"ბორჯღალოსნები" ჩვენს დონეზე "გადაიხარშნენ", მათ ელიტა სჭირდებათ - ამბობს რუსი მწვრთნელი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ნიკოლაი ნერუშმა Rugger.info-სთან "ბორჯღალოსნების" ევროპის ელიტარულ გუნდებთან თამაშის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა.

"ქართველები მრავალი წელია ჩვენს დონეზე "იხარშებიან", უკვე კარგა ხანია გადაიზარდნენ. ამან უკანასკნელ ხანს მათი დაღუპვა დაიწყო. გარღვევისათვის უძლიერეს მეტოქეებთან თამაშია საჭირო. საქართველოს ჩემპიონატის დონე ახლა არ იძლევა ისეთი ნაკრების ჩამოყალიბების საშუალებას, რომელიც ელიტის წარმომადგენლებს ტოლ-სწორად ეთამაშება. მათთან თამაშის გამოცდილებაა აუცილებელი. თვითონ ქართველთა "შემოდგომის ერთა თასზე" მონაწილეობა დიდი საქმეა, ყვეყანაში რაგბის განვითარებისაკენ დიდი ნაბიჯია.

ქართველების ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებას, ალბათ, არ უნდა ველოდოთ. ყოველ მატჩში თავიანთი ამოცანის
გადაწყვეტა მართებთ: არ დამარცხდნენ დიდი ანგარიშით, რაც შეიძლება მეტი ქულები მოაგროვონ, მოიგონ მოედანზე მიკროდუელები. ეს კარგი გამოცდილება იქნება. თუ ჯგუფურ ეტაპზე ინგლისთან, უელსთან და ირლანდიასთან მოახერხებენ, რომ შერკინებაში არ დაიჯაბნონ და მოწინააღმდეგეს დაცვაში ღრმა გარღვევების საშუალება არ მისცენ, ამის ხარჯზე კლასის ამაღლებას მიაღწევენ. სავარაუდოდ, ვინმეს ვერ მოუგებენ, თუმცა მაინც ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო ასეთ კომპანიაში აღმოჩნდა".

ტურნირზე საქართველოს ნაკრები პირველ მატჩში, 14 ნოემბერს, ინგლისს უნდა შეხვდეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
წუხელ პოსტი გამოვუშვი,მაგრამ ღამით დაწერილი,არც ახლა გამოგიქვეყნებიათ.ეს კაცი რუსია.რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და ფორმალურად საქართველოს მტერი(ზოგიერთისათვის,თორემ ჩემთვის ყველა რუსი,ვერანაირად ვერ იქნება მტერი),მაგრამ მისი წერილი,გაცილებით უფრო დიდი გულშემატკივრისაა,ვიდრე უამრავი ქართველი ვაიგულშემატკივარის ბოღმით და შეურაცხყოფით სავსე პოსტებია.ეს ჩემთვის სულაც არ არის საკვირველი,რადგან რაგბის სული თუ არ იცი,ან ვერ შეიგრძენი,სჯობია ამ თამაშს ახლოს არ გაეკარო.ვინც არ იცის,შევახსენებ,რომ 2008 წელს ომის და ომის შემდგომ უმძიმეს დღეებში,რუსეთის რაგბის ფედერაციამ და თვითონ ნაკრებმა,ჩვენ ფედერაციასა და თვითონ მორაგბეებს,ნებისმიერი სახის დახმარება შესთავაზეს,რაც კი შესაძლებელი იყო.ეს რაგბია.სადაც მოედანზე მიდის დაუნდობელი ბრძოლა,ხოლო თამაშის დამთავრებისთანავე, მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ,ყველა წყენას თუ ტკივილს,მოედანზე სტოვებენ და მატჩის შემდგომ,მეგობრულად,თითო ბოკალ ლუდსაც გადაჰკრავენ.რაგბის ოჯახში,ყველა თანასწორია და მეგობარი.ყოველ შემთხვევაში,სწორედ ეს არის რაგბის მთავარი იდეა.რაგბი ხომ გვაერთიანებს.
სოსო
17:14 06-11-2020
0
რუსს თუ როდესმე რამეში დავეთანხმებოდი არ მეგონა მარა ამ კაცმა ორივე ხელები ამაწევინა.
darabi
14:39 06-11-2020
0

სიახლეები პოპულარული