყველაზე ცუდი თამაში იყო, მაგრამ ნაავადმყოფარია და ეპატიება. ლობჟანიძეს არა უშავდა, აბჟანდძე გააქრეს. მათგან მეტს ველით. უკანა ხაზზე რა შეიძლება ითქვას: ტაბუცაძეს დიდი მომავალი აქვს, სოსო დროზე გამოდი მდგომარეობიდან ან დაამთავრე კარიერა, თოდუა კიდევ ყველას სჯობდა. ყველ მთავარი კი, რაც მომხვდა-აგრესია არ გვაქვს საერთოდ! ასე რაგბი როგორ უნდა ვითამაშოთ? იმედია, ტურნირამდე გუნდი სახეს იცვლის და ეს თითოეული ადამიანზეა დამოკიდებული, ვინც იქ არის. ღმერთი თქვენსკენ
გაგა
24 ოქტომბერი 2020 14:30
0
შერკინებაში გვაჯობეს, მოლში გვაჯობეს, ხელით თამაშით არც არასდროს გამოვირჩეოდით და რაღა დარჩა ქართული რაგბისგან?
rezi
24 ოქტომბერი 2020 13:10
0
დარჩა ხვიშტი
იდალგო
24 ოქტომბერი 2020 20:07
1
რაც არ უნდა სამწუხარო რეალობა იყოს, არანაირი გამოწვევა არ ჰქონიათ. ჩვენი შერკინება აშკარად დაჩაგრეს ყველაფერში.ითამაშეს გუნდთან, რომელსაც ყველაფერი ნულიდან აქვს დასაწყები. საკითხავი ის არის, სამომავლოდ ექნებათ ჩვენთან თამაშის სურვილი?
: )))))))
24 ოქტომბერი 2020 10:59
0
რამხელეები იყვნენ ამათ რას მოვუგებდით.. :)
ზესტაფდონი
24 ოქტომბერი 2020 08:13
6

სიახლეები პოპულარული