23 ოქტომბერს, მან „მარიფილდზე“ შოტლანდიის წინააღმდეგ პირველიდან 58-ე წუთამდე ითამაშა.
„ნაკრებთან ერთად რთული, მაგრამ ეფექტური რეაბილიტაცია გავიარე. არაფერს შევუწუხებივარ და ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობდი. მოედანზე რაც უფრო მეტ დროს გავატარებ, სათამაშო რეფლექსები მით უფრო გაშალაშინდება“ – თქვა შარიქაძემ.
ამ ბიჭებს თვალებში ვუყურებ
„ხანგრძლივი
„შოტლანდიელები კარგად იყვნენ მომზადებულნი და ეფექტურად ითამაშეს. მათ მორაგბეებს არ ჰქონდათ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა, რადგან პრო-14 დიდი ხნის წინ განახლდა. სამწუხაროდ, დავთმეთ ყველა კომპონენტი. გვქონდა ტექნიკური წუნი და დავუშვით შეცდომები, თორემ ბრძოლით ყველამ ბოლომდე იბრძოლა. მე ამ ბიჭებთან ერთად ვიყავი მოედანზე და გასახდელში და თითოეული მათგანის თვალებში ჩანდა, რომ თამაშში შესაძლებლობის მაქსიმუმი ჩადო. თუ ვინმემ შეცდომები დაუშვა, ეს იყო ტექნიკური წუნი და არა ბრძოლისუნარიანობის ნაკლებობა“ – ამბობს გუნდის კაპიტანი.
უფრო ძლიერთან მეტი წინააღმდეგობისთვის
კაპიტანი ამბობს, რომ უთამაშებლობის ნაწილობრივ აღმოსაფხვრელად გუნდმა კონტაქტური ვარჯიშები განაახლა:
„გავაანალიზეთ განვლილი თამაში, ვნახეთ, სად დავუშვით ყველაზე მეტი შეცდომა და მის გამოსწორებაზე ვმუშაობთ. ინგლისი შოტლანდიაზე ბევრად ძლიერი გუნდია, უფრო რთული თამაში გველის, თუმცა იმედი მაქვს, რომ შეცდომებს გამოვასწორებთ და მეტოქეს მეტ წინააღმდეგობას გავუწევთ. რადგან სათამაშო გამოცდილების არარსებობა ასე თვალშისაცემი იყო, ვარჯიშები კონტაქტური გახდა. წინა კვირაშიც გვქონდა კონტაქტური ვარჯიშები, მაგრამ ძალიან ბევრი ტრავმა იყო და იძულებულნი გავხდით, უარი გვეთქვა“.
შარიქაძე გულშემატკივრებს ჰპირდება, რომ მიუხედავად ანგარიშისა, მომავალ შეხვედრებში ყველა საკუთარი მაქსიმუმის ჩვენებას ეცდება:
„მინდა გულშემატკივარს ვუთხრა, რომ გული არ გაიტეხონ და არც რეალობას მოწყდნენ. ახლა ჩვენ იმ დონეზე ვართ, რომ შეიძლება იყოს თამაშები, სადაც მეტოქეს დიდი უპირატესობა ექნება. ორ კვირაში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტს ვხვდებით და მათ წინააღმდეგ თამაში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია“.
„ყველას ვპირდები, რომ მოედანზე ბოლომდე საბრძოლველად გავალთ და თავს არავინ დაიშურებს. შეიძლება იყოს ტექნიკური წუნი და შედეგი არასასურველი დაფიქსირდეს, მაგრამ ეს თამაშის დღეზეა დამოკიდებული. აუცილებლად გამოვასწორებთ იმას, რაც შოტლანდიასთან მატჩში არ მოგვეწონა. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც წარუმატებლობის შემთხვევაშიც ჩვენ გვერდით დგანან და გვამხნევებენ!“
rugby.ge

თამაშობენ... ჩვენმა ახალგაზრდებმა შოტლანდიას, ირლანდიას ტოლ-სწორად ეთამაშებიან და უგებენ ჯიდეც...და მერამდენედ უნდა გავხდეთ ერთა ლიგის თასის მფლობელები?
ასე რომ თქვენის ნებართვით, მე მივესალმები ... ,,სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების ''....