ასეთი რამ პირველად საქართველოში ვნახე - გრეემ როუნთრი "ბორჯღალოსნებზე" საუბრობს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილი მორაგბე და საქართველოს ნაკრების წინა ხაზის ექსდამრიგებელი გრეემ როუნთრი, რომელიც ახლა პრემიერშიფის "მანსტერის" ფორვარდებს წვრთნის, Rugbypass-ს "ბორჯღალოსნების" შესახებ ესაუბრა.

"მე ბევრ ძლიერ ბიჭთან ვიმუშავე საქართველოში და ისინი კვლავ ნაკრებში თამაშობენ. ქართველები ძალიან დიდი კაცები გახლავთ და შერკინების სიყვარული ლოგიკიდან ამოვარდნილი არაა. ისინი ბუნებრივად ძლიერები არიან და ერთი რამ მახსოვს, როცა მათ საწვრთნელ კემპზე პირველად შევუერთდი მონპელიეში.

ცხოვრებაში პირველად ვნახე, ვარჯიშისას მოთამაშეს ზურგზე 130-კილოგრამიანი გუნდელი რომ ეჯდა. მათ წარმოუდგენელი ძალა აქვთ და ყველა მოთამაშეს შეუძლია ჭიდაობა. არ აქვს
მნიშვნელობა, 130 კგ წონის შერკინების მოთამაშეა და თუ 70-კილოგრამიანი უკანახაზელი, ძირს მაინც ადვილად დაგაგდებს. ყველაფერს ძალიან ადვილად სწავლობენ და იციან, რთული სიტუაციიდან როგორ გამოძვრნენ.

ინგლისი შერკინებაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ახალგაზრდა იმედისმომცემ ბიჭებსაც პოულობენ. საქართველო კი მათ რთულ ვითარებაში ჩააყენებს და იქნება შერკინებები, როცა ქართველები ინგლისელებს გადაუვლიან, რადგან ისინი ძალიან ამაყი და ემოციური ხალხია.

საქართველოს ნაკრებს ინგლისის წინააღმდეგ რამდენიმეფაზიანი თავდაცვა დასჭირდება. ძალიან რთული დაპირისპირება ელით, თუმცა "ბორჯღალოსნები" გაცილებით უკეთ ითამაშებს, ვიდრე ეს შოტლანდიის წინააღმდეგ გააკეთა და ინგლისი მათ ძალას თამაშის დროს იგრძნობს."

ინგლისისა და საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები ერთმანეთს 14 ნოემბერს, ლონდონში, "თვიქენჰემზე" შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
უნდა ვეცადოთ მოლი და შერკინება არ წავაგოთ და თან 1-2 ლელო დავუდოთ, მთავარია სამარცხვინოდ არ წავაგოთ..
Ok.
11 ნოემბერი 2020 11:39
0
რაგბში სამარცხვინო წაგება არ არსებოს. ასეთია სპორტის ამ სახეობის თავისებურება. მატჩის დასრულების ურთიერთპატივისცემის გამომხატველი რიტუალიც ამის კვალად ჩამოყალიბდა. სულ რამოდენიმე სახეობის სპორტია ასეთი.
კახაბერ (კახა) ბილაშვილი
14 ნოემბერი 2020 18:27
1
აუცილებელია ფრენჩაიზის შექმნა, რომელიც რომელი წამყვან ჩემპიონატში ითამაშებს, იმისთვის რომ განვითარდეთ და ბობოლების დამარცხების შანსი გვქონდეს, ესე ვერანაირად ვერ განვითარდებით და ყოველ თამაშს უშანსოდ წავაგებთ....
hasheem
10 ნოემბერი 2020 21:21
1
იმედია, თავს არ შევირცხვენთ!!! ღირსეულ თამაშს ველით, ჩვენო უსაყვარლესო ბიჭებო!!! სრულიად საქართველო თქვენთანაა!!!
tngh
10 ნოემბერი 2020 18:57
1
ამ მომენტისთვის ინგლისი საოცარ ფიზიკურ კონდიციაშია, ღმერთმა ქნას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოთ, ბიჭები რომ თავს არ დაზოგავენ ეჭვიც არ გვეპარება.
მალაქია
10 ნოემბერი 2020 18:00
0
buba ხინკალივით კი არა, აჭარულ ხაჭაპურსავით ყურები აქვს!
zurab
10 ნოემბერი 2020 17:56
0
აღარ გვყავს ისეთი შერკინება როცა 2015-2017 წელში გვყავდა. ბევრი მთავარი მოთამაშეები დაკარგეს და Ეხლა ნაკრები თავიდან იწყებს აღდგენას. ცოტა Მოთმინეება საჭირო.
ლომი
10 ნოემბერი 2020 17:38
0
შენ გენაცვალე ყურებში ჯიგარო!!
buba
10 ნოემბერი 2020 16:41
0
შენს პირს შაქარი
10 ნოემბერი 2020 13:13
1
კაი რა. უვარჯიშებელმა ხალხმა რა ქნას?
kaira
10 ნოემბერი 2020 12:51
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული